7 წლიანი პაუზის შემდეგ “მემფისმა” საპლეიოფო სერია მოიგო

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა საპლეიოფო სერია “მინესოტასა” და “მემფისს” შორის. ორი ახალგაზრდული, საპლეიოფო დონეზე გამოუცდელი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ. სერიის მე-6 შეხვედრაში “გრიზლისმა” 114-106 დაამარცხა “თიმბერვულვზი” და პირველად 2015 წლის შემდეგ საპლეიოფო სერია გამარჯვებით დაასრულა (4-2). მატჩის პირველ მეოთხედში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მასპინძელთა ფორვარდი ენტონი ედვარდსი, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და “მინესოტას” მინიმალური უპირატესობა მოუტანა 29:28.… Continue reading 7 წლიანი პაუზის შემდეგ “მემფისმა” საპლეიოფო სერია მოიგო

“ბრუკლინი” და “მინესოტა” პლეიოფში გავიდნენ

დღეს, გამთენიისას სტარტი აიღო NBA-ს პლეი ინის მინი ტურნირმა. აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილოსანმა “ბრუკლინმა” საკუთარ მოედანზე 115-108 სძლია “კლივლენდს”, ხოლო დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე გუნდმა “მინესოტამ” 109 – 104 მოუგო “კლიპერსს”. შესაბამისად, “ნეთსიც” და “თიმბერვულვზიც” პლეიოფში ითამაშებენ. “ბრუკლინმა” “კავალიერზთან” მატჩი ფანტასტიკურად დაიწყო – მოედანზე ბრწყინავდა კაირი ირვინგი (34 ქულა, 12 პასი), რომელმაც ზედიზედ 12 სროლა ჩაგდო… Continue reading “ბრუკლინი” და “მინესოტა” პლეიოფში გავიდნენ

კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მინესოტას” და უხვქულიან შეხვედრაში 139:149 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “თიმბერვულვზის” ცენტრი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ჩააგდო რა 60 ქულა. თაუნსმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 31 -დან 19 სროლის რეალიზება შეძლო (11-დან 7 სამქულიანი, 16-დან 15… Continue reading კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდ “გოლდენ სტეიტს”. “თიმბერვულვზის” ლიდერმა კარლ ენტონი თაუნსმა “ვორიორზს” 39 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 129-114 იმარჯვა. ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს მუხლის ტრავმის გამო არ ყავდათ ენტონი ედვარდსი, ხოლო სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დაზიანების გამო კლეი ტომფსონი, ნემანია ბიელიცა, დრაიმონდ… Continue reading მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

ჰარდენის წარმატებული დებიუტი “ფილადელფიაში”

NBA-ს ALL STAR-ის კვირეულის დასრულების შემდეგ განახლდა რეგულარული სეზონი. “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ფილადელფიას” და 102:133 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შედგა ჯეიმს ჰარდენის დებიუტი, რომელმაც 27 ქულა, 8 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა 35 წუთის განმავლობაში. შეხვედრის პირველ წუთებზე “თიმბერვულვზმა” 6:1 წაიყვანა ანგარიში, თუმცა ამის შემდეგ პარკეტზე უკვე “ფილადლეფია” დომინირებდა – სტუმრებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს, 16-6… Continue reading ჰარდენის წარმატებული დებიუტი “ფილადელფიაში”

ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

სატრანსფერო „დედლაინზე“ განხორციელებული გაცვლების შედეგად გოგა ბითაძე „ინდიანას“ ძირითადი ხუთეულის კალათბურთელი გახდა. ქართველი ცენტრი ბოძებულ შანსს მშვენივრად იყენებს და მან ეს „მინესოტასთან“ გამართულ მატჩშიც დაამტკიცა – 19 წუთში 7 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება ქონდა. შეხვედრის სტარტი მასპინძელ „ინდიანას“ უკეთესი გამოუვიდა – ბითაძის და ჰალიბარტონის კარგი… Continue reading ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

საბონისის 22 ქულა და 15 მოხსნა სადებიუტო მატჩში

„საკრამენტოს“ ხელმძღვანელობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრიტიკებენ. საკალათბურთო სამყარო შოკში ჩავარდა, როდესაც „კინგზმა“ 21 წლის ჰალიბარტონი „ინდიანაში“ გაცვალა, მის ნაცვლად კი გუნდში დომანტას საბონისი გადმოიყვანა. ტრეიდამდე 6 საათით ადრე ჰალიბარტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი თამაშით გუნდის მენტალიტეტის შეცვლას აპირებდა, თუმცა მალევე უკვე „პეისერზის“ წევრი გახდა. NBA-ს ბევრი გუნდი შოკირებული იყო ამ მოვლენით. უმეტესობა მათგანმა არც კი… Continue reading საბონისის 22 ქულა და 15 მოხსნა სადებიუტო მატჩში