რაიოლას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტაარეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელს ზედმეტმა წონამ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და ოპერაციაც ამიტომ დასჭირდა. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ რაიოლა მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. რაიოლას მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია. როგორც მისი გარემოცვის ერთერთმა წევრმა განაცხადა, მინოს ახლა დელიკატური საათები აქვს.… Continue reading რაიოლას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

ლუკაკუ

12 აგვისტოს რომელუ ლუკაკუმ ჩელსისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კვირაში 325 ათასგირვანქიანი ხელფასით. არისტოკრატებმა მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა (100 მილიონ 145 ათასი ევრო) გადაიხადეს, რაც ჩელსისთვის სატრანსფერო რეკორდია. ბელგიელ შემტევს ადრეც უთამაშია ჩელსიში. 2011-14 წლებში. მაგრამ გუნდში მაშინ დიდიე დროგბა,  ფერნანდო ტორესი, დანიელ სტარიჯი და სოლომონ კალუ თამაშობდნენ. ცხადია, ჭაბუკმა რომელუმ საკუთარი თავი ვერ იპოვნა.… Continue reading ლუკაკუ