ლევანდოვსკი მეორე ადგილზეა

ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში კადისთან (2:0) მორიგი ბურთი გაიტანა. პოლონელი თავდამსხმელისთვის ეს გოლი ლა ლიგაში მე-15 გახდათ. ამისათვის მას 19 მატჩი დასჭირდა. მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილმა ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო 2009/2010 წლების სეზონში უფრო სწრაფად გატანა. პირველი 15 გოლი პორტუგალიელმა მაშინ 17 მატჩში შეაგდო. 34 წლის ლევანდოვსკი ბარსელონას 2022 წლის… Continue reading ლევანდოვსკი მეორე ადგილზეა

ბაიერნმა სიტის ფეხბურთელი ინათხოვრა

ჟოაო კანსელო კარიერას მანჩესტერ სიტიდან იჯარით მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. ჟურნალისტ ჟურლიან ფლეტენბერგის ინფორმაციით, ფეხბურთელი რეკორდმაისტერებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და გუნდს გამოსყიდვის უფლება ექნება. კანსელო სიტიში 2019 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. განაპირა მცველი სიტის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლავთ, თუმცა ბოლო დროს მისმა სათამაშო დრომ მოიკლო. პორტუგალიელს სიტის ბოლო 3 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ისე კი ამ… Continue reading ბაიერნმა სიტის ფეხბურთელი ინათხოვრა

მანუელ ნოიერი: ძალიან მეშინოდა

მანუელ ნოიერმა კიბოზე ისაუბრა, რომელიც მას სახის კანზე ჰქონდა. გერმანელმა განაცხადა, რომ თავიდან ძალიან შეშინებული იყო. “დიაგნოზის დასმის შემდეგ, ძალიან მეშინოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თუ გონივრულად ვიმოქმედებდი დაავადება გაქრებოდა. არ შევშინდი, ბრძოლა მომიწია, სამი ოპერაცია გავიკეთე და ახლა მცოლოდ ცხვირთან პატარა შრამი მაქვს.” – განაცხადა ნოიერმა RTL.de-სთან საუბრისას. მანუელ ნოიერი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში შალკე… Continue reading მანუელ ნოიერი: ძალიან მეშინოდა

ბაიერნს ნოიერი ვერ დაეხმარება

ბუნდესლიგის მე-10 ტურში ბაიერნი ფრაიბურგს შეხვდება. აღნიშნულ მატჩში გუნდს მანუელ ნოიერი ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა. “ნოიერი ფრაიბურგთან ვერ ითამაშებს. მას ჯერ კიდევ აქვს მხარეზე პრობლემები, ტკივილები ისევ აწუხებს. იმედია შემდეგი ტურის მატჩში შეძლებს ჩვენ დახმარებას.” – განაცხადა ნაგელსმანმა. ბაიერნი ბუნდესლიგაში 16 ქულით მე-4 ადგილზეა. უახლოეს მატჩს გუნდი ფრაიბურგთან გამართავს,… Continue reading ბაიერნს ნოიერი ვერ დაეხმარება

ბაიერნის ფეხბურთელები ნაგელსმანის მუშაობით და ქცევით უკმაყოფილოები არიან

ბაიერნიდან არცისე სასიამოვნო სიახლეებია. Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები იულიან ნაგელსმანის მუშაობით და ქცევით უკმაყოფილოები არიან. ამავე Bild-ის ცნობით, მოთამაშეები უკმაყოფილოები 3 მიზეზის გამო არიან. პირველი მიზეზი ნაგელსმანის სამწვრთნელო გადაწყვეტილებების ნაკლებობაა წარუმატებელი მატჩების მსვლელობისას. მაგალითად ფეხბურთელებს არ მოსწონთ გერმანელი სპეციალისტის დორტმუნდთან მიღებული გადაწყვეტილებები. მეორე მიზეზი ის არის, რომ შემადგენლობის როტაცია და მატჩებისას შეცვლები კითხვებს აჩენს. მაგალითად ნაგელსმანი… Continue reading ბაიერნის ფეხბურთელები ნაგელსმანის მუშაობით და ქცევით უკმაყოფილოები არიან

ოლივერ კანი: ნაგელსმანის ყველას გვჯერა

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ ოლვიერ კანმა იულიან ნაგელსმანზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ მიუნხენელთა მწვრთნელის ყველას სჯერა. “იულიანს აბსოლუტური ნდობა აქვს. ცხადია ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ მას რთული ეტაპები ელოდა, მაგრამ ნაგელსმანი სწრაფად სწავლობს და მას შესანიშნავი თვისებები აქვს. ჩვენ ყველას გვჯერა მისი.” – განაცხადა კანმა Bild-თან საუბრისას. ნაგელსმანმა ბაიერნი შარშან ივლისში ჩაიბარა და გუნდთან… Continue reading ოლივერ კანი: ნაგელსმანის ყველას გვჯერა

მიულერი გაძარცვეს

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის დროს, ბაიერნსა და ბარსელონას შორის (2:0), მიუნხენელთა თავდამსხმელის, თომას მიულერის სახლში მძარცველები შევიდნენ. ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. პოლიციის ცნობით, ზარალი ექვსნიშნა ციფრით გამოიხატება. თუმცა კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ. სამართალდამცავებმა ჯერჯერობით ბოროტმოქმედების კვალს ვერ მიაგნეს.

ბაიერნმა 80 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

მიუნხენის ბაიერნმა მიზანს მიაღწია. Daily Mail-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და იუვენტუსის მცველი მატიას დე ლიხტი კარიერას ბაიერნში გააგრძელებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, გერმანელებს ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდებათ და ნიდერლანდელი კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ფეხბურთელმა, რომელიც 2019 წელს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, იუვენტუსში სერია ა, იტალიის თასი… Continue reading ბაიერნმა 80 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

მანე ვარჯიშზე 6 საათზე მეტ ხანს გაჩერდა

ბაიერნის ახალწვეულმა სადიო მანემ გერმანელებზე პირველი შთაბეჭდილება უკვე მოახდინა. Bild-ის ინფორმაციით, სენეგალელი ვარჯიშზე 109 წუთით ადრე გამოცხადდა და ბაზაზე 6 საათზე მეტ ხანს გაჩერდა. ეს ცხადია მისასალმებელია, ფეხბურთელის ასეთი მიდგომა წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა სადიო მანე ლივერპულიდან 27.4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. გერმანულმა გრანდმა გარემარბს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა. მანემ მანამდე ლივერპულში 6… Continue reading მანე ვარჯიშზე 6 საათზე მეტ ხანს გაჩერდა

სადიო მანე: როცა ვთამაშობ იმ დროს სენეგალში არავინ მუშაობს

მიუნხენის ბაიერნმა სადიო მანე დაიმატა, რომელიც გერმანულ გრანდში ლივერპულიდან გადაბარგდა. სენეგალელმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. “იმ დღეს როცა ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს. ამ დროს ჩემს სამშობლოში ნამდვილი დღესასწაულია, ყველა მე მიყურებს. ახლა როცა ბაიერნში ვითამაშებ, ამ დღეს არავინ იმუშავებს.  ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი მიზანი ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა.… Continue reading სადიო მანე: როცა ვთამაშობ იმ დროს სენეგალში არავინ მუშაობს