იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…

იანვარი იმითაა ყურადსაღები, რომ მიხეილ მესხი დაიბადა. ეს მოხდა 1937 წლის 12 იანვარს. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მისი თამაში არასდროს მინახავს. არა, ვიტყუები, მინახავს. დიდ მოედანზე მინახავს, დინამოზე. თუ სწორად მახსოვს სპორტის სასახლეშიც, მაგრამ ვეტერანებში. აი, მესხი რომ მესხობდა, მაშინ პატარა ვიყავი. ახლა ვფიქრობ, ათასჯერ მოყოლილი მეც გავიმეორო თუ არა. ყველამ იცის და ვითომ… Continue reading იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც…

იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით

მოვიგეთ! განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მოვიგეთ კოსოვოში, სადაც საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნდათ და ჩვენთან წაგებაზე კატასტროფააო, დაწერეს. არადა, ფეხბურთის ისტორიას რომ გადავხედოთ, სად საქართველო და სად კოსოვო. ვის დაჰკარგვიან. მეორე მხრივ, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, ჩვენი. არის ასეთი უმსხვილესი ტელეკომპანია beIN Sports. ყატარელებისაა; ოფისებით დოჰაში, მაიამიში, პარიზსა და სტამბოლში. მოკლედ, რაკი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან,… Continue reading იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით