“ბერლუსკონი, სად არიან მეძავები?..”

FILE PHOTO: Forza Italia party leader Silvio Berlusconi looks on at a polling station during the snap election, in Milan, Italy, September 25, 2022. REUTERS/Flavio Lo Scalzo/File Photo

სილვიო ბერლუსკონი. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილანის ლეგენდამ, ამჟამად კი მონცას მფლობელმა რამდენიმე თვის წინ თქვა – თუ მონცა იტალიის ტოპ-კლუბს მოუგებს, ფეხბურთელებს ავტობუსით მოვუყვან… მეძავებსო. და სერია ა-ს გასულ ტურში რა მოხდა? იუვენტუსი-მონცა 0:2/ 86 წლის ბერლუსკონის კომენტარიც: „ასამდე ზარი შემოვიდა ტელეფონში. ისინი მთხოვენ სიტყვა შევასრულო“ (Calciomercato) ისე, რა დრო დადგა, მონცა იუვენტუსს უსწრებს…

“FORZA NAPOLI” – მონცას მცველმა ინტერის ულტრასები გააგიჟა…

ნაპოლისთან გამარჯვების შემდეგ, ინტერი თითქოს საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა, თუმცა, მოულოდნელად, აძურიმ 2 ქულა მონცასთან დაკარგა. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაიარა მსაჯმა, ლუკა საკიმ, რომლის შეცდომებზე ყველამ ილაპარაკა, მათ შორის სიმონე ინძაგიმ. მატჩის შემდეგ, ცეცხლზე ნავთი არმანდო იცომ დაასხა, როდესაც ინსტაგრამში ჩაერთო და Forza Napoli (“წინ, ნაპოლი”) გაჰყვიროდა. იცო ნეაპოლური გუნდის აღზრდილია…  

სასწრაფოდ: მილანში არსენალის ფეხბურთელი დაჭრეს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის არსენალის ცენტრალური მცველი, პაბლო მარი დანით დაჭრეს. შემთხვევა იტალიაში, მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მოხდა. დაშავებული კიდევ 5 ადამიანია. როგორც მონცას (სადაც ფეხბურთელი იჯარით თამაშობს) აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ თქვა, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

უკვე მოთხოვნაა… გამიცვალე!

ჯერ ხეირიანად არც მისულა, ჯერ მეორე ტურია და უკვე მაისურის გაცვლას სთხოვენ! ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლი-მონცას მატჩის გმირი გახდა, 4:0 და ორი ლამაზი გოლი, ორივე კლასით სავსე. აი, რომ უყურებ და გიხარია. თვალში ლამაზად მოსახვედრი იყო, მონცას ნახევარმცველი ანდრეა კოლპანი რომ მივიდა და მაისურის გაცვლა რომ სთხოვა. ხვიჩაც დათანხმდა. კოლპანი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. არა, დიდ… Continue reading უკვე მოთხოვნაა… გამიცვალე!

სუარესი – ორი ვარიანტი და შემდეგი კვირის მოლოდინი

ლუის სუარესმა ატლეტიკო სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჯერ-ჯერობით უგუნდოდ არის. ურუგვაელით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა ამაოდ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სუარესს 2 ახალი ვარიანტი აქვს. ერთი სერია ა-ში ახლად აღზევებული მონცაა, მეორე კი აიაქსი, რომელშიც თავდამსხმელი 2007-11 წლებში თამაშობდა. სწორედ აიაქსში ყოფნისას გაიცნო იგი გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა. ისიც დაიწერა, რომ სუარესის… Continue reading სუარესი – ორი ვარიანტი და შემდეგი კვირის მოლოდინი