გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

ორივენი გავიდნენ. ესპანეთმა წააგო იაპონიასთან და წაიყოლა მერვედფინალში. გერმანია კი ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის ჯგუფში. ამ თამაშზე რა შეიძლება დაიწეროს? ესპანეთი იგებდა მორატას თავურით და პირველი ტაიმი ისეთი იყო, ბევრი იფიქრებდა, ლუის ენრიკეს გუნდი იოლად გაიმარჯვებსო. თუმცა დაიწყო მეორე ნახევარი და 6 წუთში იაპონია იგებდა… ჯერ იყო, შეცვლაზე შესულმა დოანმა შორიდან დარტყმით გაიტანა, მერე კი… Continue reading გავიდა და გაიყოლა… (იაპონური კროსვორდივით ჩახლართული)

ორი კოზირი

ბეწვის ხიდზე გაიარა გერმანიამ. 83-ე წუთამდე აგებდა ესპანეთთან და ვერდერის ბომბარდირმა ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა. ფიულკრუგი, რომელიც შეცვლაზე შევიდა და რომელიც წლეულს გამოჩნდა ბრემენის ვერდერში, თორემ შარშანდლამდე მხოლოდ მისი ოჯახის წევრები თუ იფიქრებდნენ, რომ მუნდიალზე ითამაშებდა… მოკლედ, ფლიკმა ფიულკრუგის სახით კოზირი გამოიყენა. აი, ჯოკერი კი ის იქნება, რომელიც ჯგუფიდან გაიყვანს. გერმანიის გოლის მომენტში კარგი იყო ლეროი… Continue reading ორი კოზირი

მადრიდელი ბარსაში? – აი, ტრანსფერი…

  მარკას ინფორმაციით, მადრიდის რეალის აღზრდილი, ალვარო მორატა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს. 29 წლის ფორვარდის გაფორმება მარტივი არ იქნება, თუმცა ხავი ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა და ესპანელსაც დაუკავშირდა. ტრანსფერის საკითხში სამივე კლუბია ჩართული – როგორც ბარსა და იუვე, ასევე ატლეტიკოც. მოგეხსენებათ, მორატა ათლეტების საკუთრებაა. იუვენტუსს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა მათი პოზიცია ამჟამად უცნობია. იუვე, ბარსას მსგავსად,… Continue reading მადრიდელი ბარსაში? – აი, ტრანსფერი…

მორატა: ვერ დავიძინე, სიკვდილით მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც!

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონეთთან მატჩის შემდეგ ემუქრებოდნენ: მასაც და ოჯახის წევრებსაც… „9 საათი ვერ დავიძინე. მუქარის შეტყობინებები მომდიოდა, შეურაცხყოფდნენ ჩემს ოჯახს და თან წერდნენ, რომ ისინი მოკვდებოდნენ. თუმცა ყველაფერი რიგზეა. ეს ადრეც მოხდა, რამდენიმე წლის წინ მართლაც ძალიან შემეშინდებოდა და რამდენიმე კვირა იზოლაციაში ვიქნებოდი. …შესაძლოა, ჩემი სამუშაო კარგად… Continue reading მორატა: ვერ დავიძინე, სიკვდილით მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც!

ესპანეთმა ისევ ვერ მოიგო – ლევანდოვსკიმ გაიტანა! [ვიდეო]

ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება მეორე ტურშიც ვერ მოიპოვა. “ფურია როხას” პოლონეთთან უპირატესობა კი ჰქონდა, 1:1-ზე მორენომ თერთმეტმეტრიანიც ვერ გამოიყენა, თუმცა საყაიმო ანგარიშს ალოგიკურს ვერ ვუწოდებთ.   ესპანელეთა შეტევებს შემოქმედებითობა აკლდა და პოლონელები თითოეულ გადაცემას ადვილად კითხულობდნენ. ლუის ენრიკეს გუნდში სუპერვარსკვლავი არ ჰყავს და, ჯერჯერობით, ტურნირის ფავორიტობას ვერც თამაშით ამტკიცებს…    

მორატა: მიყვარს ფეხბურთი, ამიტომ მომწონს ლევანდოვსკი…

დღეს ესპანეთი პოლონეთია. ფავორიტზე საუბარი ზედმეტიცაა, რა თქმა უნდა, ესპანეთმა უნდა მოიგოს, თუმცა პოლონეთს ლევანდოვსკი ჰყავს. ალვარო მორატამ სწორედ ბაიერნის შემტევზე ისაუბრა “მიყვარს ფეხბურთი, ამიტომ მომწონს ლევანდოვსკი. როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე, მაისურის გაცვლა და კიდევ ბევრი რამ ვთხოვე. მას ისოტორიაში ერთერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ. უბრალოდ, ფენომენალურია. მსურს მისი შესაძლებლობებიდან ბევრი რამ მეც მქონდეს. მისით აღფრთოვანებული ვარ,… Continue reading მორატა: მიყვარს ფეხბურთი, ამიტომ მომწონს ლევანდოვსკი…