“ისინი ვერ გიტანენ!..” – რას ჰყვება პიკე

რატომ დაიწყო ესპანეთის ნაკრებში კონფლიქტები? რა ინტრიგებს ხლართავდა ჟოზე მოურინიო? – ამის შესახებ ჟერარ პიკემ ისაუბრა გარი ნევილის პოდკასტში The Overlap. პიკე ჟოზე მოურინიოს ადანაშაულებს: „როცა ჟოზე რეალში მივიდა, მალევე თავისი თვალით ნახა, რომ მინდორზე ჩვენზე სუსტი იყო. მან სხვა თამაში დაიწყო. ბარსელონაში დიდებული, საუკეთესო გუნდი გვყავდა. მოურინიომ  ბარსელონასა და რეალის ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაძაბა.… Continue reading “ისინი ვერ გიტანენ!..” – რას ჰყვება პიკე

მოურინიუ თოვლის გუნდამ გააბრაზა (+video)

ევროპა ლიგა, მეოთხედფინალის წინ. ჟოზე მოურინიო რომა ნორვეგიაშია და ბუდე-გლიმტს უნდა შეხვდეს. მოურინიო ბოდო-გლიმტის ფანებისკენ წავიდა ავტოგრაფების დასარიგებლად, მაგრამ იქიდან თოვლის გუნდა წამოვიდა და მწვრთნელს ფეხში მოხვდა. მოურინიომაც გადაუხვია და ფანებს გაეცალა. ისე, ამ სეზონში ჯგუფშიც ერთად მოხვდნენ ბუდე-გლიმტი და რომა. ნორვეგიელებმა საოცრება მოახდინეს და 6:1 მოიგეს.   Welcome to Bodø, Jose. Ikke langt unna… Continue reading მოურინიუ თოვლის გუნდამ გააბრაზა (+video)

“სან სიროზე ზლატანს ასეთ წითელს მისცემდნენ?” – ჟოზე VS მსაჯები…

  ჟოზე მოურინიუს რომა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ერთერთი მთავარი ვარსკვლავია. პორტუგალიელის გუნდი ლამაზ სტილში იგებს და, ასევე – აგებს… ერთი რამ უცვლელია – მოუ მსაჯებზე მუდამ გაბრაზებულია. მიმდინარე სეზონში, მან VAR-ის წინააღმდეგაც გაილაშქრა – უფრო სწორად, თქვა, თანამედროვე ტექნოლოგია როგორი უნდა იყოს… ჯენოასთან მატჩის შემდეგ, ჟოზე როზარიო აბისოზე (მსაჯი) გაცოფებული იყო. 90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო,… Continue reading “სან სიროზე ზლატანს ასეთ წითელს მისცემდნენ?” – ჟოზე VS მსაჯები…

სად არის ახლა ექიმი ევა? – გახსოვთ, ალბათ…

  2015 წელს, ევა კარნეიროს სახელი ყველამ გაიგო. ის ჩელსის ექიმი იყო და, პრემიერლიგის პირველსავე შეხვედრაში, ჟოზე მოურინიომ მისი მუშაობის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა. ლონდონელები სუონსისთან თამაშობდნენ, როდესაც აზარმა ტრავმა მიიღო, კარნეირო კი დასახმარებლად გაიქცა. მწვრთნელი გაგიჟდა – აზარს მოედნის დატოვება მოუხდა, გუნდმა კი ძვირფასი დრო დაკარგა, ჩელსის კი გოლი სჭირდებოდა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში, მოურინიო აფეთქდა:… Continue reading სად არის ახლა ექიმი ევა? – გახსოვთ, ალბათ…

მოურინიო ისევ ინგლისში?..

ევერტონმა შესაძლოა რაფა ბენიტესი გაათავისუფლოს და ჟოზე მოურინიო მიიწვიოსო – Mirror-ი წერს. ევერტონის ხელმძღვანელობას პორტუგალიელი სურს, თუმცა ეს ალბათ უახლოეს თვეში ვერ მოხდება. მითუმეტეს, პორტუგალიელი რომაში მუშაობს. სხვა საქმეა, რომ მოუს რომაში კარგად ვერ მისდის საქმე, ინტერთან 0:3 წაგების მერე მეშვიდე ადგილზე არიან სერია ა-ში, ამას დაუმატეთ ნორვეგიის ბოდო გლიმტთან ევროპა ლიგაზე 1:6 წაგება. ინტერთან… Continue reading მოურინიო ისევ ინგლისში?..

იგებდა, წააგო… რომა ვენეციაში ჩაიძირა

რომამ კვლავ ჩააგდო თამაში: ამჯერად სერია ა-ს ტურში ვენეციასთან გასვლაზე 2:3 წააგო. ზედიზედ ორი წაგება სერია ა-ში და 4 მოუგებელი შეხვედრა ყველა ტურნირზე ერთად – ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა ვერ მუშაობს. ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან 1:6 განადგურება სიგნალი იყო… საინტერესოა, რომ უზბეკმა შომორუდოვმა გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა რომას მაისურით. გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მერე კი… Continue reading იგებდა, წააგო… რომა ვენეციაში ჩაიძირა

ჟოზეს ორეული…

11 ოქტომბერს, ნეტფლიქსმა სერიალი “შენ”-ის პოსტერი გამოაქვეყნა. ფოტოს ცენტრში სერიალის მთავარი გმირები – პენ ბეჯლი და ვიქტორია პედრეტი არიან. ფოტომ სპორტულ სამყაროში პოპულარობა მაშინვე მოიპოვა, რადგან მსახიობი ახალგაზრდა ჟოზე მოურინიოს ძალიან ჰგავს…   თავად შეაფასეთ    

მოურინიო: ესენი მეგოლეები კი არა, ფეხბურთელები არიან…

რომას მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ჟოზე მოურინიომ ორი ფორვადი გამოყო: ბენზემა და კეინი “ბენზემას გამო, საფრანგეთის წარუმატებლობა მეწყინა. ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოგების შანსი ჰქონდა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და, დიდი წნეხის მიუხედავად, ძალიან კარგად ითამაშა. როდესაც ტოტენჰემში ვმუშაობდი, ხანდახან კეინს სხვა ფორვარდებს ვადარებდი. ყოველთვის ბენზემას ვახსენებდი, რადგან გუნდისთვის ორივე ბევრს აკეთებს, ისინი ნამდვილი ფეხბურთელები არიან. დანარჩენებზე… Continue reading მოურინიო: ესენი მეგოლეები კი არა, ფეხბურთელები არიან…