ჟოზე: უსამართლობაა, მოგება დავიმსახურეთ…

იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში, ნაპოლიმ რომა მიიღო და 2:1 დაამრცხა. მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა “მთელი მატჩი კარგად ჩავატარეთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც, ამ სეოზნში, ნაპოლის ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა. მათში შიში დავთესეთ. ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა, გამარჯვება დავიმსახურეთ. ახლა მეტად დავრწმუნდი, რომ სკუდეტო ნეაპოლში წავა,” – თქვა მოურინიუმ  

ჟოზე: ვულოცავ ნაპოლის, ჩემპიონები არიან

იტალიის მე-20 ტურის დიდი მატჩის წინ, სადაც ნაპოლი რომას დაუხვდება, მატჩის წინ, ტრადიციულად, პრეს-კონფერენცია ჟოზე მოურინიუმ გამართა “რას ველოდები ნაპოლისგან? რასაც პირველი დღიდან აკეთებენ. ილუზიები არ მაქვს, ვულოცავ სკუდეტოს. მოიგებენ და ეს დაიმსახურეს. ისინი საუკეთესონი არიან, კარგი მწვრთნელითა და ბრწყინვალე ტრანსფერებით,” – თქვა მოურინიუმ

ჟოზე პორტუგალიის ნაკრებში? – საინტერესოა…

ჟოზე მოურინიუ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,  პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას (FPF) წარმომადგენლები მოურინიუს უკვე დაუკავშირდნენ. FPF-ს წინადადება ასეთია – ჟოზე რომაში იმუშავებს, პარალელურად კი ნაკრებსაც გაუძღვება. პორტუგალიელი ამ შეთავაზებას სერიოზულად განიხილავს. თუ მოურინიუს ვარიანტი არ გამოვა, მთავარ გუნდში U21-ის მთავარი მწვრთნელი, რუი ჟორჟე გადაინაცვლებს.  

კვარა რომასთან… რა თქვეს ჟოზემ და სპალეტიმ?

ნაპოლი-რომა 0:1. ხვიჩა კვარაცხელიას სრული მატჩი. გუნდური თამაში, არცთუ ბრწყინვალე, მაგრამ მაინც ნორმალურად, სტაბილურად. ხვიჩა ისე ვერ დაფრინავდა, როგორც ბოლონიასთან, მაგრამ მთლიანობაში წვლილი შეიტანა მოგებაში. და ჟოზე მოურინიუს კომენტარი? მოკლედ შემოგთავაზებთ. რომას მწვრთნელმა თქვა, რომ ნაპოლიმ დაუმსახურებლად გაიმარჯვა… „ვაკონტროლებდით სიტუაციას ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც ნაპოლია. მეორე ტაიმში დავიღალეთ. ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ, მათ ყველაფერი გაიღეს. …ირატი… Continue reading კვარა რომასთან… რა თქვეს ჟოზემ და სპალეტიმ?

“რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

  ბრაზილიელმა კაკამ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ელის და საყვარელი ნაკრების დიდი იმედიც აქვს. დაასახელა ბრაზილიის ნაკრების პოტენციური ლიდერიც: „ნეიმარი მშვენიერ ფორმაშია და სავარაუდოდ ის იქნება ლიდერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვერდში ჰყავს ვინიუსიუსის დონის ფეხბურთელი. ახლა ბრაზილიას ჰყავს ასევე რაფინია, ანტონი, რიშარლისონი… ისინი ახალგაზრდები აღარ არიან, უკვე თამამად შეუძლიათ ნეიმართან ერთად გადამწყვეტ დროს ლიდერობა“.… Continue reading “რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

ჟოზე გაამწარეს: კლოუნობა და აუზში ყვინთვა დავიწყოთ?

რომას მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ატლანტასთან 0:1 წაგების მერე მსაჯები გააკრიტიკა. მოუ ამ შეხვედრაში გააძევეს, რადგან მინდორზეც შეიჭრა და თან რამდენჯერმე ემოციურად გამოხატა უკმაყოფილება. მოურინიუმ თქვა, პაულო დიბალა რომ გვყოლოდა, ალბათ სხვა შედეგს მივიღებდით, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანიაო. „ატალანტასთან ეს თამაში მოსაგები იყო. უბრალოდ წაგვივიდა საქმე, ბურთს ვაკონტროლებდით 90 წუთის განმავლობაში. ბევრი მომენტი შევქმენით და… Continue reading ჟოზე გაამწარეს: კლოუნობა და აუზში ყვინთვა დავიწყოთ?

“როგორ მადარებთ?” – სარის რკინის ლოგიკა

რომა-ლაციო, ლაციო-რომა… რომელს ექნება უკეთესი სეზონი? ჟოზე მოურინიუს გუნდმა მშვენიერი ტრანსფერები გააკეთა და კონკრეტულად ამ ორ გუნდს შორის, რა თქმა უნდა, რომაა ფავორიტი საჩემპიონთალიგო ოთხეულში გასვლაზე. აი, რა საინტერესო მოსაზრებაა ლაციოს მწვრთნელ მაურიციო სარისგან: „მოურინიუ მომწონს. უბრალოდ შედარების შინაარსს ვერ ვიგებ. ჩვენს შორის დიდი სხვაობაა სამწვრთნელო სტარტის კუთხით. …მე მოყვარულებში გავიზარდე, საერთოდ განსხვავებულ ფეხბურთელებთან მქონდა… Continue reading “როგორ მადარებთ?” – სარის რკინის ლოგიკა

ასეთი მწვრთნელის ზარი გადამწყვეტიაო…

იტალიის ნაკრების ფორვარდი ანდრეა ბელოტი გადადის კლუბში, საიდანაც მწვრთნელმა დაურეკა და დიდხანს ესაუბრა თავის გეგმებზე – რომაში… ამის შესახებ იტალიურმა კორიერე დელო სპორტმა დაწერა. ხელფასზეც დაიწერა: წელიწადში 2,8 მილიონი ევრო გადასახადების გარეშე და 3-წლიანი კონტრაქტი. როგორც პაულო დიბალას შემთხვევაში, ბელოტისთვისაც გადამწყვეტი გამოდგა ჟოზე მოურინიუს ფაქტორი. ზარი, საუბარი და მწვრთნელის ფაქტორი. კონტრაქტი ჯერ არაა გაფორმებული, მაგრამ… Continue reading ასეთი მწვრთნელის ზარი გადამწყვეტიაო…

პერესი: “რონალდუ იმბეცილია, კოენტრაუ კი – ნეხვი”

ფლორენტინო პერესი რაულსა და კასილასს “სირცხვილს” როგორ უწოდებს, მთელი მსოფლიო მოიარა. დღეს კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც რეალის პრეზიდენტი რონალდუზე, მოურინიოზე და კოენტრაუზე საუბრობს კრიშტიანუზე: “კრიშტიანუ გიჟია. ეს ბიჭი იმბეცილია, ავადმყოფი. ის ნორმალური არ არის, სხვა შემთხვევაში, იმას არ გააკეთებდა, რასაც აკეთებს. ბოლო ნონსენსი, რაც მან გააკეთა, მთელმა მსოფლიომ იხილა…” მოურინიოზე “მენდეში კრიშტიანუს არაფერზე მიუთითებს,… Continue reading პერესი: “რონალდუ იმბეცილია, კოენტრაუ კი – ნეხვი”