ვინ შეცვლის მბაპეს? პსჟ-მ ორი სუპერვარსკვლავი მოინიშნა

კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლის ამბავი 90%-ით გადაწყვეტილია. აქედან გამომდინარე ფრანგებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. ESPN-ის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ლივერპული სალაჰს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან. ცნობილია, რომ ეგვიპტელს მეტი ანაზღაურება სურს. რაც შეეხება ლევანდოვსკის, იგი ბაიერნიდან წასვლას აპირებს და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.… Continue reading ვინ შეცვლის მბაპეს? პსჟ-მ ორი სუპერვარსკვლავი მოინიშნა

იუვენტუსი მეგატრანსფერის გაჩარხვას აპირებს

ტურინის იუვენტუსს ამბიციური სატრანსფერო გეგმა აქვს. Football Italia-ს ცნობით, ბიანკონერი ზაფხულში ლივერპულიდან მოჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება. იუვენტუსს ცუდი პერიოდი უდგას, ალეგრის გუნდი ზედიზედ მეორე წელია ჩემპიონი ვერ ხდება, გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან ვილიარეალმა გამოაგდო და არც თამაშის ხარისხი აკმაყოფილებთ ტიფოზებს. იუვენტუსი სერია ა-ში 69 ქულით მეოთხე ადგილზეა, უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს და… Continue reading იუვენტუსი მეგატრანსფერის გაჩარხვას აპირებს

მოჰამედ სალაჰი: დარჩენა მინდა თუმცა სიტუაციას მე არ ვაკონტროლებ

მოჰამედ სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა. ეგვიპტელმა აღნიშნა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს და ისიც დასძინა, რომ ამისთვის გიჟურ ხელფასს არ ითხოვს. “ლივერპულში დარჩენა ძალიან მინდა, ეს გუნდი, ფანები, ატმოსფერო ძალიან მიყვარს. უკვე მე-5 სეზონია აქ ვარ და თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში.  ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, სიტუაცია ჩემს ხელში არ არის, ახლა ყველაფერი… Continue reading მოჰამედ სალაჰი: დარჩენა მინდა თუმცა სიტუაციას მე არ ვაკონტროლებ