მსაჯმა ფანებს… ყვითელი ბარათი უჩვენა (+video)

SHEFFIELD, ENGLAND - MAY 23: Kevin Friend, the match referee looks on during the Premier League match between Sheffield United and Burnley at Bramall Lane on May 23, 2021 in Sheffield, England. A limited number of fans will be allowed into Premier League stadiums as Coronavirus restrictions begin to ease in the UK. (Photo by George Wood/Getty Images)

ინგლისელმა მსაჯმა კევინ ფრენდმა ასტონ ვილა-ბრისტოლის ამხანაგური მატჩი იმსაჯა და ორიგინალური ამბავი შემოგვთავაზა.   ასტონ ვილას ფანები ხშირად შეურაცხყოფას აყენებდნენ ფრენდს (ეტყობა, ძველი წყენის გამო) და ერთ მომენტშიც ხმაშეწყობილად დაიწყეს სიმღერა: „კევინ, ხელები შორს ჩვენგან“.   აქ შეურაცხმყოფელი სიტყვა არ იყო, მაგრამ ფრენდმა მაინც ვეღარ მოითმინა და გულშემატკივრებს… ყვითელი ბარათი უჩვენა. ყველას გეკუთვნითო.  

ციფრები… როგორ მუშაობს VAR-ი?

  ევროპის ჩემპიონატის წინ უეფაში მსაჯების სპეციალური ბრიფინგი გაიმართა: ევრო 2020-ის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობერტო როზეტიმ VAR-ის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სისტემა 2019 წლიდანაა და უეფას ეგიდით, სულ 2522-ჯერ გადაამოწმეს სიტუაცია.   453 მატჩში 139-ჯერ გადაწყვეტილება შეცვალეს და გაირკვა: 94,5 % სწორი გადაწყვეტილება იყო.   „VAR ეფექტურად მუშაობს. ამ 453 მატჩიდან 297 ჩემპიონთა ლიგაში იყო. 115 ევროპა… Continue reading ციფრები… როგორ მუშაობს VAR-ი?