2010. რამოსი მუნდიალის ფინალის მერე შემოვიდა, ლუდი დავლიეთ, ვილაპარაკეთ…

ვესლი სნეიდერმა 2010 წლის მუნდიალის ფინალისწინა ამბები გაიხსენა. ესპანეთი-ნიდელანდები. 116-ე წუთი, ანდრეს ინიესტას გოლი… სნეიდერი (MSN, fifa): „მაშინ მკითხეს, გავხდებოდი თუ ვერა მსოფლიო ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირიც? მაგრამ ეს უაზრობა იყო. პირად სტატისტიკაზე ფიქრებით რომ გამოვსულიყავი მინდორზე, სიამოვნებას ვერ მივიღებდი. …სერხიო რამოსისგან მივიღე შეტყობინება, სადაც მწერდა: „შენ უკვე მოიგე ტიტულები, საკმარისია დამშვიდდე“. …ფინალის წინ ოპტიმიზმი… Continue reading 2010. რამოსი მუნდიალის ფინალის მერე შემოვიდა, ლუდი დავლიეთ, ვილაპარაკეთ…

კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

GC9B8H ANDREI KANCHELSKIS JOYOUS

მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი, გლაზგო რეინჯერსი, ფიორენტინა… ამ კლუბებში თამაშობდა რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი და გამოირჩევა სკანდალური გამონათქვამებით. 53 წლის კანჩელსკისმა პირდაპირ თქვა, 2018 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებმა თამაშები იყიდა და მეოთხედფინალში ასე გავიდაო. მერვედფინალში ესპანეთთთან თამაშის შედეგი  თამაშამდე გარკვეული იყოო. ამის გამო კანჩელსკისი საცობში გაატარეს: როგორ, ესპანეთი თუ ვიყიდეთ, ხორვატიასთან ვერ მოვახერხეთო? თუმცა… Continue reading კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

მუნდიალ-2026: ფორმატი, ადგილები, დრო…

დღეს ფიფას კონგრესი იმართება რუანდაში. შეთანხმდნენ და გადაწყვეტილია, თუ როგორი იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სისტემა. როგორც იცით, 48 გუნდი ითამაშებს, მასპინძელი კი სამი ქვეყანაა: აშშ, მექსიკა, კანადა. ზუსტად ჯერ უცნობია, თუ ივნისის რომელ რიცხვში დაიწყება მუნდიალი, მაგრამ ფინალის თარიღი გაირკვა – 19 ივლისი. სავარაუდოდ, დასაწყისი 10 ივნისი… გადაწყდა: 48 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდება. ორ-ორი… Continue reading მუნდიალ-2026: ფორმატი, ადგილები, დრო…

ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?

დიდიე დეშამმა პირველად ისაუბრა, თუ რატომ დატოვა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრები ზედ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. ბენზემა მუნდიალ-2022-ის განაცხადში გახლდათ, ყატარშიც იყო ჩასული, მერე კი გამოცხადდა, რომ ტრავმა მიიღო. დეშამი: „უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგე. მსოფლიოს წინ ეს ძალიან ცუდია. კარიმი გამწარებული იყო, რადგან მისთვის მუნდიალი ბევრს ნიშნავდა. მითხრა, მკვდარივით ვარო. ნაკრების ექიმის დიაგნოზი ზუსტად ემთხვეოდა დიაგნოზს,… Continue reading ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?

13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…

ფრანგი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი ისტორიაში საუკეთესოა ერთ მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით: 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა… მთლიანობაში, საფრანგეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 30 ბურთი შეაგდო. ფონტენი მაროკოს რდ კასაბლანკაში, რეიმსსა და ნიცაში თამაშობდა. რეიმსი იმ დროს უძლიერესი გუნდი იყო საფრანგეთში და ჩემპიონთა თასის ფინალი ორჯერ წააგო. ჟიუსტ ფონტენს… Continue reading 13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…

ისევ მწვრთნელად! კლინსმანის ახალი ნაკრები

ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. ამ პოსტზე პორტუგალიელი პაულუ ბენტუ შეცვალა. 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, რომელმაც თავის დროზე სამხრეთ კორეასაც გაუტანა ორი ლამაზი გოლი. ეს 1994 წლის მუნდიალზე. ან კი კლინსმანს რა წარდგენა სჭირდება… საქართველოს ნაკრებსაც შეუსრულა დუბლი თბილისში. კლინსმანი ადრე გერმანიისა და აშშ-ის ნაკრებს წვღთნიდა, ბოლოს კი სამი… Continue reading ისევ მწვრთნელად! კლინსმანის ახალი ნაკრები

“სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ზეიმისას, არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა კილიან მბაპეს სახიანი თოჯინა აიღო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ ბევრმა ჩათვალა თითქოს ამით კილიანს დასცინა. ამ თემაზე თავად არგენტინელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მბაპესთვის არ დაუცინია და მოყვა თუ რა მოხდა რეალურად. “ის რაც გასახდელში ხდება, გასახდელში უნდა დარჩეს. მბაპეზე სიმღერა არ უნდა გახმაურებულიყო.… Continue reading “სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ

ლეო მესი: ფილმის ბედნიერი დასასრული იყო

ლეო მესიმ შარშან მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ მუნდიალის მოგება მისი კარიერისთვის იგივეა რაც ფილმის ბედნიერი დასასრული. “წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე პლეი-ოფში გოლიც კი არ მქონდა გატანილი. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანაგუნდელებთან. მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს გამარჯვება ჩემი კარიერისთვის ფილმის ბედნიერი დასასრულივით იყო. ერთხელ ვთქვი,… Continue reading ლეო მესი: ფილმის ბედნიერი დასასრული იყო

მესი: ეს გამარჯვება ღმერთმა მაჩუქა

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, პრესტიჟული ტიტული აღარ დარჩა, რომელიც ლეო მესის შეეძლო მოეგო და ვერ მოიგო.  – აქამდე მსოფლიოს პლეი-ოფ-ში გატანილი არ გქონდათ. ყველაფერმა შესანიშნავად იმუშავა.  ამაზე ნათესავებთან, ოჯახთა, მეგობრებთან ვილაპარაკე. ყველაფერი როგორც უნდა მომხდარიყო, ისე მოხდა. ეს ფილმის  დასასრულს ჰგავს.  ერთხელ ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მაჩუქებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ… Continue reading მესი: ეს გამარჯვება ღმერთმა მაჩუქა

ჩემი ოქრო… თქვენთან

არგენტინელმა პაულო დიბალამ მუნდიალის ოქროს მედალი რომას საკლუბო მუზეუმს ჩააბარა… დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, შეცვლებზე ნახევარფინალსა და ფინალში. თუმცა ფრანგებთან ფინალში პენალტების სერიაში გაიტანა. პაულომ თქვა, რომ პენალტი შუაში დაარტყა, რადგან ემილიანო მარტინესმა ურჩია ასე. დიბალა ფორმაში ვერ შეხვდა მუნდიალს. ტრავმა ჰქონდა და ბოლოსღა მოხვდა ლიონელ სკალონის სიაში.