დაუსვი კითხვა ლევან საგინაშვილს პირდაპირ ეთერში

დღეს, 21:00, საათზე ლევან საგინაშვილი მტკივნეულ შოუს ეწვევა. გადაცემის პირდაპირი ეთერი Leadersport-ის იუთუბ არხზე გაეშვება, სადაც ნებისმიერი მაყურებელი შეძლებს კითხვა დაუსვას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს. ლევანმა სულ ცოტა ხნის წინ TOP 8-ს პირველ შერკინებაში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. დაელოდეთ მტკივნეული შოუს პირდაპირ ეთერს.