მბაპე: ფული არ მადარდებს…

კილიან მბაპემ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც რეალში არ გადავიდა და პსჟ-ში დარჩა –          იმ ადამიანებს რას ეტყოდით, ვინც ფიქრობს, რომ ფულის გამო დარჩით? –          ცოტათი მოწყენილი ვარ, რადგან კარიერის დასაწყისში ყველას ვაჩვენე რომ მოთმინების უნარი მაქვს. ყოველთვის ფეხბურთზე, ტიტულებზე, მნიშვნელოვან მატჩებზე ვსაუბრობდი და არა ფულზე.           ხალხს რაც უნდათ თქვან,… Continue reading მბაპე: ფული არ მადარდებს…

პსჟ-ს პრეზიდენტი: უკრაინაში ხალხი იხოცება, რა სუპერლიგა?

  პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა ევროპის სუპერ ლიგა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „სუპერ ლიგა ეს სულ სამი კლუბია, რომელსაც ამის შექმნის შანსი არ აქვს. უკრაინაში ხალხი იბრძვის და იხოცება, დასაძინებელი არ აქვთ და ჩვენ სუპერლიგაზე ვლაპარაკობთ? ამ კლუბებს, ამ მოცემულობით, სტაბილურობა და შორსმიმავალი ფინანსური გათვლა არ აქვთ. ისინი საუბარს აგრძელებენ, რომ სუპერლიგის შექმნა ლეგალურია, მაგრამ ავიწყდებათ,… Continue reading პსჟ-ს პრეზიდენტი: უკრაინაში ხალხი იხოცება, რა სუპერლიგა?

პსჟ-ს პრეზიდენტი: სუპერ ლიგა არ იქნება!

Paris Saint-Germain's Qatari President Nasser Al-Khelaifi speaks during a press conference for the unveiling of Argentinian football player Lionel Messi (unseen) at the French football club Paris Saint-Germain's (PSG) Parc des Princes stadium in Paris on August 11, 2021. - The 34-year-old superstar signed a two-year deal with PSG on August 10, 2021, with the option of an additional year, he will wear the number 30 in Paris, the number he had when he began his professional career at Spain's Barca football club. (Photo by STEPHANE DE SAKUTIN / AFP) (Photo by STEPHANE DE SAKUTIN/AFP via Getty Images)

  ნასერ ალ-ხელაიფის სუპერ ლიგის პროექტის წინააღმდეგია და არც სჯერა, რომ ის გაამართლებს „რაც შეეხება ფსევდო-სუპერ ლიგას, ის არ იქნება. არც პირველადი და არც მეორადი ვარიანტით. ყველა მათ წინააღმდეგაა – ფანები, მედია, დიდი და პატარა კლუბები. მხარს მხოლოდ სამი გუნდი (რედ: ბარსელონა, რეალი და იუნვეტუსი) უჭერს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ეს კლუბები უეფას ტურნირებზე… Continue reading პსჟ-ს პრეზიდენტი: სუპერ ლიგა არ იქნება!

პსჟ-ს მთავარი სამიზნე…

  L’Équipe-ის ინფორმაციით, ზაფხულში, პსჟ-ის მთავარი სამიზნე, პოლ პოგბა იქნება. პარიზელების სპორტული დირექტორი, ლეონარდო მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, იტალიელი აგენტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტია. აქამდეც დავწერეთ, რომ მანჩესტერისა და პოგბას მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ მიმდინარეობს. ისე ჩანს, პოლს პსჟ-ში წასვლა ნამდვილად უნდა. ამჟამად, ფრანგი ტრავმირებულია და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

მბაპე მაინც მიდის

კაცმა არ იცის, რა ხდება ამჟამად კილიან მბაპეს თავს. რამდენიმე დღის წინათ, პარი სენ-ჟერმენის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ლიონელ მესის წარდგენისას თქვა: მბაპეს საუკეთესო გუნდში უნდოდა თამაში. ახლა მესიც ჩვენთანაა და აღარსად წავაო. მაგრამ არც ასე იოლად ყოფილა საქმე. რეალი ისევ უფუცხუნებს კილიანს და ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, ამ კვირაში ალ-ხელაიფი მადრიდში ჩავა და რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო… Continue reading მბაპე მაინც მიდის

მესი საუკეთესო ადგილას

მეორე დღეა პარიზში სრული საგიჟეთია. საფრანგეთის დედაქალაქში ლეო მესი ჩავიდა. პარი სენ-ჟერმენის ქომაგებმა ჯერ კიდევ წინა საღამოს გაავსეს ლე ბურჟეს აეროპორტი, მაგრამ არგენტინელი იმ დღეს ბარსელონაში იცრემლებოდა. ღრუბელმა გადაიარა და ლეო ოჯახთან ერთად პარიზში 10 აგვისტოს გაღიმებული ჩაფრინდა. პსჟ-სთან მისი კონტრაქტი ორწლიანია. ის კვირაში ჯამაგირად 1 მილიონ ევროს მიიღებს. პლუს ბონუსები, რომლებიც არც ისე ცოტაა.… Continue reading მესი საუკეთესო ადგილას

პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!

ნასე ალ-ხელაიფის ოცნება, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ჯერ კიდევ ვერ ახდა. მაურიციო პოჩეტინო სიტისთან ნახევარფინალში დამარცხდა.   ამის შემდეგ, მან გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა.   თავდაპირველი ამოცანა ნახევრად უკვე შესრულებულია: ნეიმარმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, ახლა მთელი ძალები მბაპესკენაა მიმართული.   როგორც ალ-ხელაიფმა თქვა, ფრანგი არსად წავა, არ იყიდება და კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს, რადგან ქვეყანასთან მას მისია შესასრულებელი ჯერ კიდევ დარჩა.   ამას გარდა,… Continue reading პსჟ: სატრანსფერო ბაზრის ტერორი!

ალ ხელაიფი – ბარსელონას და რეალის თავის ტკივილი…

მსოფლიო ფეხბურთის ორ გიგანტს – რეალსა და ბარსელონას საერთო მტერი ჰყავს და მას ალ ხელაიფი ჰქვია.   ვეინალდუმის კამპ ნოუზე გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, როდესაც საქმეში პსჟ ჩაერია, ფეხბურთელს ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და თავისთან წაიყვანა.   ზოგადად, წარსულშიც ასე იყო: ბარსელონამ მარკო ვერატის ტრანსფერზე გაიწია, ბევრი ითქვა, დაიწერა, გაკეთდა, თუმცა ის არ შედგა. საპასუხოდ, პსჟ-მ ბლაუგრანადან ნეიმარი 222 მილიონ ევროდ იყიდა…  … Continue reading ალ ხელაიფი – ბარსელონას და რეალის თავის ტკივილი…