ნბა-ს საზაფხულო ლიგამ საუკეთესოები დაასახელა

ლას ვეგასში დასრულდა ნბა-ს 2021 წლის საზაფხულო ლიგა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ორმა კალათბურთელმა გაიყო – „საკრამენტოს“ გამათამაშებელმა დევონ მიჩელმა და ბრუკლინის მსროლელმა – კემ ტომასმა. 22 წლის მიჩელი, ნბა-ს დრაფტზე მე-9 ნომრად აირჩია „კინგზმა“ და ამ გადაწყვეტილებამ აბსოლიტურად გაამართლა. დევონმა „საკრამენტოს“ Summer league მოაგებინა, თვითონ კი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მიჩელი… Continue reading ნბა-ს საზაფხულო ლიგამ საუკეთესოები დაასახელა

საკრამენტო „Summer League”-ს ჩემპიონია

ლას ვეგასში დასრულდა ნბა-ს საზაფხულო ლიგა. საჩემპიონო მატჩში საკრამენტომ 100-67 გაანადგურა „ბოსტონი“. „კინგზმა“ ფრენჩაიზის ისტორიაში მეორედ მოიგო „Summer League”, პირველი გამარჯვება კი 2014 წლით თარიღდება. ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „საკრამენტოს“ ფორვარდი ლუის კინგი დასახელდა, რომელმაც „სელტიქსის“ წინააღმდეგ 21 ქულა დააგროვა და 5 ჩაჭრა ქონდა. ლუისი 2019 წლის ნბა-ს დრაფტზე არავინ არ აირჩია, ახალგაზრდა კალათბურთელს მომდევნო… Continue reading საკრამენტო „Summer League”-ს ჩემპიონია

სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა „დენვერთან“

ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. Summer League-ს ფინალურ რაუნდში „ქართული“ დაპირისპირება შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერის“ წინააღმდეგ. მატჩი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. სანდრო „ბაქსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა საკმაოდ აქტიურადაც დაიწყო – ცდილობდა „შავი“ სამუშაო შეესრულებინა და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა. მამუკელაშვილმა ჯერ Tip shot-ით ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში, რასაც… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა „დენვერთან“

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“

ლას ვეგასში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ Summer League-ზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა. „ბაქსმა“ ამჯერად „ვაშინგტონთან“ წააგო 83:93. შეხვედრის სტარტზე ნბა-ს მოქმედი ჩემპიონები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და 25:18 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედი „ვაშინგტონმა“ 15:0 გაქცევით დაიწყო – ტოდმა და ჰოლინსმა ზუსტად გაისროლეს პერიმეტრიდან, რასაც მეისონ ჯოუნსის „აფეთქება“ მოყვა და „ვიზარდსი“ 33:25… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი „ვაშინგტონთან“

„დენვერმა“ ბეჟანიშვილი ისევ არ ათამაშა

ამერიკაში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. ლას ვეგასში, „დენვერმა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „დალასი“ 89:85 და Summer League-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ „ნაგეთსის“ გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანია ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველ კალათბურთელს – გიორგი ბეჟანიშვილს, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. პირველი მეოთხედი „მავერიქსმა“ მაღალ დონზე ჩაატარა და ომორუის ზუსტი სროლების ფონზე 22:15 დაწინაურდა. მეორე პერიოდში „დენვერმა“… Continue reading „დენვერმა“ ბეჟანიშვილი ისევ არ ათამაშა

მამუკელაშვილის 4 ქულა „მინესოტასთან“

ლას ვეგასში გრძელდება ნბა-ს საზაფხულო ლიგა. მესამე ტურში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ 64:91 განადგურდა „მინესოტასთან“ და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტზე „თიმბერვულვზი“ 26:18 „გაექცა“ მეტოქეს. ბრწყინვალედ თამაშობდა ჯეილენ ჰოუელი, რომლის ზუსტი სროლების ფონზე „მინესოტამ“ პირველი ტაიმი 53:32 მოიგო. მესამე მეოთხედში „ბაქსმა“ თითქოს გამოასწორა სიტუაცია, როდესაც 13 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა უკანასკნელ 10 წუთეულში მაკდენიელსმა საკთარ თავზე… Continue reading მამუკელაშვილის 4 ქულა „მინესოტასთან“

ბეჟანიშვილის უქულო მატჩი Summer League-ზე

გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ აგრძელებს ასპარეზობას ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. ლას ვეგასში მიმდინარე Summer League -ს სტარტზე „ნაგეთსმა“ ჯერ „მაიამისთან“ წააგო უშანსოდ 77:97, ხოლო დღეს გამთენიისას „ბოსტონთან“ 82:107. განსხვავებით „ჰიტთან“ შეხვედრისას, „სელტიქსთან“ მატჩში ბეჟანიშვილი „დენვერის“ სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა და მხოლოდ 4 წუთით შევიდა პარკეტზე სათამაშოდ, რა დროის განმავლობაშიც 2 მოხსნა, 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლის… Continue reading ბეჟანიშვილის უქულო მატჩი Summer League-ზე

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ნბა-ში

წარმატებული სტარტი აიღო სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. ლას ვეგასში „ბაქსმა“ 81:78 დაამარცხა „კლიპერსი“. ქართველი კალათბურთელი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 29 წუთში სანდრომ ორმაგი დუბლი შეასრულა სადებიუტო მატჩში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში – 11 ქულა, 12 მოხსნა(6 მეტოქის ფარზე), 4… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი ნბა-ში

ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე

ლას ვეგასში სტარტი აიღო ნბა-ს საზაფხულო ლიგამ, რომელშც მონაწილეობას 30 გუნდი იღებს. Summer League-ზე კლუბები ძირითადად ახალბედა მოთამაშეებს ცდიან და ხშირ შემთხვევაში ეს არის ნბა-ში მოხვედრის შანსი, იმ კალათბურთელებისთვის რომლებიც დრაფტზე არ აირჩიეს. პირველივე სათამაშო დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა უშანსოდ 77:97 დათმო. ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი… Continue reading ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე