კონფერენს ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში, პოზნანის ლეხი დიურგარდენს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკა კვაკვესკირმა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ნიკა სათადარიგოთ სკამზე გახლდათ და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. რაც შეეხება ლეხის მეორე ქართველს გიორგი წიტაიშვილს, 22 წლის ფეხბურთელი პოლონელთა განაცხადში არ ყოფილა. ლეხ პოზნანმა შვედური დიურგარდენი… Continue reading კვეკვესკირის გოლი და საგოლე გადაცემა – ლეხი 1/4 ფინალში გავიდა (ვიდეო)
Tag: ნიკა კვეკვესკირი
გოლი პოლონეთში – კვეკვესკირმა ლეხი წაგებას გადაარჩინა (ვიდეო)
პოლონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში პოზნანის ლეხი პიასტ გილიცეს ეწვია და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრები მარცხდებოდნენ, თუმცა 93-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის შორეული დარტყმით ანგარიში გათანაბრდა. ქართველმა ნახევარმცველმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-19 მატჩი ჩაატარა და მე-2 გოლი გაიტანა. კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში არ ჩართულა.… Continue reading გოლი პოლონეთში – კვეკვესკირმა ლეხი წაგებას გადაარჩინა (ვიდეო)
კვეკვესკირის ახალი კონტრაქტი
ნიკა კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა! ქართველი ფეხბურთელი პოლონურ კლუბში 2020/21 წლების სეზონში გადავიდა. თავდაპირველად, მას 6 თვინიანი კონტრაქტი ჰქონდა, შემდეგ 2 წლიანი, ახლა კი თანამშრომლობა 2025 წლამდე გაგრძელდება. მიმდინარე სეზონში, ნიკამ მონაწილეობა 26 შეხვედრაში მიიღო, სადაც 1 გოლი გაიტანა.
ნიკა კვეკვესკირი: სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს
ერთა ლიგის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა. “ამ ნაკრებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ბოლომდე გვაქვს გათავისებული. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი გამარჯვება და ბურთების შეფარდება. სწორედ ეს არის მთავარი მოტივაცია, რათა სასურველი პოზიცია დავიკავოთ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებს შორის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო.… Continue reading ნიკა კვეკვესკირი: სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს
კვეკვესკირის შედევრი პოლონეთის თასზე | ვიდეო
პოლონეთის თასზე “ქართველთა” ლეხ პოზნანი ლეგია გდანსკს ხვდება. მატჩის მე-19 წუთზე ქართველმა ნახევარცმველმა ნიკა კვეკვესკირმა ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა.
ვილი სანიოლი: მთავარია ინტენსივობა შევინარჩუნოთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე ქართველთა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს. ვილი სანიოლი: “რევანშზე არ ვფიქრობ, 2020 წელს გუნდში არ ვიყავი და სჯობს ამ თემაზე ნიკამ ისაუბროს. მთავარი ის კი არ არის რა მოხდა წარსულში, მთავარია ახლა რა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ინტენსივობა… Continue reading ვილი სანიოლი: მთავარია ინტენსივობა შევინარჩუნოთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ
ნიკა კვეკვესკირი: ჯერ არაფერი დამთავრებულა
საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო. ერთა ლიგის მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა ბულგარეთი 5:2 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა. “პირველ რიგში იმ გულშემატკივრებს ვულოცავ, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, ასევე მინდა ეს მოგება მთელ საქართველოს მივულოცო. შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ, საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო. რაც შეეხება ეროვნული გუნდის… Continue reading ნიკა კვეკვესკირი: ჯერ არაფერი დამთავრებულა
კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა
ნიკა კვეკვესკირმა ლეხ პოზნანთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო. ექსტრაკლასას 33-ე ტურში, კვეკვესკირის გუნდი ვარტა პოზნანს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უახლოეს მდევარ რაკუვს 5 ქულით გაუსწრო და ოფიციალურად გახდა პოლონეთის ჩემპიონი. კვეკვესკირი მატჩში 84-ე წუთზე ჩაერთო. ლეხმა პოლონეთის პირველობა მერვედ მოიგო. გუნდი ჩემპიონი ბოლოს 2014-15 წლების სეზონში გახდა. ლეხს პოლონეთის თასის… Continue reading კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა
ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა
პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის რაკუვი ლეხ პოზნანს დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის. მატჩი რაკუვის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა, გვილია სათადარიგოთა შორის დარჩა, გაგნიძე კი განაცხადში არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები… Continue reading ქართული დაპირისპირება – პოლონეთში თასის ფინალი გაიმართა
ვილი სანიოლი: მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ
საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეროვნული გუნდი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს შეხვდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს. “იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი… Continue reading ვილი სანიოლი: მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ