“ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში

უაღრესად საინტერესოდ წარიმართა ევროლიგის საპლეიოფო სერია “ბარსელონას” და “ბაიერნს” შორის. კატალონიურმა გუნდმა მხოლოდ მეხუთე შეხვედრაში შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა. სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და გადამწყვეტ, მეხუთე მატჩს “ბარსელონა” საკუთარ “პალაუ ბლაუგრანაზე” ატარებდა, შესაბამისად ფავორიტიც შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილი გუნდი იყო. “ბაიერნმა” შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო – ვლადიმირ ლუჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე… Continue reading “ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში

„რეალის“ სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“

ევროლიგის 26-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში იმართებოდა – „რეალი“ თავის მოსისხლე მტერს – „ბარსელონას“ მასპინძლობდა. 2021/22 წლების სეზონში ეს გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 2:1 იყო „ბარსას“ სასარგებლოდ. ესპანეთის სუპერ თასზე, დრამატულ ბრძოლაში „რეალმა“ იმარჯვა 88:83, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში (85-75) და ევროლიგის რეგულარული გათამაშების პირველ წრეში (93-80) „ბარსელონამ“. შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის კატასტროფული გამოვიდა –… Continue reading „რეალის“ სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“

ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა

ევროლიგის მე-14 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ესპანეთში შედგა – „პალაუ ბლაუგრანაზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა. „ელ კლასიკოში“ ინტრიგას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იყო და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა 11მოგებით და 2 მარცხით. შეხვედრის სტარტი მადრიდელებს უკეთესი გამოუვიდათ და ისინი თავიდანვე დაწინაურდნენ 9:2. „ბარსა“ დროულად გამოფხიზლდა – ნიკოლა მიროტიჩმა თავის ყოფილ გუნდს პირველ მეოთხედში… Continue reading ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა