ნიკოლა მიროტიჩი საუკეთესოა

პოპულარულმა გამოცემამ BasketNews-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას ევროლიგაზე მოასპარეზე გუნდების გენერალური მენეჯერები იღებდნენ. ფუნქციონრებეი თვლიან, რომ “ბარსელონას” მძიმე ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი ლიგის უძვირფასესი მოთამაშეა. მან ხმების 30,8% მიიღო. რეიტინგში მეორე ადგილი გაიყვეს ვასილიე მიციჩმა (ეფესი) და ედი ტავარეშმა 9რეალი). ორივე მათგანს ხმათა 23,1% შეხვდა. გენერალურ მენეჯერებმა ასევე გამოარჩიეს უილ კლაიბერნი (ეფესი), ნიკოლა კალინიჩი (ბარსელონა) და… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი საუკეთესოა

ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება ბარსელონას და რეალს შორის. პლეიოფის ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ბარსამ საკუთრ მოედანზე უმასპინძლა რეალს, მეტოქე 71:69 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1. მადრიდული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო ხუთეულში სუპერ-დაცვითი შემადგენლობა დააყენა: ჰანგა-კოსიე-დეკი-იაბუსელე-ტავარეში. სტუმრებმა “გაუვალი კედელი” აღმართეს საკუთარ ნახევარზე და მეტოქე ძალიან შეზღუდეს. საწყისი 5 წუთის შემდეგ ანგარიში 14:4 იყო… Continue reading ბარსელონა მიროტიჩმა გადაარჩინა

ბარსელონა ფინალს მიუახლოვდა

ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. 1/2 ფინალურ სტადიაზე, საწყისი 2 მატჩის შემდეგ ბარსელონას და ხოვენტუდს შორის ანგარიში 1:1 იყო. ბადალონურმა კლუბმა სტუმრად შეძლო ერთი მატჩის მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. დურანის გაწვრთნილ გუნდს სერიის მორიგი 2 მატჩის ჩატარება უკვე საკუთარ მოედანზე უწევდა და მშვენიერი შანსი ქონდა სენსაციურად გასულიყო ფინალში. მესამე მატჩი კატალონიური გუნდის უპირატესობით… Continue reading ბარსელონა ფინალს მიუახლოვდა

ბარსელონამ ხუვენტუდი მარტივად დაამარცხა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გრძელდება პლეიოფის სტადია. 1/2 ფინალური სერიის პირველ მატჩში ბარსელონამ ხუვენტუდს უმასპინძლა და მეტოქე 89:72 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი ბარსას უკეთესი გამოუვიდა – თურქი ცენტრის სერტაკ შანლის(16 ქულა+8 მოხსნა)) ზუსტი სროლების ფონზე 10:4 დაწინაურდა. სტუმრები დროულად გამოფხიზლდნენ – ბარსელონას ყოფილი კალათბურთელები ანტე ტომიჩი(10 ქულა+7 მოხსნა) და პაუ რიბასი(11) ცდილობდნენ, რომ შეხვედრას ინტრიგა არ დაკარგვოდა.… Continue reading ბარსელონამ ხუვენტუდი მარტივად დაამარცხა

ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია

ევროლიგამ  შეაჯამა 2021-22 წლების სეზონი და საუკეთესოები გამოავლინა. ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონას” ცენტრი – ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა. მოტენეგროელი კალათბურთელის დახმარებით კატალონიურმა კლუბმა მოიგო რეგულარული სეზონი, მისი სტატისტიკა საშუალოდ მატჩში კი ასე გამოიყურებოდა: 16.6 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.2 შედეგიანი გადაცემა. ნიკოლა მესამე სეზონს ატარებს “ბარსელონას” მაისურით. მიროტიჩი ევროლიგის MVP კარიერაში პირველად გახდა. ევროლიგის… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია

“ბარსელონა”-მ ევროლიგის რეგულარული სეზონი ნაადრევად მოიგო

ევროლიგის რეგულარული სეზონის 32-ე ტურის მატჩის რანგში “ბარსელონამ” საკუთარ “პალაო ბლაუგრანაზე” უმასპინძლა “ფენერბაჰჩეს” და მეტოქე საკმაოდ მარტივად 88-67 დაამარცხა. კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში რიგით 21-ე გამარჯვება იზეიმა (5 მარცხი) და ნაადრევად მოიგო რეგულარული გათამაშება. მასპინძლებს მშვენიერი სტარტი გამოუვიდათ – საწყის 10 წუთეულში ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულა ჩაუგდო სტამბოლურ კლუბს, პერიმეტრიდან 3-ჯერ ზუსტად გაისროლა ალექს აბრინესმა… Continue reading “ბარსელონა”-მ ევროლიგის რეგულარული სეზონი ნაადრევად მოიგო

ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ ” Hoopshype”-მა ევროლიგის მიმდინარე სეზონის შედეგები შეაჯამა და Global Rating-ის გამოყენებით ტოპ 30 მოთამაშე დაასახელა. ამ მაომენტისთვის ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩია. ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან ვოლტერ ტავარესი (რეალი), ალექსანდრ ვეზენკოვი (ოლიმპიაკოსი), შეინ ლარკინი (ეფესი) და იან ვესელი (ფენერბაჰჩე). მოსკოვის “ც.ს.კ.”-ს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია რეიტინგში მე-12 ადგილს… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია

ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა

ევროლიგის მე-14 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ესპანეთში შედგა – „პალაუ ბლაუგრანაზე“ „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა. „ელ კლასიკოში“ ინტრიგას ის ფაქტიც ზრდიდა, რომ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იყო და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა 11მოგებით და 2 მარცხით. შეხვედრის სტარტი მადრიდელებს უკეთესი გამოუვიდათ და ისინი თავიდანვე დაწინაურდნენ 9:2. „ბარსა“ დროულად გამოფხიზლდა – ნიკოლა მიროტიჩმა თავის ყოფილ გუნდს პირველ მეოთხედში… Continue reading ევროლიგაზე „ბარსელონამ“ „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა

ნიკოლა მიროტიჩი – ევროლიგის მე-9 ტურის MVP

ევროლიგის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა. რეგულარული სეზონის, მე-9 ტურის მატჩის რანგში „ბარსელონამ“ პალაუ ბლაუგრანაზე ‘ბასკონიას“ უმასპინძლა და მეტოქე 93:67 გაანადგურა. „ბარსას“ რიგებში გაიბრწყინა ნიკოლა მიროტიჩმა, რომლის ანგარიშზეც 18:20 წუთში 25 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მონტენეგროელმა კალათბურთელმა თამაშიდან 8… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი – ევროლიგის მე-9 ტურის MVP

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია

კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის ACB league-ს ფინალურ სერიაში მეორე მატჩიც იოლად მოუგო მადრიდის “რეალს” და 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. შეხვედრაში ინტრიგა ფაქტობრივად არ ყოფილა – ნიკოლა მიროტიჩის ბრწყინვალე თამაშის ფონზე „ბარსამ“ პირველი მეოთხედი 26:15 მოიგო, მეორე პერიოდი 22:15 და დიდ შევენებაზე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდა 48:30. შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის მეორე ნახევარშიც… Continue reading „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია