ა.შ.შ-ს ქალაქ მაიამიში სტარტი აიღო საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 132-ე საფეხურს იკავებს, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს ძირითად ბადეში მოსახევდრად 2 რაუნდიანი კვალიფიკაციის გავლა უწევდა. სამწუხაროდ, ნიკამ პირველივე ეტაპზე 4:6 6:1 1:6 წააგო ფელიპე მელიგენთან(N 164) და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ბრაზილიელს უკეთესი გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან ხუთი მოიგო და სოლიდური… Continue reading ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა
Tag: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილის მარცხი პირველივე რაუნდში
ინდიან-უელსში სტარტი აიღო ATP-ის საჩგბურთო სეზონის პირველმა მასტერსმა. სამწუხაროდ, საწყის რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7 3:6 დამარცხდა პედრო კაჩინთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ქართველს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 2 გეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა 3:1. სეტის მეორე ნახევარში არგენტინელი ჩოგბურთელი “გამოფხიზლდა” – პედრომ ჯერ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-12… Continue reading ბასილაშვილის მარცხი პირველივე რაუნდში
ბასილაშვილის ბადე დოჰას ტურნირზე
კატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის გავლით ცდილობდა ძირითად ბადეში მოხვედრა. ნიკამ პირველ ეტაპზე თურქი მეტოქე – ლიკელი დაამრცხა 6:3 7:5, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში კი მოულოდნელი მარცხი იწვნია ბრიტანელ ლიამ ბროადისთან 4:6 3:6 და ასპარეზობას გამოეთიშა. ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა, რადგან ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე… Continue reading ბასილაშვილის ბადე დოჰას ტურნირზე
ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია
როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა. პირველი რაუნდი წარმატებით გადალახა ნიკა ბასილაშვილმა – 6:4 6:4 სძლია კორტების მასპინძელ მაქს ჰოუქსს. შეხვედრის სტარტი ქართველს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა. ნიდერლანდელი დროულად “გამოფხიზლდა” და სასწრაფოდ უკუბრეიკი შეასრულა. უდიდესი გამოცდილების ქონის ფონზე, ნიკა არ დაიბნა. მეხუთე გეიმში ბასილამ კიდევ ერთხელ… Continue reading ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია
ბასილაშვილი როტერდამის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
მსოფლიო რეიტინგის 87-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით შეეცდება. ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე კორტების მასპინძლე მაქს ჰოუქსს დაუპირისპირდება. ნიდერლანდელი 22 წლის გახლავთ და მსოფლიო რეიტინგში 328-ე პოზიციას იკავებს. წესით, ნიკას არ უნდა გაუჭირდეს ამ ბარიერის გავლა. მეორე რაუნდში გადასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი ლესტინი/მარტერერს შორის გამარჯვებულს უნდა დაუპირისპირდეს.… Continue reading ბასილაშვილი როტერდამის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის მატჩის რანგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდა გრეგუარ ბარერეს და სამწუხაროდ 3:6 4:6 დამარცხდა. შეხვედრის სტარტი ფრანგს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. ძლიერი ჩაწოდების ფონზე გრეგუარმა უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და სეტი 6:3 მოიგო. მეორე პარტიის სტარტზე ბარერემ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდებაზე… Continue reading ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა
ბასილაშვილის წარმატებული სტარტი
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გადალახა საწყისი რაუნდი – ურთულეს, 3 სეტიან ბრძოლაში მოუგო რა კორტების მასპინძლე კონსტანტ ლესტენს 6:7 7:5 6:2. შეხვედრის სტარტი ნიკას უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ჰანდიკაპს და 5:4-ზე სეტპოინტიც ქონდა,… Continue reading ბასილაშვილის წარმატებული სტარტი
ბასილაშვილი Australian Open-ს გამოეთიშა
მელბურნში სტარტი აიღო 2023 წლის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა. სამწუხაროდ, Australian Open-ს პირველივე წრიდან გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან პირველივე რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგან – ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა. შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 4:1 დაწინაურდა. თითქოს ბასილაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა სეტის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა,… Continue reading ბასილაშვილი Australian Open-ს გამოეთიშა
ბასილაშვილის გზა ავსტრალიის ღია პირველობაზე
16 იანვარს სტარტს აიღებს 2023 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა. Australian Open-ზე მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს 89-ე ჩოგანია, რამაც მას საშუალება მისცა პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაეწყო ტურნირზე ასპარეზობა. კენჭისყრაში ნიკას ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ ტურნირის ერთერთ ფავორიტად მიჩნეული ტეილორ ფრიცი ეყოლება. ამერიკის პირველი… Continue reading ბასილაშვილის გზა ავსტრალიის ღია პირველობაზე
ბასილაშვილი რეიტინგში წინ მიიწევს
საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წლის საჩოგბურთო სეზონი ცუდად დაიწყო – ჯერ პუნეს ტურნირს გამოეთიშა პირველი რაუნდიდან (წააგო 2 სეტში ჩეკინატოსთან), 2 დღის წინ კი ადელაიდა 2-ის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა ელიას იმერთან. შვედ ჩოგბურთელთან მარცხის გარდა, სამწუხარო ის ფაქტიც გახლდათ, რომ ნიკამ ტრავმა მიიღო და მეორე სეტში, 1-1-ზე მოეხსნა მატჩს. მიუხედავად… Continue reading ბასილაშვილი რეიტინგში წინ მიიწევს