ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი დაასრულა

პარიზში სტარტი აიღო 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელმა მასტერსმა. სამწუხაროდ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 2:6 4:6 დამარცხდა ადრიან მანარინოსთან. შეხვედრის სტარტზე ფრანგმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა ნიკამ დროულად უპასუხა უკუბრეიკით და ანგარიში გაათანაბრა 2:2. მანარინოს კარგი თამაშის და ნიკას ბევრი შეცდომის ფონზე ადრიანმა ზედიზედ 4 გეიმის მოგება… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

წარუმატებელი გამოდგა როლან გაროსის მეორე წრე ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 4:6 2:6 4:6 წააგო 18 წლის კარლოს ალკასართან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ესპანელ ჩოგბურთელს უკეთსი გამოუვიდა – პირველსავე გეიმში ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა ნიკამ მალევე აუღო ალღო მეტოქის თამაშის სტილს და შეამჩნია, რომ კარლოსი როდესაც ბექჰენდიდან ასრულებდა კროსს, შეცდომებს უშვებდა. ქართველმაც მეტოქე სწორედ ამ… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა