ბარსელონამ ნიკო ვალენსიაში გაუშვა

კატალონიის ბარსელონამ ნიკო გონსალესთან ჯერ კონტრაქტი გაახანგრძლივა, შემდეგ კი, იჯარით, ვალენსიაში გაუშვა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე ექნება, კომპენსაციის თანხა კი – მილიარდი ევროა.  20 წლის ფეხბურთელის იჯარაში გამოსყიდვის პუნქტი ჩადებული არ არის.  წინა სეზონში, ნიკომ მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლი გაიტანა.   

ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა

  ბარსელონას რომ ფინანსური სირთულეები აქვს, ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამოთხოვებას არ აპირებენ. კატალონიურმა გრანდმა მეკარეს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. ბარსელონას მენეჯმენტი და ხავი თანხმდება, რომ გერმანელი კლუბისთვის საკვანძო ფეხბურთელია. დიარიო სპორტის ინფორმაციით, ამ საკითხს კითხვის ნიშანი არავის დაუსვამს.. ამავე წყაროს ცნობით, ხელშეუხებელთა სიაში კიდევ ეს ფეხბურთელები არიან:… Continue reading ტერ შტეგენის მომავალი გაირკვა – ხავიმ პოზიცია დააფიქსირა