პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობა გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კაჭკაჭები ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდებიან. სათქმელია, რომ ნიუკასლი პრემიერლიგაში 47 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. სტატიაში ისიც წერია, რომ ნაპოლი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და კვარაცხელიას 140 მილიონ ფუნტად აფასებს.… Continue reading კვარაცხელია პრემიერლიგაში? თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა…
Tag: ნიუკასლი
კვარა… ნიუკასლი ზაფხულში ამუშავდება?!
ნიუკასლი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე ფიქრობს. და ეს მიუხედავად ნაპოლის უარისა… რამდენიმე თვის წინაც დაიწერა ნიუკასლზე და იტალიელებმა მოკლედ განაცხადეს: „კვარაცხელია არ იყიდება!“. Football365 ინსაიდერ ბენ ჯეკობსზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში ნიუკასლი აქტიურად იმუშავებს კვარას ტრანსფერზე. ჯეკობსმა დაწერა, რომ მას კვარადონას ეძახიან და ხშირად ადარებენ გიორგი ქინქლაძეს. ნიუკასლი შარშანწინ ამხელა ტრანსფერებზე ვერც იოცნებებდა, მაგრამ ახლა სხვა… Continue reading კვარა… ნიუკასლი ზაფხულში ამუშავდება?!
შელვი ფორესტი
ნოტინგემ ფორესტმა ნიუკასლის ნახევარმცველ ჯონჯო შელვისთან შეთანხმებას მიაღწია. 30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა აკლია. შელვი ნიუკასლში 2016 წლის იანვარში სუონსიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 5 მატჩში მხოლოდ 122 წუთი გაატარა მიმდორზე. კაჭკაჭებთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. შელვი ლივერპულის მოთამაშე 2010-13 წლებში გახლდათ. მას ასევე ექვსჯერ მოურგია ინგლისის ნაკრების… Continue reading შელვი ფორესტი
… საჭე 12 თვით აუკრძალეს
ნიუკასლის თავდამსხმელი ჟოელინტონი დღეს, 26 იანვარს, სასამართლოში 29 000 გირვანქით დააჯარიმეს და 12 თვით აუკრძალეს მანქანის მართვა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა ნასვამ მდგომარეობაში მართვა აღიარა. ბრაზილიელი თავდამსხმელი 12 იანვარს დილით დააკავეს. მისი მანქანა პოლიციამ ნიუკასლის პონტლანდ როუდზე გააჩერა. 26 წლის ჟოელინტონმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
… პირველად 1995 წლის შემდეგ
ედი ჰაუ მართლაც სერიოზულ გუნდს აყალიბებს. 3 იანვარს პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში, ნიუკასლმა სტუმრად არსენალთან უგოლო ფრე ითამაშა და 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დგას. ეს ზედიზედ მე-15 მატჩი გახლდათ ყველა ტურნირში, რომელშიც კაჭკაჭებს არ წაუგიათ (9 მოგება, 6 ფრე). ასეთი ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ნიუკასლს 1995 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ ჰქონია. პრემიერლიგის მორიგ, მე-20… Continue reading … პირველად 1995 წლის შემდეგ
ბავშვს ერევით?!.. (+video)
აი, ასეთი ეპიზოდი ნიუკასლის მოგების მერე… კაჭკაჭებმა 3:0 მოუგეს ლესტერს და გამარჯვებულთა მცველმა დან ბარნმა მაისურა ისროლა ტრიბუნისკენ. ერთმა ბავშვმა დაიჭირა ფორმა და უფროსი ადამიანები ართმევდნენ: თანაც, გაბარიტებს შეხედეთ, არცერთს არ დაეწუნებოდა ჯანი. ბრიტანული პრესის ცნობით, მარჯვნივ მყოფი კაცი ბავშვის მამა ყოფილა. საბოლოოდ, საჩუქარი ბავშვს დარჩა. Newcastle fan trying to steal a shirt from a… Continue reading ბავშვს ერევით?!.. (+video)
თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა
თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ემსახურებოდა. ქეცბაიას შევხვდით და არაერთ თემაზე ვესაუბრეთ. თემურს სამწვრთნელოსთან ერთად ფეხბურთელობის პერიოდზეც ვკითხეთ, რა დროსაც საინტერესო ამბებიც მოგვიყვა. საქართველოს ნაკრები, კვიპროსის ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია, ნიუკასლი, რუდ გულიტის და ალან შირერის კონფლიქტი, ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაში… ეს იმ არასრული… Continue reading თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრები საუკეთესო რამ არის რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა
ჩელსი პოტერს ენდობა
პრემიერლიგის მე-16 ტურში, ნიუკასლთან მარცხის შემდეგ (0:1), ჩელსის მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს, დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. ტაბლოიდებმა მისი შესაძლო გადადგომის შესახებაც კი დაიწყეს წერა. გუნდი ცხრილში მერვე ადგილზეა. მაგრამ, კლუბში განაცხადეს, რომ გრემს ენდობიან. მათი ხანგრძლივვადიანი პროექტი ახალი დაწყებულია და მიაჩნიათ, რომ პოტერი ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია და იდეალურად ეხამება კლუბის ღირებულებებს – წერს ტვიტერში… Continue reading ჩელსი პოტერს ენდობა
ისაკი და ჰოუ
ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ განაცხადა, რომ მათი შვედი შემტევი, ალეკსანდრ ისაკი მიმდინარე წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება გუნდს. „ვფიქრობ, ისაკს წლის ბოლომდე ვეღარ ვნახავთ. სამწუხაროდ მას ბარძაყის სრიოზული ტრავმა აქვს. მისთვის ეს სერიოზული გამოცდაა. ის ხომ ახლახან გადმოვიდა პრემიერლიგაში და კარგად შეეწყო აქაურობას. სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა. ჩვენ დავეხმარებით და იმედია, მალე დაგვიბრუნდება“, – ციტირებს ჰოუის… Continue reading ისაკი და ჰოუ
თემურ ქეცბაია: ფეხბურთის თამაში ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო
ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ნოესთან სტუმრად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. 54 წლის სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად კვიპროსის ეროვნულ გუნდს წვრთნის, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. “მინდორზე სულ სხვა ვარ, მოედანს მიღმა სულ სხვა. ფეხბურთელობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. სოხუმის დინამოდან ეთიოპიაში შეკრებაზე ვიყავით, როცა თბილისის დინამოში მიმიწვიეს. ბავშვობის ოცნება ამიხდა.… Continue reading თემურ ქეცბაია: ფეხბურთის თამაში ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო