NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული გათამაშების დაწყების წინ “გოლდენ სტეიტი” ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს მძიმე დროება უდგას. “ვორიორზმა” 10 გამართული მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფსკერზე იმყოფება. “ნიუ ორლეანთან” მატჩის წინ “გოლდენ სტეიტის” სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა დაესვენებინა ლიდერთა ჯგუფი. სტეფ კარის, კლეი ტომფსონის, ენდრიუ ვიგინსის და დრაიმონდ გრინის გარეშე… Continue reading გოლდენ სტეიტი ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა
Tag: ნიუ ორლეან პელიკანსი
“რიგითმა” რაიანმა ლეიკერსი გადაარჩინა
ლებრონ ჯეიმსი და მისი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ყველანაირი გზით ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას. “მეფე ლებრონის” კარიერაში, მისმა გუნდმა პირველად დაიწყო რეგულარული სეზონი ზედიზედ 5 მარცხით. L.A-ს კალათბურთელებმა არაერთი შიდა, დახურული კრება გამართეს და განსხვავებული მოტივაციით ათამაშდნენ. კალიფორნიულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ “დენვერს” მოუგო 121-110, დღეს გამთენიისას კი საოცარი “ქაამბექი” შეასრულა, ოვერტაიმში სძლია “ნიუ ორლეანს” 120-117 და ოდნავ… Continue reading “რიგითმა” რაიანმა ლეიკერსი გადაარჩინა
კლიპერსმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო
NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ ფავორიტად მიჩნეულმა კლიპერსმა რეგულარული სეზონი წარმატებით დაიწყო და სასტარტო ორი მატჩი იოლად მოიგო (ლიკერსი, საკრამენტო), თუმცა ამის შემდეგ ტაირონ ლუს გაწვრთნილ გუნდს სერიოზული ჩავარდნა დაეწყო… ლოს-ანჯელესურმა გუნდმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგო, აქედან 2 ლიგის უპირობო აუტსაიდერ “ოკლაჰომასთან”. ამჯერად “კლიპერსი” საკუთარ არენაზე მასპინძლობდა “ნიუ ორლეანს” და გამარჯვების ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმც გუნდმა ისევ საშინლად… Continue reading კლიპერსმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო
“ბრუკლინის” კატასტროფული სტარტი
NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო მატჩი ჩაატარა “ბრუკლინ ნეთსმა”. სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი საკუთარ Barclays Center-ში დაუპირისპირდა “ნიუ ორლეან პელიკანსს” და 108:130 განადგურდა. სტუმრები შეხვედრის სტარტზევე დაწინაურდნენ ანგარიშში – ჯერ იონას ვალანჩუნასმა აიღო 4 ქულა, რასაც ჰერბერტ ჯონსის ზუსტი სამქულიანი მოყვა, მოგვიანებით კი უკვე ზაიონმაც “გამოანათა” და 9:2. “ნეთსის” კალათბურთელები საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდნენ – აშკარად… Continue reading “ბრუკლინის” კატასტროფული სტარტი
ზაინ უილიამსონის ხელფასი და წონა ერთმანეთთან კავშირშია
ივლისის დასაწყისში “ნიუ ორლეან პელიკანსმა” თავის უმთავრეს ვარსკვლავს – ზაიონ უილიამსონს მაქსიმალური კონტრაქტი გაუფორმა. მძიმე ფორვარდი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 193 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 23 წლის კალათბურთელმა კონტრაქტის პირობების თანახმად შესაძლოა 38 მილიონი დოლარით მეტი გამოიმუშავოს(ხელფასი გაიზრდება 231 მილიონამდე), თუ NBA-ს მომდევნო სეზონში უილიამსონი რომელიმე ინდივიდუალურ მიღწევას დააფიქსირებს (გახდება რეგულარულის MVP,მოხვდება სეზონის სიმბოლურ გუნდში, გახდება… Continue reading ზაინ უილიამსონის ხელფასი და წონა ერთმანეთთან კავშირშია
“პელიკანსმა” ანგარიში გაათანაბრა
უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო დაპირისპირება რეგულარულის ჩემპიონ “ფინიქსს” და დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილოსან “ნიუ ორლეანს” შორის. 4 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ ანგარიში 2-2. სერიაში ინტრიგას ზრდის ის ფაქტორიც, რომ “სანზს” ტრავმის გამო აკლია დევინ ბუკერი, მის გარეშე კი გუნდს ძალიან უჭირს… მეოთხე მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უკანასკნელ წუთებზე “ფინიქსმა” ანგარიშში 20-10 გაქცევა მოაწყო,მიკალ ბრიჯესმა… Continue reading “პელიკანსმა” ანგარიში გაათანაბრა
“სან ანტონიო” პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა
NBA-ში გრძელდება “პლეი-ინის” მინი ტურნირი. დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გასულმა “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა მეათე საფეხურზე მყოფ “სან ანტონიოს” და მეტოქე 113-103 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი “სპურსს” უკეთესი გამოუვიდა – ვასელის ზუსტი სამქულიანების ფონზე სტუმრები 8-2 დაწინაურდნენ. მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ – ბრწყინვალედ ათამაშდა სი ჯეი მაკალუმი, რომელმაც “პელიკანსში” ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და პირველ ტაიმში… Continue reading “სან ანტონიო” პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა
“ლეიკერსმა” 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავა
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კრიზისი გრძელდება… რეგულარული სეზონის დაწყების წინ კალიფორნიული კლუბი რეგულარული გათამაშების მოგების უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა,თუმცა რეალობა აბსოლიტურად განსხვავებული აღმოჩნდა.გუნდს შემადგენლობაში ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ ვესტბრუკი, კარმელო ენტონი – “საკალათბურთო ნიჭი” გუნდში დიდი დოზითაა, თუმცა გადაბერებული “რუსტერით” არათუ პლეიოფში, არამედ პლეი ინში ადგილის დამკვიდრებაც კი ჭირს. დღეს გამთენიისას,… Continue reading “ლეიკერსმა” 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავა
27 წლის ანტეტენკუმპოს 27-ე სამმაგი დუბლი და გამარჯვება „პელიკანსთან“
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ ფორმის პიკზე შეხვდა 2022 წელს. „ბაქსი“ სუპერ-შედეგიან კალათბურთს თამაშობს და უბრალოდ ანადგურებს მეტოქეებს. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად „პელიკანსს“ სძლია 136-113 და მოგებათა სერია 6 მატჩამდე გაზარდა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ბრენდონ ინგრამის, ზაიონ ვილიამსონის და იონას ვალანჩუნასის გარეშე მოასპარეზე „ნიუ ორლეანი“ მშვენივრად გამოიყურებოდა – ჯოშ ჰარტის(14 ქულა, 11 მოხსნა,9 პასი)… Continue reading 27 წლის ანტეტენკუმპოს 27-ე სამმაგი დუბლი და გამარჯვება „პელიკანსთან“