ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

დუბაიში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/2 ფინალურ სტადიაზე ძალიან დიდი ინტერესს იწვევდა ნოვაკ ჯოკოვიჩის და დანილ მედვედევის დაპირისპირება. ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა გასამართ მატჩს – სერბს ზედიზედ 15 მატჩი ქონდა მოგებული, ხოლო რუსს – 12. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 9:4 გახლდათ ნოლეს სასარგებლოდ, რაც ჯოკოვიჩს ფავორიტის სტატუსს ანიჭებდა. ნოვაკს უკანასკნელი 4… Continue reading ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

“ჯოკოვიჩი დიდი სამეულიდან ყველაზე ძლიერია, თუმცა ყველაზე ნაკლებად უყვართ”

იტალიელმა ჩოგბურთელმა – ფაბიო ფონინიმ ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა ნოვაკ ჯოკოვიჩზე და სერბის მირე მოგებულ მეათე ავსტრალიის ღია პირველობაზე. “ძალიან რთულია შესაბამისი სიტყვების მოძებნა. გასულ წელს ნოვაკმა 2 დიდი სლემის ტურნირი და 4 მასტერსი გამოტოვა (არ დაუშვეს ტურნირებზე, რადგან კოვიდ აცრა არ ქონდა გაკეთებული), თუმცა წლის შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციის გავლა მაინც შეძლო. 1 წლის წინ,… Continue reading “ჯოკოვიჩი დიდი სამეულიდან ყველაზე ძლიერია, თუმცა ყველაზე ნაკლებად უყვართ”

ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლეს საკუთარი რეიტინგები. მამაკაცთა ტოპ 10-ში არაერთი გადანაცვლება მოხდა: Australian Open-ის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და პირველი ჩოგნის სტატუსი მიიღო. ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელმა გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა მეორე წრეში მარცხისთვის 1945 ქულიანი დანაკარგი განიცადა და ტოპ 5 დატოვა. რეგრესი ქონდა… Continue reading ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია

მელბურნში დასრულდა 2023 წლის პირველი დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3 7:6 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში მეათედ მოიგო Australian Open. შეხვედრის სტარტი ნოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. სერბმა ჩოგბურთელმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და 38 წუთში პირველი სეტიც მოიგო… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია

როდესაც ჯოკოვიჩის 35 წელი 25 ხდება

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე. სერბმა ჩოგბურთელმა მესამე რაუნდის მატჩში 7:6 6:3 6:4 სძლია გრეგ დიმიტროვს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ნოვაკს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და 2:0 დაწინაურდა. სერბი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ორგეიმიან ჰანდიკაპს, თუმცა მეათე გეიმში მცირე ჩავარდნა დაეწყო და… Continue reading როდესაც ჯოკოვიჩის 35 წელი 25 ხდება

ჯოკოვიჩის წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. 1 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ Australian Open-ს დაუბრუნდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. პირველი რაუნდის მატჩში სერბი ჩოგბურთელი რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად იმარჯვა 6:3 6:4 6:0. შეხვედრის სტარტი “ნოლესთვის” რთული გამოვიდა – მეხუთე გეიმში სამმაგი ბრეიკპოინტის გადარჩენა მოუწია, თუმცა დიდი სლემის ტურნირების 21 – გზის გამარჯვებულმა ამ მისიას თავი წარმატებით გაართვა.… Continue reading ჯოკოვიჩის წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფეხბურთო თემაზე ისაუბრა. დიდი სლემის ტურნირებში 21-გზის ჩემპიონი  433-ის ეთერში: — ფეხბურთელი რომ იყოთ, რომელ გუნდში ისურვებდით თამაშს? — ცრვენა ზვეზდაში. ან… იქნებ მილანშიც. — რომელ პოზიციაზე? — ალბათ, მარცხენა თავდამსხმელად. როგორც წესი, მარცხენა ფეხით ვიწყებ სიარულს. ალბათ ბევრ საგოლე პასს გავაკეთებდი. — ბევრ წითელ ბარათს მიიღებდით? — სიმულაციისთვის თუ უხეშობისთვის? ორივე კარგია…… Continue reading ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დაბრუნდა

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველი წრის მატჩის რანგში ნოვაკ ჯოკოვიჩი კონსტან ლენსტენს დაუპირისპირდა და 6:3 6:2 იმარჯვა. საწყისმა გეიმებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მეხუთე გეიმში კი ფრანგმა ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. ვერ გამოყენებული შანსის გამო ლენსტენი მალევე დაისაჯა – მეექვსე გეიმში ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა… Continue reading ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დაბრუნდა

ალკარასმა ჯოკოვიჩზე მეტი თანხა გამოიმუშავა

ATP-მ სეზონის მიწურულს რეიტინგის ტოპ 12-ის წარმომადგენლებს გაუნაწილა ბონუს თანხა, რომელიც ჯამში 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ტოპ 12 ჩოგბურთელიდან მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად ბონუსიდან სოლიდური თანხებიც “წაიღო”. ოთხმა ჩოგბურთელმა არაკამარისი რაოდენობის “მასტერსებზე” იასპარეზა და შესაბამისად ბონუს თანხის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს, ATP-ის ბონუსის მისაღებად საჭიროა რეიტინგის ტოპ 12-ის წევრი… Continue reading ალკარასმა ჯოკოვიჩზე მეტი თანხა გამოიმუშავა

ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. ფინალურ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7:5 6:3 სძლია კასპერ რუუდს და სეზონი ტრიუმფით დაასრულა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი საკმაოდ მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 5:5-დან ნორვეგიელს მცირე ჩავარდნა დაეწყო, რითაც მყისიერად ისარგებლა სერბმა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 7:5. ნოვაკის ტაქტიკა ადვილად… Continue reading ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი მოიგო