მიულერი და ნოიერი ახანგრძლივებენ

DORTMUND, GERMANY - AUGUST 03: Manuel Neuer of Bayern Muenchen applauds fans after the DFL Supercup 2019 match between Borussia Dortmund and FC Bayern München at Signal Iduna Park on August 03, 2019 in Dortmund, Germany. (Photo by Stuart Franklin/Bongarts/Getty Images)

  უკვე ყველაფერი მოგვარებულია და კონტრაქტს მხოლოდ ხელის მოწერაღა აკლია – მანუელ ნოიერი და ტომას მიულერი ბაიერნთან კონტრაქტს ახანგრძლივებენ. კიკერის ინფორმაციით, ლეგენდები კლუბში 2024 წლამდე დარჩებიან. აქამდე დაიწერა, რომ კონტრაქტი 2025 წლამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ, მხარეები ასე შეთანხმდნენ. ყოველ დღე უფრო მცირე შანსია, რომ სერჟ გნაბრი მიუნხენში დარჩება. რეკორდმაისტერი გერმანელს იმდენ ხელფასს არ უხდის,… Continue reading მიულერი და ნოიერი ახანგრძლივებენ

ბაიერნის ფეხბურთელებს სიკვდილით ემუქრებიან

გერმანიის პოლიციას ხელში ჩაუვარდა ანონიმური წერილი, სადაც მიუნხენის ბაიერნის სამ ვარსკვლავს – რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერსა და სერჟ გნაბრის მოკვლით ემუქრებიან. სამეულს „ბინძურ ღორებად“ მოიხსენიებენ და პატიოსანი ლიგისა და ფეხბურთის გადასარჩენად, მათ დახვრეტას უსჯიან. საინტერესო ის არის, რომ წერილი ბაიერნში კი არა, მეორებუნდესლიგელი ზანქტ პაულის ოფისში მიიღეს, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს. წერილი პოლიციელბს გადასცეს და გამოძიება… Continue reading ბაიერნის ფეხბურთელებს სიკვდილით ემუქრებიან

ჩემი ხმა შენ!.. რაც კაპიტანს უნდა

ისევ ხმები… გამოქვეყნდა სრული სია, ვინ ვისცა ხმა The Best FIFA-ს ნომინაციაში. საინტერესო ამბებს ამოვკრეფთ, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას ეხება … როგორც იცით, ნაკრების კაპიტნებიც მონაწილეობდნენ გამოკითხვაში. რეალიდან და ბაიერნიდან არცერთმა სამეულშიც კი არ შეიყვანა ლეო მესი. არც მესი და არც ერლინგ ჰოლანდი. აი, ჩამოვწერთ: აზარი (ბელგია): ბენზემა, დე ბრუინი, ჟორჟინიო მოდრიჩი (ხორვატია): ბენზემა, ჟორჟინიო,… Continue reading ჩემი ხმა შენ!.. რაც კაპიტანს უნდა

ბაიერნის 11 – ძირითადში ტილმანია? 

  7 იანვარს, 23:30 წუთზე, ბუნდესლიგის მე-18 ტურში ბაიერნი გლადბახს მიიღებს. მიუნხენელებს უდიდესი დანაკლისი აქვთ – კორონავირუსისა და სხვა მიზეზების გამო, რეკორდმაისტერს ეს ფეხბურთელები დააკლდება: ნოიერი, უპამეკანო, დევისი, კომანი, ერნანდესი, სანე, ტოლისო, ჩუპო მოტინგი, რიჩარდსი, ნიანზუ… ლეონ გორეტცკას თამაშიც საეჭვოა სქაი სპორტმა მიუნხენელთა სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა    

ოქროს ბურთი: ვინ დასახელდა საქართველოდან საუკეთესოდ?

მოგეხსენებათ, FRANCE FOOTBALL-ი ოქროს ბურთს იმ ფეხბურთელს გადასცემს, რომელსაც საუკეთესოდ მედია დაასახელებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოკითხვაში მონაწილეობა მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო. გერმანიიდან წარმოდგენილი კიკერი იყო; ესპანეთიდან – AS; ინგლისიდან – The Times; იტალიიდან – Sky Sport და La Repubblica (ერთად); საფრანგეთიდან, რა გასაკვირია – France Football; საქართველოდან კი “სარბიელი”, ხმა კი გაზეთის დამფუძნებელმა – ზურაბ… Continue reading ოქროს ბურთი: ვინ დასახელდა საქართველოდან საუკეთესოდ?