მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ნორვეგიელ გოლეადორს საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრებთანაც გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. ჩვენ დაცვას ეს რამდენ პრობლემას მოაშორებს, მიმდინარე სეზონში ჰოლანდის გატანილი გოლებითაც შეგვიძლია გამოვხატოთ: პრემიერლიგა – 26 მატჩში 28 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 6 მატჩში 10 გოლი…
Tag: ნორვეგია
ჩაკვეტაძე – მონატრებული ეფექტი
ფიქრები ბათუმისკენ. ორ კვირაზე ნაკლები დარჩა საქართველო-ნორვეგიამდე და მნიშვნელოვანია, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში გვყავდეს. ყველამ ვიცით, ვინც არის საქართველოს N 1 ფეხბურთელი, იმედიც და ყველაფერიც, მაგრამ ამჯერად სხვაზე დავწერთ: ვისზეც ამას ვწერდით სამი-ოთხი წლის წინ – გიორგი ჩაკვეტაძეზე. ნამდვილად არ ვიცით, რა დროს მისცემს ვილი სანიოლი ჩაკვეტაძეს. ეს მისი პრეროგატივაა და გააჩნია ვარჯიშებს, მზადყოფნას,… Continue reading ჩაკვეტაძე – მონატრებული ეფექტი
“როგორ აკეთებს ამას! უთვალავჯერ დავაკვირდი ვარჯიშებზე…”
28 მარტს ბათუმში საქართველო-ნორვეგიაა. იწყება ევროშესარჩევი, ჰოლანდი-ოდეგორი და კომპანიის წინააღმდეგ კი მართლაც საინტერესო თამაში იქნება. ნორვეგიულ ტელევიზიაში (VG LIVE) ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. ნაპოლი-ატალანტას შეხვედრაზე და კვარას გოლზე ცალკე გაამახვილეს ყურადღება. „ის შეუჩერებელია. დიეგო მარადონას სტადიონზე ატმოსფეროს ცვლის, ნაპოლი სხვა დონეზე აიყვანა. ფრთხილად, ნორვეგია! ის საოცარ ფორმაშია! მეტსახელი „კვარადონა“ ყველაფერზე ლაპარაკობს“. ნაპოლის ნორვეგიელიც ჰყავს, მცველი ლეო… Continue reading “როგორ აკეთებს ამას! უთვალავჯერ დავაკვირდი ვარჯიშებზე…”
“კვარაცხელიას ვაკონტროლებთ” – რას გულისხმობს ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი?..
28 მარტს ბათუმში საქართველო-ნორვეგიაა. ევროშესარჩევის მატჩი. ნორვეგიელთა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სხვათა შორის, სოლბაკენი ნაპოლი-იუვენტუსის თამაშს დაესწრო და მთლად უდარდელად ვერ წამოვიდოდა იქიდან… „ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. საქართველოს ნაკრებში უფრო წინ თამაშობს, ვიდრე ნაპოლიში. საქართველოში თავისუფალი როლი აქვს. კვარაცხელია კარგია ერთი ერთზე და დამამთავრებელ ფაზაშიც ძლიერია. …წინა შესარჩევში მან მძიმე დღეში… Continue reading “კვარაცხელიას ვაკონტროლებთ” – რას გულისხმობს ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი?..
ნორვეგიის მწვრთნელი: საქართველო ის ნაკრებია…
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს… სპეციალურად გამოარჩია, მაგარი გუნდია და სერიოზული პროგრესი აქვსო. (Netavissen.no) როგორც იცით, ნორვეგია და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ (ევრო-2024 შესარჩევში). სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. საქართველოს წინააღმდეგაც აქვს ნათამაშევი. საყრდენი გახლდათ, ერთი წელი პრემიერლიგის უიმბლდონშიც იყო. „საქართველო ის ნაკრებია, რომელსაც ჯგუფში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. საქართველო შარშან ესპანეთს… Continue reading ნორვეგიის მწვრთნელი: საქართველო ის ნაკრებია…
მეკარის გოლი მაკრატელათი… ბოლო წუთზე (+video)
მეკარის გოლი როგორ არ გვინახავს, მაგრამ ასეთი?! ნორვეგიის მეორე ლიგში კლუბ სოტრას მეკარე მორტენ გრასმომ მაკრატელათი გაუტანა იულერნს… ეს მოხდა 90+5 წუთზე და გრასმომ ქულა მოუტანა გუნდს: 2:2. მორტენ გრასმოს მთელი კარიერა სოტრაში აქვს გატარებული.
ნიდერლანდებს… ვან გაალი დაუშავდათ
ლუის ვან გაალი წაიქცა და ნორვეგიასთან გადამწყვეტი მატჩის დროს ინვალიდის სავარძლით იქნება. ეს მატჩი 16 ნოემბერსაა და ნიდერლანდელები შინ თუ მოიგებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე გავლენ. ნარინჯისფერებს ფრეც აწყობთ (თუ პარალელურად თურქეთი მონტენეგროში 14:0 არ მოიგებს, ეს კი ზღაპარია… ). და როგორ წაიქცა 70 წლის მწვრთნელი? გაირკვა, რომ ბაზაზე ველოსიპედით სეირნობის მერე მოსვლია შემთხვევა. ველოსიპედს ადგილზე აყენებდა… Continue reading ნიდერლანდებს… ვან გაალი დაუშავდათ
ჰოლანდი და რეპი… რომას გამანადგურებელიც მღეროდა (+video)
ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი ყველამ იცის… ნორვეგიულმა ბოდო გლიმტმა რომ კონფერენციის ლიგაში რომა 6:1 გაანადგურა, ესეც ცნობილია. საინტერესოა, რომ რომას კარში დუბლის და ასევე, სამი საგოლე პასის ავტორი ერიკ ბოტჰეიმი ჰოლანდის ბავშვობის მეგობარი და თანაგუნდელია. და არა მხოლოდ: ჰოლანდმა და ბოტჰეიმმა კიდევ ერთ მეგობარ ფეხბურთელ ერიკ სანდბერგთან ერთად რეპ-ტრიო შექმნეს, ჯგუფი Flow Kingz. ერთად მღეროდნენ. მერე… Continue reading ჰოლანდი და რეპი… რომას გამანადგურებელიც მღეროდა (+video)
ჰალანდს მეტი უნდა
„თუ შევხედავთ, ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობას, ბევრი ვერ გამაქვს. ვფიქრობ, თამაშების რაოდენობაზე უფრო მეტი ბურთი უნდა მქონდეს შეგდებული. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის და შედეგიანობაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო“, – განაცხადა დორტმუნდის ნორვეგიელმა შემტევმა ერლინგ ჰოლანდმა. არადა, ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ხოლო საკლუბო დონეზე, „დორტმუნდში“, 65 მატჩში, თავი… Continue reading ჰალანდს მეტი უნდა