ნუნიესი ლივერპულში ჩავიდა

ბენფიკას თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი, სამშაბათ დილით ლივერპულში გამოჩნდა. კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. მერსისაიდელები ურუგვაელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე გამოაცხადებენ. ნუნიესის ტრანსფერი ლივერპულისთვის სარეკორდო იქნება – 85 მილიონი გირვანქა (98 მილიონი ევრო). 🚨 Darwin Nunez has finally arrived‼💪 pic.twitter.com/jkb4QSUjLU — Football Daily (@footballdaily) June 14, 2022

100 მილიონად პრემიერლიგაში

დარვინ ნუნიესი პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა – ლივერპული მასში 100 მილიონ ევროს იხდის. Record-ის ინფორმაციით, ბენფიკა ამ გარიგებას თუ დათანხმდება, ეს ლივერპულის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უკვე თქვა, რომ ურუგვაელის თამაშით მოხიბლულია. თავის მხრივ, “არწივების” ხელმძღვანელობას ნუნიესმაც უთხრა, რომ ლივერპულში თამაში სურს. ამ მომენტისთვის, ლივერპულისთვის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ვან დეიკია,… Continue reading 100 მილიონად პრემიერლიგაში