პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩელსიში ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია. ლონდონელები გაბონელში მარკოს ალონსოს ცვლიან და 7.5 მილიონ ევროს ამატებენ. ატლეტიკის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია. ობამეიანგს 2+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტის მესამე წლის აქტივაცია, მეორე სეზონში, ობამეიანგის თამაშის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
Tag: ობამეიანგი
ობამეიანგს მძარცველებმა ყბა მოტეხეს
პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენასთან ჩელსი ახლოსაა. ატლეტიკის ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ, პირად კონტრაქტზე კი სანერვიულო არ აქვთ. ობამეიანგის როგორც ტრანსფერი, ასევე იჯარა განიხილება. მოლაპარაკებებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძარცვამ, რომელიც ფეხბურთელის სახლში მოხდა. ფეხბურთელმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სცემეს და ყბა მოტეხეს. სავარაუდოდ, მის მომჯობინებას 1 თვე დასჭირდება.
ობამეიანგის მიღწევა: 21-ე საუკუნეში პირველია
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ოთხ წამყვან ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. სადაც კი უთამაშია, ყველგან: საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და ესპანეთში. ვალენსია-ბარსელონა 1:4. ესპანეთში ობამეიანგმა პირველი გოლები გაიტანა და სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის კარში. შეგახასენებთ, გაბონელი სამი კვირის წინ არსენალიდან გადავიდა ბარსაში. მანამდე ჰეთ-თრიქი კი შესრულებული აქვს ფრანგულ სენტ-ეტიენში, გერმანულ დორტმუნდში და ბუნებრივია, არსენალში. და სრული… Continue reading ობამეიანგის მიღწევა: 21-ე საუკუნეში პირველია
კლოპის ეგვიპტური დილემა
ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს ახალი თავსატეხი გუჩნდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე პემიერლიგის სიუჟეტი ძალიან დაძაბულად ვითარდება. ლიდერები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებიან და ნებისმიერი მცირე წაფორხილებაც კი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ამასობაში, 9 იანვარს კამერუნში აფრიკის ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც 6 თებერვლამდე გაგრძელდება. ცხადია, ამ ტურნირზე პრემიერლიგის უამრავი აფრიკელი ფეხბურთელი გაემგზავრება. ეგვიპტურმა კლუბმა, კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ალ აჰლიმ… Continue reading კლოპის ეგვიპტური დილემა
რატომ დაიგვიანე?..
პიერ-ემერიკ ობამეიანგს, შესაძლოა, არსენალის კაპიტნობა ჩამოართვან. არსენალმა მის გარეშე მოუგო საუთჰემპტონს (3:0). მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დასაჯა უდისციპლინობისთვის და ეს პირველი შემთხვევა არაა გაბონელისთვის… საუბარია კაპიტანზე, რომელიც გუნდში ყველაზე მაღალხელფასიანია. ობამეიანგმა ოჯახური პრობლემების გამო ითხოვა დასვენება და საზღვარგარეთ წასვლა. კლუბმა თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ ფეხბურთელი გვიან დაბრუნდა… არსენალის ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმაც SKY-ს არხზე გააკრიტიკა ობამეიანგი: „ის… Continue reading რატომ დაიგვიანე?..