კაკაბაძის გასროლა და მორიგი შესანიშნავი გოლი პოლონეთში (ვიდეო)

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთში მორიგი გოლი გაიტანა. კრაკოვია, რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი იცავს, სლასკს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი სწორედ ოთარმა გაიტანა. კაკაბაძის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 9 თამაში და 3 გოლია. გოლი 2:34-დან. კრაკოვია ექსტრაკლასაში 26 ქულით მე-9 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას პოზნანის ლეხთან ჩაატარებს.

ვილი სანიოლი: მთავარია ბალანსი ვიპოვოთ და შემადგენლობა სწორად შევარჩიოთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს. ვილი სანიოლი ​კანკავა ხვალ მეასე მატჩს ითამაშებს და მისთვის ეს ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას, ჯერ არ ვიცი რა შემადგენლობას დავაყენებ ძირითადში. ჩვენთვის ორივე ფეხბურთელია. მე უნდა ვიპოვო ბალანსი, რომელიც იმედია გაამართლებს.… Continue reading ვილი სანიოლი: მთავარია ბალანსი ვიპოვოთ და შემადგენლობა სწორად შევარჩიოთ