ჰაცუ ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა. ორივე რიკიში იოცუ-ძუმოს (მავაშიში ჭიდილი) ოსტატია და ეს ურთიერთშეხვედრებშიც ნათლად ჩანს – ქართველი იაპონელს მხოლოდ 1 მოგებით ჯაბნიდა – 12:11. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ლევანის სასარგებლოდ დასრულდა. ტოჩინოშინმა მავაში თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, ორივე ხელით, კარგად მოიგდო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ბალანსი: 2:1 ხვალ კოტოშოჰოა. ურთიერთშეხვედრებში… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
Tag: ოკინოუმი
დღე მეორე: ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა… [ვიდეო]
ჰაცუ ბაშოს მე-2 დღეს, ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა. ჰირადოუმი სულ რაღაც 22 წლისაა და არაა გასაკვირი, რომ ქართველს სულ მეორედ შეხვდა. პირველ შეხვედრაში გამარჯვება იაპონელს დარჩა. სამწუხაროდ, დღეს ლევანის დღე არ იყო. კარგი თავდაპირველი ტაჩი-აი-ს შემდეგ, ტოჩინოშინი უპირატეს პოზიციაში იყო, მეტოქე ძალიან დახრილი ჰყავდა, თუმცა სწრაფი გამარჯვება მოსიურვა, რის გამოც დაისაჯა… ბალანსი –… Continue reading დღე მეორე: ტოჩინოშინი ჰირადოუმის შეერკინა… [ვიდეო]
დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა. დღევანდელ დღემდე, რიკიშები ერთმანეთს 22-ჯერ შერკინებოდნენ, სადაც 12 ქართველმა მოიგო, 10 კი – იაპონელმა. სამწუხაროდ, დღეს დავმარცხდით. პოზიციისთვის ბრძოლაში, ოკინოუმი მოროზაშიში (ხელებით იღლიებს ქვემოთ) შევიდა, უპირატესობა მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი: 5:7 ხვალ იჩიამამოტოა
დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა [ვიდეო]
კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა. რიკიშები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ, იაპონელი სულ 20 წლისაა და მაკუუჩი (უმაღლესი) დივზიონში სულ პირველ ბაშოს ატარებს. საბედნიეროდ, გამოცდილმა ქართველმა მოწინააღმდეგეს გაკვეთილი ჩაუტარა. ტაჩი-აი-ს შემდეგ, ჰატაკიკომის კიმარიტეთი მოწინააღმდეგე დოჰიოზე დასცა. ნიშანდობლივია, რომ ლევანმა ამ ბაშოზე 5 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 4 ჰატაკიკომით, ის ერთიც, რომელიც იორიკირით მოიგო, მოუგებელ ტერუცუიოშისთან… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა. ქართველმა რიკიშიმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალნსი) უკვე დააფიქსირა, თუმცა ის რაც უფრო მცირე იქნება, მით ნაკლებად დაქვეითდება. საბედნიეროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ლევანმა ბრწყინვალე უვატენაგე შემოგვთავაზა. ტოჩინოშინის ბალანსი 5:7 ხვალ ცურუგიშოა
დღე პირველი: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
ნაცუ (მაისის) ბაშოს პირველ დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა. ჰარუ (იანვრის) ბაშოზე დაფიქსირებული კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შემდეგ – 9:6, ქართველი მე-15-დან მე-10 მაეგაშირამდე დაწინაურდა. ლევანს მოწინააღმდეგესთან ურთიერთშეხვედრების მდიდარი ტრადიცია აქვს და, ამ ორთაბრძოლამდე, 11:8-ს ამარცხებდა. სამწუხაროდ, დღეს ტოჩინოშინის დღე არ იყო. ორივეს იოცუ-ძუმო (მავაშიში ჭიდილი) უყვარს და აქ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს, თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების)… Continue reading დღე პირველი: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
ჰაცუ ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი ოკუნოუმის შეერკინა. ქართველი ფალავანი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ზღვარზე იყო, ამ ორთაბრძოლამდე, 6 მოგება და 7 წაგება ჰქონდა დაფიქსირებული. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანი აქ მცირე უპირატესობას ფლობდა – 10 გამარჯვება და მარცხი. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ტოჩინოშინის სასარგებლოდ წარიმართა. მეტოქის მავაში ჰიდარი-უვატეთი (მარცხენა ხელით) მშვენივრად აიღო და უვატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით)… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიომარუს შეერკინა [ვიდეო]
ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ჩიომარუს შეხვდა. შერკინების დაწყებამდე, რიკიშებს სხვადასხვა ბალანსი ჰქონდათ, თუ ქართველი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი – 5:7) ზღვარზე იყო, ჩიომარუ პირიქით – კაჩი კოშის (დადებითი ბალანსი – 7:5). რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 5:2. ძალიან კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჩიომარუს პოზიცია დააფიქსირა, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიომარუს შეერკინა [ვიდეო]