გაირკვა – რა დაუჯდა მანჩესტერს სულშერის გაშვება?

ცნობილი გახდა თუ რა თანხა გადაუხადა მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერს განთავისუფლების შემდეგ კომპენსაციის სანაცვლოდ. როგორც Goal.com-მა გაარკვია, მანჩესტერმა სულშერს განთავისუფლების შემდეგ 8.4 მილიონი ევრო მისცა. ასევე კარგი კომპენსაცია მიიღეს სულშერის ასისტენტებმა, რომლებსაც ჯამში 3.6 მილიონი ევრო გადაუხადეს. ოლე გუნარ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედს 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე წვრთნიდა. მანჩესტერთან ერთად მას ტიტული არ… Continue reading გაირკვა – რა დაუჯდა მანჩესტერს სულშერის გაშვება?

კარნა სულშერი

გასულ კვირას ინგლისის ქალთა თასის გათამაშების მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრიჯუოთერ იუნატედს“ 2:0  მოუგო. 87-ე წუთზე მინდორზე მანჩესტერელტა რიგებში კარნა სულშერი გამოჩნდა. ეს 19 წლის კარნას დებიუტი გახლდათ მანკუნიანელთა პირველ გუნდში. თამაშს კარმას მშობლები ულე-გუნარი და სილიე ესწრებოდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ მათი ქალიშვილის მინდორზე გამოჩენისას. სოციალურ ქსელებში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთმა დაწერა: „ამაყი… Continue reading კარნა სულშერი

ინსი რანგნიკის წინააღმდეგ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა პოლ ინსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან გუნდის პროგრესს ვერ ხედავს. „მართალი გითხრათ, რანგნიკის მოსვლის შემდეგ გუნდის პროგრესს ვერ ვხედავ. ეს სიტუაცია იმ დროს მასხენებს, როცა სულშერი მოვიდა იუნაიტედში. თავიდან მას საკმაოდ იოლი კალენდარი შეხვდა, მატჩები კარდიფის დონის მეტოქეებთან. თანაც მან გუნდი მოურინიუს შემდეგ… Continue reading ინსი რანგნიკის წინააღმდეგ

ზიზუს არა…

მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ ზინედინ ზიდანი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ესმით. არადა, რონალდუ და ვარანი მანჩესტერს ამ ზაფხულს შეუერთდნენ, რამდენიმე წლის წინ კი სამივენი რეალში იყვნენ. ზინედინ ზიდანს კი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობა არ აინტერესებს. ითქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ… Continue reading ზიზუს არა…

ბლანი ზაფხულამდე

მანჩესტერ იუნაიტედში ოლე გუნარ სულშერის ბედი ხომ უკვე გადაწყვეტილია და ისიც ცნობილია, რომ უახლოესი რამდენიმე მატჩისთვის გუნდს მაიკლ ქერიკი მოამზადებს, აქამდე სულშერის ასისტენრი იყო. ახლა სულშერის სავარაუდო მემკვიდრეებზე: აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ პსჟ-ს თავი მაურისიო პოჩეტინო, ლესტერის თავკაცი ბრენდან როჯერსი და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს სევილიას თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის… Continue reading ბლანი ზაფხულამდე

მანჩესტერმა სულშერი გაუშვა

მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე-გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა. ინფორმაცია ბრიტანულმა წყაროებმა დაადასტურეს. სულშერის გაშვებაზე დიდხანს იყო საუბარი, თუმცა გუნდის ხელმძღვანელები თავს იკავებდნენ. დღეს იუნაიტედმა ვოტფორდთან 1:4 წააგო და ნორვეგიელს ეს აღარ ეპატია. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება მანჩესტერის ახალი მწვრთნელი. სულშერმა მანჩესტერი 2018 წლის ნოემბერში ჟოზე მოურინიოს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მის ხელში გუნდს ტიტული არ… Continue reading მანჩესტერმა სულშერი გაუშვა

რონალდუ – მწვრთნელზე მეტი

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს ატალანტას წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე მანჩესტერული გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი მანჩესტერის ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა… Continue reading რონალდუ – მწვრთნელზე მეტი

სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი

დღევანდელი ბლოგი კრიშტიანუ რონალდუს უნდა მივუძღვნა. სხვა გზა არ დამიტოვა. ზოგადად ისეთი შემოდგომა და კონკრეტულად ისეთი კვირა აქვს, რომ… ამ ერთ კვირაში, ჯერ ტოტენჰემთან ანგარიში გახსნა და საგოლე პასიც გადააწოდა, მერე კი ატალანტასთან ორი გაიტანა — პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში და მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში. ორივეჯერ გაქვითა. გიჟია, მეტოქეებს გამარჯვებას არ ანებებს. ხელიდან… Continue reading სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი

სულშერს გამოსასწორებელი ვადა მისცეს

ოლე-გუნარ სულშერის თავს დიდი ამბებია. The Thelegraph-ის ცნობით, მანჩესტერის ხელმძღვანელობა მისი გაშვება-არგაშვების საკითხს 3 მატჩის შემდეგ გადაწყვეტს. სწორედ უახლოეს 3 შეხვედრაზეა დამოკიდებული ნორვეგიელის ბედი. უახლოეს 3 მატჩში მანჩესტერი ჯერ პრემიერლიგაში ტოტენჰემს შეხვდება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ატალანტას, შემდეგ კვლავ შიდა ასპარეზზე გადმოინაცვლებს, სადაც მანჩესტერულ დერბიში სიტის ეთამაშება. მანჩესტერი პრემიერლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილზეა, ჩემპიონთა… Continue reading სულშერს გამოსასწორებელი ვადა მისცეს

დიდი ტყუილები ქმნის სათაურებს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, სიყალბე უწოდა ინფორმაციას, თითქოს ლივერპულთან წაგებული მატჩის შემდეგ (0:5), რომელშიც ფრანგი შუახაზელი გააძევეს, მასსა და მთავარ მწვრთნელ ულე-გუნარ სულშერს შორის კონფლიქტი მოხდა. გაზეთი სანი წერს, რომ მატჩის შემდეგ პოგბამ ბოდიში მოუხადა თანაგუნდელებს და არც თუ სასიამოვნო სიტყვებით შეამკო ნორვეგიელი სპეციალისტი, რაზედაც მწვრთნელისგანაც მიიღო პასუხი. „დიდი ტყუილები ქმნის სათაურებს“, –  დაწერა… Continue reading დიდი ტყუილები ქმნის სათაურებს