“სტალონემ ბურთი არ იცოდა და…” (ფეხბურთი და ტყვეების ბანაკი)

ფილმი „გაქცევა გამარჯვებისკენ“ ბევრ გულშემატკივარს ექნება ნანახი. სცენარი: მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეების ისტორია. ტყვეებისგან შექმნილი გუნდი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ამხანაგურ მატჩს გამართავს გერმანელებთან და ამავდროულად, გაქცევის გეგმას შეიმუშავებენ… ეს ფილმი 1981 წელს გამოვიდა და ტოპ-მსახიობებთან (მაიკლ კეინი, სილვესტერ სტალონე…) ერთად ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, პელე, ოსვალდო არდილესი, ბობი მური, კაზიმეჟ დეინა და სხვები. აი,… Continue reading “სტალონემ ბურთი არ იცოდა და…” (ფეხბურთი და ტყვეების ბანაკი)

როგორ შეაჩერა პელემ ომი?..

  1969 წელს ნიგერიაში სამოქალაქო ომი იყო, ცენტრალურ მთავრობასა და ქვეყნის აღოსავლეთ პროვინციას შორის. აღმოსავლეთში ლიდერებმა ცალკე სახელმწიფოდ (ბიაფრად) გამოყოფა სურდათ. თუმცა ფეხბურთისთვის და პელესთვის მოიცალეს. სანტოსი მიიწვიეს ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, სანტოსში კი პელე დაფრინავდა… ბრაზილიელებმა, რა თქმა უნდა, მშვიდობის გარანტია მოითხოვეს და მიიღეს კიდეც: ორივე მებრძოლი მხარე შეთანხმდა, რომ 48 საათით შეწყვეტდნენ სროლებს და… Continue reading როგორ შეაჩერა პელემ ომი?..

აქ იდგა ჩემი სახლი… (+სინიშას video)

„ეს არაა ჩემი ბოროვო. მე ლამაზი მახსოვს და არა დანგრეული. იმიტომაც ვტირი. ერთის მხრივ, ჩემი ბავშვობაა, აქ გავიზარდე, აქ იდგა ჩემი სახლი… მეორე მხრივ, ეს ის აღარაა, სხვაა. აქ ვეღარ ჩამოვალ, აღარაფერი დამრჩა“ – თქვა სინიშა მიხაილოვიჩმა 2016 წელს, როცა ხორვატიის პატარა ქალაქ ბოროვოში ჩავიდა. მიხაილოვიჩი 25 წელი არ იყო იქ ნამყოფი! 1991 წელს ომი… Continue reading აქ იდგა ჩემი სახლი… (+სინიშას video)

ჩაიშალა-გადაიდო: რუსებთან თამაშზე უარი თქვეს

გადაწყდა, რომ რუსეთი-ბოსნიის ამხანაგური მატჩი არ გაიმართება. 19 ნოემბერს იყო დანიშნული სანკტ-პეტერბურგში და ბოსნიელთა წამყვანი ფეხბურთელებისგან დიდი პროტესტის ტალღა წამოვიდა: მათ შორის, ედინ ჯეკომ და მირალემ პიანიჩმაც თქვეს, არ ვითამაშებთო და რცხვენოდეთ ჩვენს ფედერაციაში, რომლებმაც ეს მატჩი დაგეგმესო. მაგრამ რუსეთი-ბოსნიის მატჩი საბოლოოდ არ გაუქმებულა. ბოსნიის მხარემ ოფიციალურად ასე გამოაცხადა: „თამაში შესაძლებელია მოგვიანებით, სხვა დროს“. რუსეთის… Continue reading ჩაიშალა-გადაიდო: რუსებთან თამაშზე უარი თქვეს

უკრაინაში კიდევ ერთი სტადიონი დაბომბეს… (+ფოტოები)

უკრაინაში კიდევ ერთი სტადიონი დაიბომბა. ჩერნიგოვისა და მარიუპოლის მერე, ხარკოვის 5000-იანი სტადიონი „სოლნეჩნიც“ უვარგისი გახდა რუსული აგრესიის შემდეგ… აქ თამაშობდა მეტალისტ 1925, ჰელიოსი და კიდევ, უკრაინის ნაკრებიც იყენებდა სავარჯიშოდ.  

ფეხბურთი და ნანგრევები:

სტატია, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ… ეხება ლეგენდარულ იუგოსლავიელ მწვრთნელ ივიცა ოსიმს, რომელიც 1 მაისს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. ახლა ბევრმა შეიძლება იკითხოს, რატომ იყო ოსიმი ლეგენდა. მოვყვებით! 1986 წელს იუგოსლავიის ნაკრების მწვრთნელი გახდა და დიდებული თაობა ჰყავდა, შედეგებიც მშვენიერი ჰქონდა და ეს ყველაფერი 1992 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ომმა დაასრულა. ევრო-92. თითქმის ყველამ იცის, დანია იუგოსლავიის… Continue reading ფეხბურთი და ნანგრევები:

9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე

33 წლის წინ. მიტინგები 4 აპრილს დაიწყო… ბავშვობის შთაბეჭდილებები. იმ საღამოს თბილისის დინამო ხარკოვის მეტალისტს მასპინძლობდა და 2:1 მოუგო!.. გოლები კახა კაჭარავამ და აწ გარდაცვლილმა მამუკა ფანცულაიამ გაიტანეს. გადავამოწმე და მეხუთე ტური იყო. წინა 4 თამაშიდან კი დინამოს 4 ფრე ჰქონდა. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა. ძველი გვარდიიდან, თასების თასის შემადგენლობიდან, თამაშობდნენ ოთარ გაბელია და ზაურ… Continue reading 9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე

ნახვამდის?.. რუსეთის ნაკრები აზიაში?

31 მარტს ყატარში ფიფას კონგრესი გაიმართება და შესაძლოა, რუსეთს ხელი დაუქნიონ, ანუ დროებით შეუჩერონ წევრობა. საამისოდ 208 წევრი ასოციაციიდან 156 ხმა არის საჭირო. როგორც იცით, რუსული კლუბები ევროტურნირებიდან მოხსნეს, ხოლო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში არ დაუშვეს: პოლონეთი გავიდა უბრძოლველად. რუსეთი მუნდიალზე ვერ ითამაშებს. რუსულ საიტებზე არ გამორიცხავენ, რომ ფიფამ და უეფამ კონსულტაციების მერე ასეთი… Continue reading ნახვამდის?.. რუსეთის ნაკრები აზიაში?

ტიმოშჩუკის მამა რაზმში ჩაეწერა და უკრაინას იცავს. შვილი?..

ანატოლი ტიმოშჩუკი ისევ რუსეთშია, ზენიტში მუშაობს მეორე მწვრთნელად, ომის თემაზე და რუსულ აგრესიაზე ხმას არ იღებს. ბუნებრივია, ამის გამო უკრაინაში ყველანანაირად წაშალეს: სამწვრთნელო ლიცენზია შეუჩერეს, საფეხბურთო რეესტრიდან ამოშალეს და საფეხბურთო რეგალიები ჩამოართვეს. ლანძღვა-გინებას ხომ ბოლო არ უჩანს… აი, ტიმოშჩუკის მამა კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის რაზმში ჩაეწერა. ეს ამბავი უკრაინული კლუბის ვერესის მწვრთნელმა იური ვირტმა… Continue reading ტიმოშჩუკის მამა რაზმში ჩაეწერა და უკრაინას იცავს. შვილი?..

ავადმყოფობა დაბრუნდა… ცუდი სიახლე მიხაილოვიჩზე

სინიშა მიხაილოვიჩმა ცუდი ამბავი გაავრცელა. ბოლონიას სერბმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა: “ლეიკემია დაბრუნდა. მომავალ კვირაში საავადმყოფოში დაწოლა მომიწევს, მაგრამ მზად ვარ მორიგი გამოცდებისთვის”. სინიშას სამი წლის წინ დაუდგინდა ლეიკემია და ქიმიოთერაპიები ჩაუტარეს. რა თქმა უნდა, დიდი ხანი უცდებოდა და იყო შემთხვევები, ფანები საავადმყოფოსთან მიდიოდნენ, მის გასაგონად მღეროდნენ და ამხნევებდნენ. 53 წლის მიხაილოვიჩმა რამდენიმე დღის წინ ომის… Continue reading ავადმყოფობა დაბრუნდა… ცუდი სიახლე მიხაილოვიჩზე