ოქრიაშვილი აპოელიდან წავიდა

თორნიკე ოქრიაშვილი აპოელიდან წავიდა.   ამას აპოელის ფეისბუქ გვერდიც ადასტურებს. ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს კონტრაქტი აკავშირებდათ, თუმცა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გაწყვიტეს.   თორნიკემ კლუბში 2021/22 წლების სეზონში ითამაშა, სადაც მონაწილეობა 27 მატჩში მიიღო, გაიტანა 3 გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა…   მომავალი კლუბი, ჯერ-ჯერობით, უცნობია…  

როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 2:1 მოუგო კოსოვოს! ეს შესარჩევში პირველი გამარჯვებაა და საჭიროც: ვილი სანიოლის გუნდი ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა. გამოჩნდა, რომ კოსოვო მთლად ასე ხელაღებით საქართველოზე ძლიერი არაა. მართალია, 7 მატჩში 4 ქულა ის შედეგი არაა, რაც გვსურს, მაგრამ ეს 4 ქულაც არ იყო… სწრაფი გოლი ვნახეთ. კოსოვოელთა მეკარე არიანეტ მურიჩმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა… Continue reading როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)

ოქრიაშვილი?.. კიდევ ერთი კითხვის ნიშანი

საქართველოს ნაკრები, სექტემბრის წაგებები და ჯამში 1:9, ბევრი კითხვა შემადგენლობის მხრივ, ბევრი კითხვა ასევე მოტივაციაზე… საოცარია და თან საწყენი, რომ სამშობლოში თამაშის დროს ფეხბურთელის მოტივაციაზე ჩნდება ეჭვები. და ეს მხოლოდ ჩვენი ეჭვები არაა: სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა. კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობა რომ წაიკითხა, გაუკვირდა. რამდენიმე ფეხბურთელის არგამოძახება ცოტა გასაკვირი იყო. მათ… Continue reading ოქრიაშვილი?.. კიდევ ერთი კითხვის ნიშანი