კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

მელბურნში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა – ავსტრალიის ღია პირველობამ. ქალთა წყვილთა თანრიგში პირველი რაუნდის შეხვედრა ჩაატარა ოქსანა კალაშნიკოვამ. კალაშნიკოვა/პარქსის დუეტმა 6:3 5:7 6:2 დაამარცხა პაოლინი/ტრევიზიანის იტალიური ტანდემი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი იტალიელებს იდეალური გამოუვიდათ – პირველივე გეიმში მოიპოვეს ბრეიკი და ანგარიშში დაწინაურდნენ. ქართულ/ამერიკულმა დუეტმა მალევე შეასრულა უკუბრეიკი, სეტის… Continue reading კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი Australian Open-ზე

ქართველ ჩოგბურთელთა ბადე US OPEN-ზე

29 აგვისტოს, ნიუ-იორკში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელი, რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირი – US OPEN. ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში 142-ედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას 4 ქართველი მიიღებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ერთეულთა+წყვილთა თანრიგი), ეკა გორგოძე (წყვილთა თანრიგი), ნათელა ძალამიძე (წყვილთა თანრიგი) და ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილთა თანრიგი). ნიკოლოზ ბასილაშვილი(N35 რეიტინგში) US OPEN-ზე 31-ე ნომრად განითესა და ტურნირის… Continue reading ქართველ ჩოგბურთელთა ბადე US OPEN-ზე

ქართველ ჩოგბურთელთა ბადე უიმბლდონის ტურნირზე

27 ივნისს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი. WIMBLEDON-ის წლევანდელი ტურნირი ისტორიულია ქართული ჩოგბურთისთვის, რადგან სარეკორდო რაოდენობის მონაწილე გვეყოლება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი და პირველ მეტოქედ ვეტერანი ლუკაშ როსოლი ეყოლება. 36 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა თავისი კარიერის ზენიტი დიდი ხანია რაც გაიარა და მატჩის ფავორიტად… Continue reading ქართველ ჩოგბურთელთა ბადე უიმბლდონის ტურნირზე

ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

პარიზში გრძელდება საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე გრანდ სლემი. როლან გაროსის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6 1:6 4:6 დამარცხდა მაკენზი მაკდონალდთან და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის წინ ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, რადგან იგი რეიტინგში 24-ე ჩოგანია, მისი მეტოქე კი მესამოცე. შეხვედრის სტარტი მაკენზის უკეთესი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე 2 გეიმიანი უპირატესობით დაწინაურდა 2-0.… Continue reading ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

ქართველები როლან გაროსის წყვილთა თანრიგს გამოეთიშნენ

როლან გაროსის წყვილთა თანრიგი წარუმატებელი გამოდგა ქართველი ჩოგბურთელებისთვის – ასპარეზობას პირველი რაუნდში გამოეთიშა როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე ეკა გორგოძე. საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის ძირითად ბადეში ბასილაშვილი პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან ერთად ასპარეზობდა. ქართულ/პორტუგალიურ წყვილს ტურნირის პირველივე ეტაპზე კეჩმანოვიჩი/მონროს დუეტი დაუპირისპირდა. პირველი სეტი ბრეიკებით “დახუნძლული” გამოდგა – ნიკამ და ჟოამ ორჯერ აიღეს გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე, თუმცა… Continue reading ქართველები როლან გაროსის წყვილთა თანრიგს გამოეთიშნენ

ეკო გორგოძის და ოქსანა კალაშნიკოვას ბადე როლან გაროსის წყვილთა თანრიგში

Georgia's Ekaterine Gorgodze reacts during her singles match against Germany's Angelique Kerber on day 3 of the Women's Tennis Grand Prix WTA 500 tournament in Stuttgart, southwestern Germany, on April 21, 2021. (Photo by Thomas KIENZLE / various sources / AFP) (Photo by THOMAS KIENZLE/AFP via Getty Images)

პარიზში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირმა. სამწუხაროდ ეკო გორგოძემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა როლან გაროსის ერთუელთა თანრიგში, სამაგიეროდ საქართველოს პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში იასპარეზებს ირინა ბარია მარასთან ერთად(გორგოძე წყვილთა რეიტინგში მსოფლიოს 52-ე ჩოგანია). ქართულ-რუმინული წყვილი ბადის B ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველ მეტოქედ მედისონ ქიზის და ტეილორ თაუნსენდის ამერიკული ტანდემი ეყოლება. ამ წინააღმდეგობის გავლის… Continue reading ეკო გორგოძის და ოქსანა კალაშნიკოვას ბადე როლან გაროსის წყვილთა თანრიგში

როლან გაროსი დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირმა. როლან გაროსის 126-ე გათამაშება 2 კვირას გაგრძელდება და 5 ივნისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 43.6 მილიონი ევროა. გამარჯვებული 2000 სარეიტინგო ქულას და 2, 200, 000 ევროს მიიღებს მამაკაცთა ერთეულთა ბადეში 22-ე ნომრად განითესა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი პირველ წრეში ამერიკელ მაქსიმე კრისის ხვდება (N63… Continue reading როლან გაროსი დაიწყო

შეუჩერებელი ეკა გორგოძე

პოლონეთის ქალაქ გდინაში გრძელდება WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ეკო გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ ეტაპზე 7:6 6:2 სძლია ვარვარა ლეპჩენკოს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, თუმცა 2:2-ზე ვარვარამ ბრეიკი გაახერხა და 3:2 დაწინაურდა. მე-10 გეიმში ამერიკელმა ჩოგბურთელმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, სეტპოინტიც ქონდა, თუმცა ეკომ ჯერ წონასწორობა აღადგინა,… Continue reading შეუჩერებელი ეკა გორგოძე

დაკარგული ოლიმპიადის ლიცენზია და სრული ქაოსი ქართულ ჩოგბურთში

რამდენიმე დღის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსი დაწერა, სადაც ის უპასუხისმგებლობას აბრალებდა ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას. „ძალიან სევდიანი ამბავია, როდესაც შეიტყობ რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვე, თუმცა ტოკიოში ვერ მიდიხარ, რადგან ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადი არ გააგზავნა. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, ახლა მინდა რომ მხოლოდ ვიტირო. ჩოგბურთში წყვილთა თანრგიც… Continue reading დაკარგული ოლიმპიადის ლიცენზია და სრული ქაოსი ქართულ ჩოგბურთში

ოქსანა კალაშნიკოვა „უიმბლდონის“ 1/8 ფინალშია

„უიმბლდონზე“ წარმატებულ სვლას აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუს ვარვარა გრაჩევასთან ერთად ტურნირის წყვილთა თანრიგის მეორე რაუნდში 6:3 6:1 სძლია დიას/როდიონოვას ტანდემს და 1/8 ფინალში გააღწია. შეხვედრის სტარტი ნერვული გამოვიდა – კალაშნიკოვამ და გრაჩევამ საწყის გეიმში 2 ბრეიკპოინტი მოიგერიეს საკთარ ჩაწოდებაზე და გაჭირვებით მოიგეს გეიმი 1:0. მესამე გეიმში ქართულ-რუსული ტანდემი დაბრეიკდა, თუმცა მომდევნო გეიმში დროულად… Continue reading ოქსანა კალაშნიკოვა „უიმბლდონის“ 1/8 ფინალშია