კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა ATP-ის მორიგი მასტერსი. ფინალურ შეხვედრაში პაბლო კარენო-ბუსტამ 3:6 6:3 6:3 სძლია ჰუბერტ ჰურკაჩს და კარიერაში პირველად მოიგო 1000-იანთ კატეგორიის ტურნირი. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-6 გეიმში ესპანელს მოულოდნელად ჩავარდნა დაეწყო – მშრალი ანგარიშით წააგო საკუთარი ჩაწოდება და მეტოქე ბრეიკიანი უპირატესობით გაუშვა წინ 2:4.… Continue reading პაბლო კარენო-ბუსტას ტრიუმფი მონრეალის მასტერსზე
Tag: პაბლო კარენო ბუსტა
კარენო ბუსტას და ჰადად მაიას სადებიუტო მასტერსის ფინალი
ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება კანადის მასტერსი. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალში 31 წლის პაბლო კარენო ბუსტამ 7:5 6:7 6:2 სძლია დენი ევანსს და ფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელი ჩოგბურთელი კარიერაში მე-12-ედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში (მიმდინარე სეზონში მეორედ). მასტერსის დონეზე პაბლო პირველ ფინალს ითამაშებს. კარიერის მეშვიდე ტიტულისთვის კარენო-ბუსტა ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება. პოლონელმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ მეორე ნახევარფინალში 5:7 6:3… Continue reading კარენო ბუსტას და ჰადად მაიას სადებიუტო მასტერსის ფინალი
ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას იტალიელი მატეო ბერეტინი და ბრიტანელი ენდი მარეი. ბერეტინის ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ პაბლო კარენო ბუსტა შეხვდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ძალიან კარგად მოძრაობდა კორტზე და სისწრაფეში აშკარად ჯაბნიდა იტალიელს. პაბლომ თავისი ჭკვიანური ტაქტიკით არაერთხელ ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში მატეო და… Continue reading ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
მოქმედი ჩემპიონი მეორე წრეში დამარცხდა
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გრძელდება ATP-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე წრის მატჩში, Hamburg European Open-ის მოქმედმა გამარჯვებულმა პაბლო კარენო-ბუსტამ მოულოდნელად 3:6 6:1 6:7 წააგო ალექს მოლჩანთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი სლოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ალექსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. პაბლო ნელ-ნელა გამოფხიზლდა და სრული სიმძლავრით ათამაშდა, თუმცა 6 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო… Continue reading მოქმედი ჩემპიონი მეორე წრეში დამარცხდა
კასპერ რუუდის მოულოდნელი მარცხი
შვედეთის ქალაქ ბაშტადში მიმდინარეობს ATP-ის 250-იანთა ტურნირი, რომელზეც არაერთი ცნობილი ჩოგბურთლი ასპარეზობს. 1/8 ფინალურ სტადიაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – მსოფლიო რეიტინგის 39-ე ჩოგანმა ფრანცისკო სერუნდულომ 6:4 3:6 7:5 სძლია მოქმედ ჩემპიონ კასპერ რუუდს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. არგენტინელმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოუგო ტოპ 10-ის წარმომადგენელს, ახლა მისი ბალანსი ელიტარული ათეულის ჩოგბურთელებთან ასე გამოიყურება 1-3.… Continue reading კასპერ რუუდის მოულოდნელი მარცხი
ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში
ბარსელონაში, ბელგრადში და შტუტგარტში დასრულდა მამაკაცთა და ქალთა პრესტიჟული ტურნირები და ჩემპიონები გამოვლინდნენ. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე 250-იანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრე რუბლიოვი შეხვდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია საკმაოდ მარტივად – 6:2 მოუგო მეტოქეს. სერბი ჩოგბურთელი მეორე პარტიაში გამოფხიზლდა და ტაიბრეიკზე მიღწეული წარმატების ფონზე სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრდა 7:6. მესამე, გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო… Continue reading ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე- 18 ჩოგანს მოუგო
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველი წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:5 4:6 6:3 სძლია მსოფლიო რეიტინგის მე-18 ჩოგან პაბლო კარენო ბუსტას და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან ესპანელმა მცირე უპირატესობა გამოკვეთა – მე-7 და მე-11 გეიმებში… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე- 18 ჩოგანს მოუგო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის 1/8 ფინალშია
ა.შ.შ-ში გრძელდება ინდიან-უელსის მასტერსი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მესამე წრეში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა ალბერტ რამოს ვინოლასი და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა და ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე 2:2. მე-5 გეიმიდან კი უკვე ესპანელმა გამოკვეთა საკუთარი უპირატესობა და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით დიდ უპირატესობას… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის 1/8 ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე
ნიუ იორკში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა – US OPEN-მა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში, არასრულ მატჩში 6:2 2:1 დაამარცხა სებასტიან კორდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრა ნიკამ ბრწყინვალედ დაიწყო – ჯერ მესამე გეიმში დააბრეიკა მეტოქე, შემდეგ მეხუთეში. მალე ქართველის უპირატესობა 5:1 იყო. ბასილაშვილმა იოლად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე
ჯოკოვიჩმა 24 საათში 4 მატჩი წააგო და 2 მედალი დაკარგა
პარასკევს, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიადის ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალის სათამაშოდ გადიოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სერბის დამარცხება უბრალოდ წარმოუდგენელი გახლდათ. „ნოლეს“ ზედიზედ 22 გამარჯვება ქონდა მოპოვებული, მალიორკაში წყვილთა თანრიგის მატჩებსაც თუ მივათვლით და ოლიმპიადაზე მიქსტს – ჯამში 27. სწორედ აქ დაიწყო ჯოკოვიჩის კარიერაში ყველაზე საშინელი 24 საათი. ნოვაკმა ოლიმპიადის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან 6:1 3:6 1:6 წააგო, არადა… Continue reading ჯოკოვიჩმა 24 საათში 4 მატჩი წააგო და 2 მედალი დაკარგა