იუვენტუსი დიბალას არ ეშვება

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან, პაულო დიბალასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „პაულოსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ვლაპარაკობთ და კიდევ ვილაპარაკებთ. ვიმედოვნებ, მალე შევთანხმდებით,“ – უთხრა ჟურნალისტებს ნედვედმა. შეგახსენებთ, რომ გასულ აგვისტოს, 27 წლის არგენტინელი იუვენტუსს ვერ მოელაპარაკა. ტურინული კლუბი მას კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობდა, წელიწადში 8,5 მილიონიანი (პლუს 1 მილიონი ბონუსები)… Continue reading იუვენტუსი დიბალას არ ეშვება

პაველ ნედვედი: რონალდუ უამრავი გოლის გარანტიაა

იუვენტუსის ვიცე პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ჩეხმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ არსად მიდის და მისი ეიმედებათ. “კრიშტიანუ იუვენტუსის ფეხბურთელია, მას გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აქვს. მოხარულები ვართ, რომ იგი კვლავ ჩვენთანაა, რადგან რონალდუ უამრავი გოლის გარანტიაა. იგი უაღრესად ღირებული ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ რონალდუზე ფსონს ვდებთ.”-განაცხადა ნედვედმა. რონალდუ იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში რეალიდან… Continue reading პაველ ნედვედი: რონალდუ უამრავი გოლის გარანტიაა

კრიშტიანუ დაბრუნდა

იუვენტუსის მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, თანაგუნდელებთან ერთად, შვებულების შემდეგ, კლუბის განკარგულებაში დაბრუნდა. მასთან ერთად 26 ივლისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს აარონ რემზიმ, მატეის დე ლიხტმა,  ადრიენ რაბიომ და დეიან კულუსევსკიმ – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. უახლოეს ხანში 36 წლის პორტუგალიელი ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება. ცოტა ხნის წინათ, იუვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, განაცხადა, რომ მომავალ სეზონს… Continue reading კრიშტიანუ დაბრუნდა