ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში

ბარსელონაში, ბელგრადში და შტუტგარტში დასრულდა მამაკაცთა და ქალთა პრესტიჟული ტურნირები და ჩემპიონები გამოვლინდნენ. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე 250-იანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრე რუბლიოვი შეხვდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია საკმაოდ მარტივად – 6:2 მოუგო მეტოქეს. სერბი ჩოგბურთელი მეორე პარტიაში გამოფხიზლდა და ტაიბრეიკზე მიღწეული წარმატების ფონზე სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრდა 7:6. მესამე, გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო… Continue reading ჯოკოვიჩის სამარცხვინო წაგება ბელგრადში

იგა შვიონტეკი პირველ ჩოგნობას ძალიან მიუახლოვდა

გუშინ, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ იგი ტოვებს პროფესიონალურ ჩოგბურთს 25 წლის ასაკში. “ჩემს სახელს და გვარს 4 აპრილიდან ამოიღებენ რეიტინგიდან. WTA-ს ახალი N1 ჩოგანი ეყოლება და დარწმუნებული ვარ ქალთა ჩოგბურთში ახალი ერა დაიწყება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო WTA-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი დახმარებით ჩემი საჩოგბურთო კარიერა ძალიან საინტერესო… Continue reading იგა შვიონტეკი პირველ ჩოგნობას ძალიან მიუახლოვდა

ესპანელთა წარმატებული დღე Australian Open-ზე

მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. ტურნირის მესამე სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ესპანელი ჩოგბურთელებისთვის – რაფაელ ნადალმა, პაულა ბადოსამ და კარლოს ალკასარმა იოლად მოიგეს საკუთარი მატჩები და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა 2 საათსა და 43 წუთში დაამარცხა გერმანელი იანიკ ჰანფმანი 6:2 6:3 6:4 და 1/16 ფინალში გავიდა. მიუხედავად იოლი… Continue reading ესპანელთა წარმატებული დღე Australian Open-ზე

ქიზმა ადელაიდას ტურნირი მოიგო , ბადოსამ სიდნეის

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში დასრულდა ქალთა 250-იანი კატეგორიის ტურნირი. ფინალური შეხვედრა ამერიკული გამოდგა – მედისონ ქიზი ელისონ რიშკეს წინააღმდეგ. მატჩში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა, რადგან მედისონმა თავისი მეტოქე ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა და 68 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა. ქიზმა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო WTA-ზე, კარიერაში კი ჯამში მეექვსე. გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული… Continue reading ქიზმა ადელაიდას ტურნირი მოიგო , ბადოსამ სიდნეის

პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველი ტურის მატჩში პაულა ბადოსამ 6:4 6:0 გაანადგურა არინა საბალენკა და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 6 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიშშიც წინ იყო – 4:2. 24 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დროულად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა და დაუჯერებელი “ქამბექი” დადო… Continue reading პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა

პაულა ბადოსას ტრიუმფი ინდიან-უელსის ტურნირზე

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალი ინდიან-უელსზე. ურთულეს ბრძოლაში, პაოლა ბადოსამ 7:6 2:6 7:6 სძლია ვიქტორია აზარენკას და კარიერაში მე-2 ტიტული მოიგო. პირველი სეტის მიმდინარეობისას ესპანელი ჩოგბურთელი ფლობდა უპირატესობას – პაოლა ორჯერ იგებდა ბრეიკიანი უპირატესობით (4:3, 6:5), თუმცა ორივე შემთხვევაში ვიკამ დროულად შეასრულა უკუბრეიკი და პარტია ტაიბრეიკზე გადაიყვანა. ბადოსამ „საჩოგბურთო ლატარეა“ ბრწყინვალედ… Continue reading პაულა ბადოსას ტრიუმფი ინდიან-უელსის ტურნირზე