პატრის ევრა: რეალს ფული და ისტორია აქვს, სიტის კი მხოლოდ ფული

Juventus' Patrice Evra during the Champions League group D soccer match between Manchester City and Juventus at the Etihad Stadium, Manchester, England, Tuesday, Sept. 15, 2015. (AP Photo/Jon Super)

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი შეადარა. ფრანგმა თქვა, რომ სიტიში ფეხბურთელები მხოლოდ ფულის გამო მიდიან. “მანჩესტერ სიტიმ 1/2 ფინალში შეცდომა დაუშვა. ისინი გულგატეხილები არიან ისევე როგორც პსჟ. მადრიდის რეალს ფული და ისტორია აქვს, სიტის კი მხოლოდ ფული. ფეხბურთელები იქ მხოლოდ ფულის გამო მიდიან. რა თქმა უნდა ქალაქელები ტიტულებსაც იგებენ,… Continue reading პატრის ევრა: რეალს ფული და ისტორია აქვს, სიტის კი მხოლოდ ფული

ევრას საჩხუბრად მარგო მოამზადებს

მანჩესტერ იუნაიტედის, იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი პატრის ევრა, საზოგადოებაში თავის მომხიბლავ ქალთან, მარგო ალექსანდრასთან ერთად გამოჩნდა. როგორც ვწერდით, 40 წლის პატრისს ახლა მოკრივეობა გადაუწყვეტავს და 30 აპრილს პირველად გავა რინგზე საჩვენებელ ბრძოლაში, ლონდონში, იუთუბის მოკრივის ადამ სალეჰის წინააღმდეგ. ცხადია, ტრიბუნიდან მას მგზნებარედ უქომაგებს პირმშვენიერი, სასურველი მარგო. მარგო ალექსანდრა 14 წლით უმცროსი გახლავთ პატრისზე.… Continue reading ევრას საჩხუბრად მარგო მოამზადებს

ევრა სალეჰს ეჩხუბება

პატრის ევრა ხომ გახსოვთ, საფრანგეთის ნაკრებისა და სხვადასხვა ტოპ-გუნდების ყოფილი ფეხბურთელი? ჰოდა, სწორედ ეს ჩვენი პატრის ევრა 30 აპრილს, ლონდონის 02 არენაზე სოცქსელების ვარსკვლავ ადამ სალეჰს ეკრივება. ევრა უკვე კრივის დარბაზშია და ინტენსიურად ვარჯიშობს. მან ინსტაგრამზე დაწერა: „ახლა, მთელი ჩემი ბრიტანული საძმოს მხარდაჭერა მჭირდება. მათ თავიანთი სიყვარული და თანადგომა არა მხოლოდ ლონდონიდან, არამედ მთელი გაერთიანებული… Continue reading ევრა სალეჰს ეჩხუბება

პატრის ევრა: ყველა გუნდში მინიმუმ 2 გეია

მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში გეების პრობლემებზე ისაუბრა. ფრანგმა თქვა, რომ ყველა გუნდში მინიმუმ 2 გეია და ამას არ აღიარებენ. “როცა ინგლისში ვთამაშობდი, გუნდში მოიყვანეს ადამიანი, რომელიც ჰომოსექსუალებზე ისაუბრებდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მათ რელიგია გეისთან ერთად ყოფნას უკრძალავდა და ისინი გუნდიდან უნდა წასულიყვნენ. მე შევეპასუხე და ვუთხარი მოეკეტათ. რამდენიმე… Continue reading პატრის ევრა: ყველა გუნდში მინიმუმ 2 გეია

პატრის ევრა: მესის ფანები მალე ჩემს გვერდზე უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ლეოს ექაუნთზე

მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, ლეო მესი გააკრიტიკა. სწორედ ამ კრიტიკის შემდეგ, მესის ფანებმა მას ინსტაგრამზე საკმაოდ ბევრი კომენტარი დაუწერეს და პირად შეტყობინებებშიც მიწერეს. “მას შემდეგ, რაც მესიზე კომენტარი გავაკეთე, მისმა ფანებმა სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი დამიწერეს და პირად შეტყობინებებშიც მომწერეს. მალე ჩემს გვერდზე უფრო უფრო მეტი მესის ფანი იქნება, ვიდრე… Continue reading პატრის ევრა: მესის ფანები მალე ჩემს გვერდზე უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ლეოს ექაუნთზე

პატრის, წამოდი ჩემთან

გეხსომებათ, რომ ფრანგი პატრის ევრა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერში სამი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც კრიშტიანუმ მეგობარი ლანჩზე დაპატიჟა, ევრას იმედი გაუცრუვდა, თუმც იქბე ნახა რონალდუს საოცარი პროფესიონალიზმის მაგალითი. 40 წლის ევრა ღიმილით იგონებს: „მინდა ყველას ვურჩიო, თუკი კრიშტიანუ შინ გპატიჟებთ, უბრალოდ უარი უთხრათ. მახსოვს, ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ… Continue reading პატრის, წამოდი ჩემთან

პატრის ევრა: 13 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, ამის გახსენება რთულია

პატრის ევრას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ამაზე არაერთხელ ღიად უსაუბრია, თუმცა ბოლოს შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. ევრამ საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად გაიხსენა თუ როგორ იძალადა სექსუალურად 13 წლის ასაკში მასზე მასწავლებელმა. “13 წლის ვიყავი როცა მასწავლებელმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. ამაზე საუბარი მარტივი არ არის, თუმცა რას ვიზამთ. ამის მოსმენა ყველაზე რთული დედაჩემისთვის იყო, რომელმაც ეს… Continue reading პატრის ევრა: 13 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, ამის გახსენება რთულია

OK, არ დალიო !

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ორიოდ დღის წინ ბევრი ცნობილი სპორტსმენის გარემოცვაში იმყოფებოდა და ეს ფაქტი ფოტოებზეც დაფიქსირდა. იქ იყვნენ უსაინ ბოლტი, ხაბიბი, პატრის ევრა და სხვანი. MMA-ს დაღესტნელ ვარსკვლავს უკითხავს ფერგიუსონისთვის, კი, მაგრამ ევერტონთან (მანჩესტერი – ევერტონი 1:1) რონალდუ მეორე ტაიმში მოედანზე რატომ შევიდაო. „სულშერი შეცდა. თამაში ყოველთვის უძლიერესი შემადგენლობით უნდა დაიწყო“,… Continue reading OK, არ დალიო !