ნბა დაიწყო… “მილუოკიმ” “ბრუკლინი” გაანადგურა

დღეს გამთენიისას სტარტი აიღო ნბა-ს ახალმა – 2021/22 წლების რეგულარულმა სეზონმა. გახსნით შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკიმ“ ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს „ბრუკლინს“ უმასპინძლა და მეტოქე 127:104 დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად სასიხარულოა სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი ისეთ ძლიერ გუნდში, როგორიც „ბაქსია“. სანდრომ პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი… Continue reading ნბა დაიწყო… “მილუოკიმ” “ბრუკლინი” გაანადგურა

პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია

ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა საკალათბურთო ტურნირი. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ავსტრალიის და სლოვენიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას და რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. პატ მილსის ზუსტი ტყორცნების ფონზე „ოზებმა“ საწყისი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით მოიგეს 20:19. მეორე პერიოდში სლოვენიელები გამოფხიზლდნენ – შედეგიანად ათამაშდა დონჩიჩი/პრეპელიჩის უკანახაზელთა დუეტი, რომელთაც საკუთარი ქვეყანა… Continue reading პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია