ცრემლები იუვეში

მიმდინარე სეზონის ბოლო საშინაო მატჩი იუვენტუსისთვის ზღვარზე მეტად ემოციური გამოდგა. ტურინელები ლაციოს დაუზავდნენ (2:2), მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბებერი ქალბატონი ორ დიდ ფეხბურთელს ემშვიდობებოდა. 37 წლის ჯორჯო კიელენი შვილებთან ერთად მისულიყო. ის 17 წლის განმავლობაში იცავდა კლუბის ღირსებას და მისი განუყრელი ნაწილი გახდა. მე-17 წუთზე ის შეცვალეს. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა  და მის გვარს… Continue reading ცრემლები იუვეში

დიბალას მსურველი შეემატა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იუვენტუსი პაულო დიბალას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს და ფებხურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, არგენტინელს მსურველები მოუმრავლდნენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, მისი დამატება კატალონიის ბარსელონასაც სურს. ბარსელონას არცისე სახარბიელო ფინანსური სიტუაცია აქვს და აქედან გამომდინარე ისინი იმ ფეხბურთელებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებშიც ფულის გადახდა არ მოუწევთ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ არგენტინელი თავდამსხმელია. როგორც… Continue reading დიბალას მსურველი შეემატა

დიბალას რიგი დაუდგა – არგენტინელმა არჩევანი უკვე გააკეთა

გადაწყვეტილია, რომ პაულო დიბალა შემდეგ სეზონს ახალ გუდში დაიწყებს. ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, ბიანკონერი კი მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. Football italia-ს ცნობით, მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ დიბალას დამატება ტოტენჰემს, არსენალს, ლივერპულს და პსჟ-ს სურთ. თავად ფეხბურთელს გული სწორედ პარიზისკენ მიუწევს. დიბალა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში პალერმოდან გადავიდა. სამხრეთ… Continue reading დიბალას რიგი დაუდგა – არგენტინელმა არჩევანი უკვე გააკეთა

539

539 – ამდენი ფეხბურთელი შევა ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგიდან 1 იანვარს თავისი კონტრაქტის ბოლო ექვსთვიურში. ეს კი ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ სხვა კლუბებთან აწარმოონ მოლაპარაკება, ხოლო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურონ მათ. უფასოდ წასული ფეხბუთელების მეტი რა გვინახავს (თუნდაც ლიონელ მესი და სერხიო რამოსი გავიხსენოთ), მაგრამ ამ სიაში შთაბეჭდილებას ახდენს ის მჭახე სახელები, რომლებსაც ახლა… Continue reading 539

დიბალა ვენეციაში ჩაიძირა

ტურინის იუვენტუსმა ვენეციასთან 1:1 ითამაშა და ქულებთან ერთად დროებით ფეხბურთელიც დაკარგა. საქმე იმაშია, რომ პაულო დიბალამ მუხლის ტრავმა მიიღო და მე-12 წუთზე შეცვალეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს დააკლდება იგი გუნდს. შეგახსენებთ, რომ დიბალამ და იუვენტუსმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და გაოფიციალურებას ხელის მოწერაღა აკლია. სავარაუდოდ ესეც მალე მოხდება და დიბალა იუვეში 2028 წლამდე დარჩება.… Continue reading დიბალა ვენეციაში ჩაიძირა

დიბალა და იუვენტუსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ – გაოფიციალურებას 1 კაცი აჭიანურებს

ტურინის იუვენტუსმა პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. Football Italia-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ბიანკონერისთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს და პლუს 2 მილიონს ბონუსებით. დიბალა მატიას დე ლიხტის შემდეგ კლუბში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. დიბალას და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებულია. მხარეები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და… Continue reading დიბალა და იუვენტუსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ – გაოფიციალურებას 1 კაცი აჭიანურებს

იუვენტუსი დიბალას არ ეშვება

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან, პაულო დიბალასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „პაულოსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ვლაპარაკობთ და კიდევ ვილაპარაკებთ. ვიმედოვნებ, მალე შევთანხმდებით,“ – უთხრა ჟურნალისტებს ნედვედმა. შეგახსენებთ, რომ გასულ აგვისტოს, 27 წლის არგენტინელი იუვენტუსს ვერ მოელაპარაკა. ტურინული კლუბი მას კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობდა, წელიწადში 8,5 მილიონიანი (პლუს 1 მილიონი ბონუსები)… Continue reading იუვენტუსი დიბალას არ ეშვება