კლასიკო და ტიტული ბარესლონასია (ვიდეო)

სუპერკოპას ფინალი მატჩთა მატჩი გამოდგა – არა იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ფეხბურთი ვნახეთ, რომელიც კი გვინახავს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთს რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ. დაუძინებელი მტრები, ამჯერად ერთურთს საუდის არაბეთში შეერკინენ. ორივე გუნდმა თამაში ზედმეტი რისკის გარეშე დაიწყო. ჩანდა, რომ აქ თითო შეცდომასაც ოქროს ფასი ჰქონდა. რეალი პირველ ტაიმში ორჯერ შეცდა, ბარსელონამ ორივეჯერ დასაჯა და… Continue reading კლასიკო და ტიტული ბარესლონასია (ვიდეო)

ინიესტა: ვინც მესის საუკეთესოდ არ თვლიდა…

ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ლეო მესიზე და თავის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზეც… ასევე პედრიზე, რომელსაც ადარებენ. „ჩემთვის მესი ისედაც საუკეთესო იყო, თუნდაც ვერ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. ვფიქრობ, მუნდიალი აქ არაფერ შუაშია. ვინც მესის საუკეთესოდ არ მიიჩნევდა, ახლაც მონახავს მიზეზს, რომ არ მიიჩნიოს. ჩემთვის კი ისტორიაში პირველია. …ბარსელონაში დაბრუნება და ჩავის ასისტენტობა? ვნახოთ. შეუძლებელი ნამდვილად არაა, მაგრამ… Continue reading ინიესტა: ვინც მესის საუკეთესოდ არ თვლიდა…

ძვირადღირებულები

მსოფლიო მომავალი ჩემპიონატის წინ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. ყველაზე ძვირი პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი კილიან მბაპე გახლავთ. კილიან მბაპე (საფრანგეთის ნაკრები) – 160 მილიონი ევრო ვინისიუსი (ბრაზილიის ნაკრები) – 120 მილიონი ფილ ფოდენი (ინგლისის ნაკრები) – 110 მილიონი ჯამალ მუსაილა (გერმანიის ნაკრები) – 100 მილიონი პედრი (ესპანეთის ნაკრები) – 100 მილიონი ჯუდ ბილინგემი (ინგლისის ნაკრები)… Continue reading ძვირადღირებულები

გავი: დიდი პატივია. მესი ყველა დროის საუკეთესოა…

ბარსელონას უნიჭიერსმა ფეხბურთელმა, გავიმ “გოლდენ ბოის” ჯილდოს მიღების შემდეგ მიღებულ ემოციაზე ისაუბრა “ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ამის მოგებაზე ოცნებობს. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ის ჯილდო მივიღე, რომელიც, ჩემმა მეგობარმა, პედრიმ და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესომ – ლეო მესიმ მოიგეს,” – თქვა გავიმ. “გოლდენ ბოის” ცერემონია ორშაბათს გაიმართა. წინა… Continue reading გავი: დიდი პატივია. მესი ყველა დროის საუკეთესოა…

FourFourTwo-ს სია: მერამდენეა კვარაცხელია?

ცნობილმა ბრიტანულმა FourFouTwo-მ ახალგაზრდების ტოპ-ათეული გამოქვეყნა. რომელთა ასაკიც 21 წელს არ აღემატება. სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც – მეხუთეზე. საუკეთესოდ კი დორტმუნდის ინგლისელ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს მიიჩნევენ. სიაში აღმოსავლეთევროპელი მხოლოდ ხვიჩაა.   ჯუდ ბელინგემი პედრი ჯამალ მუსიალა გავი ხვიჩა კვარაცხელია ბუკაიო საკა ედუარდო კამავინგა ვილიამ სალიბა გაბრიელ მარტინელი კარიმ ადეიემი

“ის 34 წლისაა? 20 წლისას ჰგავს”

პედრი აღფრთოვანებულია რობერტ ლევანდოვსკით. 18 წლის ესპანელი და 34 წლის პოლონელი… თუმცა პედრი ამბობს, ვერ წარმომიდგენია, პოლონელი 34 წლის რომ არისო. „ის 20 წლისას ჰგავს. შეიძლება გაგიჟდე, როგორ ახერხებს ამდენი გოლის გატანას და ასე გუნდზე მუშაობას. ძალიან გვეხმარება. …დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს. ეს ჯერ დასაწყისია. ბარსელონა დიდებულ გუნდად ყალიბდება: ახალგაზრდები და გამოცდილები, რომლებიც… Continue reading “ის 34 წლისაა? 20 წლისას ჰგავს”

საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ

  გაისად რომ საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ, ეს იცით. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 9 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… რა თქმა უნდა, სუპერფეხბურთელებიდან ბევრი არ ითამაშებს 21-წლამდელებში, რადგან დონეს გადააჭარბეს. მაგრამ ითამაშებენ ისეთებიც, რომლებზეც გათვლა იქნება. ამას ჯერ ვერ გავიგებთ… გამოვრიცხოთ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ესპანელი პედრი და მსგავსი ვარსკვლავები. მაგრამ… Continue reading საქართველოში?.. წარმოვიდგინოთ, 21-წლამდელების ევროპაზე რომ ითამაშონ

არაუხომ გაახანგრძლივა

  ბარსელონა და არაუხო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ახალი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ივნისამდეა. აქ გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა – მილიარდი ევრო, ისევე, როგორც ანსუ ფატისა და პედრის აქვთ. ხელმოწერა 29 აპრილს შედგება, კამპ ნოუზე. ურგვაელის წინა კონტრაქტი გათვლილი 2023 წლამდე იყო.  

დარტყმა ბარსელონასთვის…

კიდევ ერთი დარტყმა ბარსელონასთვის: აინტრახტთან 2:3 წაგების მერე გაირკვა, რომ პედრი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. 19 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბარსას საკვანძო ფიგურად იქცა, ბარძაყის კუნთი დაიზიანა და 6-8 კვირა ვერ ივარჯიშებს… პედრი აინტრახტთან თამაშის დროს შეცვალეს. ბრწყინვალე ფორმაში იყო, გოლები დახატა, მაგრამ თან არ გაუმართლა. რამდენიმე თვის წინაც ჰქონდა ტრავმა.

პედრის ზღაპარი… ბარსას პოსტერები, თეფშები, ფანკლუბი!

ეს პედრია, 19 წლის ბიჭი თავში დაყენებული კომპიუტერით, არანორმალური ნატიფი მოძრაობებით… ვის გაგონებთ? უპირველესად ჩავისა და ინიესტას, ჰოდა, ჩავი მისი მწვრთნელია ბარსელონაში, ინიესტა კი – მისი კერპი. ბარსელონა ახლიდან დაიბადა და აი, 4:0 რეალთან სანტიაგო ბერნაბეუზე რამხელა კონტრასტია იმასთან, რაც ხდებოდა რამდენიმე თვის წინ. და ეს ყველაფერი პედრის გარეშე ვერ მოხდებოდა: 26 ნომერი არის კატალონიელთა… Continue reading პედრის ზღაპარი… ბარსას პოსტერები, თეფშები, ფანკლუბი!