გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ The Best FIFA-ს ცერემონიალზე საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა. „როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ, შენი ყველა კარგი თვისება იზრდება სხვების თვალში, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი თავი ანჩელოტის ან გვარდიოლას გავუთანაბრო. ვამაყობ ჯილდოთი, მაგრამ ეს გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვებია“,- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. ნომინაციაში სკალონის კონკურენტები მანჩესტერ სიტის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა… Continue reading გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

ნაპოლის თამაშის ერთი ასპექტი

ჩემი დღევანდელი ბლოგი წინა ბლოგებისგან განსხვავდება. იოლად მიხვდებით, რომ მის დასაწერად საგანგებოდ მოვიძიე მასალა, თუმცა მიზეზი, თუ რატომ გავაკეთე ასე, ისევ და ისევ 2022-23 წლების ყველაზე „ქართულ“ კლუბთან, ნაპოლისთან არის დაკავშირებული. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები ხშირად დავობენ ლუჩანო სპალეტისა და მის „აძურიზე“. ვინ რას იწონებს, ვინ რას უწუნებს. კაცმა რომ თქვას, შედეგების და თამაშის ხარისხის მიხედვით… Continue reading ნაპოლის თამაშის ერთი ასპექტი

გვარდიოლას ჩელსის ფეხბურთელის დამატება სურს

BRISTOL, ENGLAND - FEBRUARY 28: Pep Guardiola, Manager of Manchester City, looks on prior to the Emirates FA Cup Fifth Round match between Bristol City and Manchester City at Ashton Gate on February 28, 2023 in Bristol, England. (Photo by Manchester City FC/Manchester City FC via Getty Images)

მატეო კოვაჩიჩმა კარიერა შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გააგრძელოს. ამის შესახებ The Thelegraph-ი იუწყება. ისიც აღსანიშნავია, რომ ხორვატი ნახევარმცველის დამატების ინიციატორი პეპ გვარდიოლაა, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. კოვაჩიჩს ჩელსისთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის ამ ზაფხულში გასხვისება წესით არისტოკრატებსაც უნდა აწყობდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაისად მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ. კოვაჩიჩი ჩელსიში 2018 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან გადავიდა.… Continue reading გვარდიოლას ჩელსის ფეხბურთელის დამატება სურს

ერიკ აბიდალი: ზუსტად ამიტომ ვთვლი გვარდიოლას საუკეთესო მწვრთნელად

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ესპანელი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ამის მიზეზებიც თქვა. “მწვრთნელი პირველ რიგში უნდა შევაფასოთ იმით თუ რამდენად კარგად მოაქვს შენამდე სათქმელი, რამდენად კარგია მისი სათამაშო გადაწყვეტილებები, ტაქტიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეხმარება თუ არა ფეხბურთელს პროგრესში. პირადად მე ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლასთან მუშაობისას განვვითარდი. სწორედ ამიტომ ესპანელს… Continue reading ერიკ აბიდალი: ზუსტად ამიტომ ვთვლი გვარდიოლას საუკეთესო მწვრთნელად

პეპ გვარდიოლა: მინდა ვიყო ბაბუა 90 კგ-თი

მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. იმაზე თუ რისი გაკეთება სურს სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ. “კარიერის დასრულების შემდეგ, ბარსელონაში დავბრუნდები. 25 გრადუსიანი ტემპერატურა მენატრება, მენატრება იქაური ზღვა, ზღვის სუნი, საკვები. მომენტი როცა დილით ფარდებს ვხსნით და მზის შუქი შემოდის. ბარსელონაში ბევრი მეგობარი მყავს. როცა დავბრუნდები კამპ ნოუზე დავჯდები და ვუყურებ როგორ თამაშობს კლუბი,… Continue reading პეპ გვარდიოლა: მინდა ვიყო ბაბუა 90 კგ-თი

ჯერარდი, ლამპარდი თუ სქოულზი? – გვარდიოლამ საუკეთესო დაასახელა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რიო ფერდინანდთან იუთუბ გადაცემაში, პოლ სქოულზს, ფრენკ ლამპარდს და სტივენ ჯერარდს შორის არჩევანი გააკეთა. “სამივეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი ფავორიტი სქოულზია. პოლს ყველაფერი ჰქონდა.” – განაცხადა გვარდიოლამ.  სათქმელია, რომ სქოულზზე საუბრისას ესპანელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს როცა გვარდიოლას ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს უნდა… Continue reading ჯერარდი, ლამპარდი თუ სქოულზი? – გვარდიოლამ საუკეთესო დაასახელა

სისულელე!

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიო ჩემპიონატის შუა სეზონში გამართვას სისულელე უწოდა. „ისედაც გიჟური კალენდარი გვაქვს – ფეხბურთელები ვერ ისვენებენ, მხოლოდ მუნდიალზე ფიქრობენ. ცოტა ხანში მათ ეროვნულ გუნდებში მოუწევთ წასვლა. ვთქვათ, ბრენტფორდთან მიღებული ტრავმა პრემიერლიგის შედეგებზე არ იმოქმედებს, მაგრამ ამა თუ იმ მოთამაშემ, ამის გამო, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ერთი თვის წინათ კიდევ შემეძლო… Continue reading სისულელე!

გვარდიოლას სიტიში მბაპეს მიყვანა უნდა

კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიახლეები არ წყდება. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი შემტევის დამატება მანჩესტერ სიტის და პირადად პეპ გვარდიოლას სურთ. შეგახსენებთ, რომ სიტიმ ზაფხულში ერლინგ ჰალანდი დაიმატა და მბაპეს შეძენაც სურს, რადგან ქალაქელებს სურთ, რომ საუკეთესო შეტევა ჰყავდეთ და ევროპაში დომინაცია მოახდინონ. 23 წლის ფეხბურთელს ფრანგული გუნდის დატოვება სურს და ამას არც მალავს. ბოლო ცნობებით, მბაპეს გამოსასყიდი… Continue reading გვარდიოლას სიტიში მბაპეს მიყვანა უნდა

პეპ გვარდიოლა: თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედზე ვიქნებით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

დღეს, 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყება. ერთ-ერთ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი სევილიას ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქალაქელთა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ სიტი მხოლოდ ჰოლანდის იმედად იქნება, ტურნირს ვერ მოიგებენ. “ყოველთვის მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, თუმცა თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედად ვიქნებით, ტურნირს ვერ მოვიგებთ. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ, მომენტები შევქმნათ,… Continue reading პეპ გვარდიოლა: თუ მხოლოდ ჰოლანდის იმედზე ვიქნებით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

რობერტ ლევანდოვსკი: გვარდიოლამ ფეხბურთი სხვანაირად დამანახა

ბარსელონას ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. გეცოდინებათ, რომ პოლონელი ფორვარდი და ბლაუგრანას ყოფილი მწვრთნელი ერთად ბაიერნში მუშაობდნენ. “გვარდიოლასთან ტაქტიკაზე ბევრი ვისაუბრე. ამის შემდეგ ჩემთვის ახალ სქემასთან შეგუება ბევრად მარტივია, პეპმა ფეხბურთი სხვანაირად დამანახა. მან შეცვალა ჩემი შეხედულებები ფეხბურთზე, მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე… მისი წყალობით ჩემთვის, ჩავის მოთხოვნებთან ადაპტაცია ბევრად მარტივია.” – წერია Marca-ზე. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: გვარდიოლამ ფეხბურთი სხვანაირად დამანახა