გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა

პეპ გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, იგი გუნდს სვიდონთან ინგლისის თასის მატჩში ვერ გაუძღვება და ქალაქელებს ამ შეხვედრაში პეპის ასისტენტი როდოლფო ბორელი დამოძღვრავს. სამწუხაროდ კორონავირუსი ბოლო დროს კვლავ მომრავლდა. გვარდიოლა ქალაქელთა 21-ე წარმომადგენელია, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდა. ამ 21 წევრიდან სიტიში კოვიდი 14 ფეხბურთელს აქვს. მანჩესტერ სიტი პრემიერლიგას 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს… Continue reading გვარდიოლას კორონავირუსი დაუდასტურდა

პეპ გვარდიოლა: შეშფოთებულები ვართ, ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მანჩესტერ სიტი ლაიფციგს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანიაში არსებული კოვიდ სიტუაციის გამო შეშფოთებულია. “შეშფოთებულები ვართ, რადგან გერმანიაში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა კორონავირუსის მხრივ. უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ მოგვარებულა. კიდევ უფრო მკაცრი ზომებია საჭირო.  ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია, გამოიჩინეთ სიფრთხილე. კარგი იქნება თუ მატჩს ხალხი… Continue reading პეპ გვარდიოლა: შეშფოთებულები ვართ, ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება

ბარსაში ჩავი ჩავიდა

ჩავის ბიოგრაფიიდან ასეთი ეპიზოდია ცნობილი: ფეხბურთელები ჩვეულებრივი, სამოქალაქო რესით სადღაც მიფრინავდნენ. A ქალაქიდან B ქალაქში. თვითმფრინავი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. დაიწყო რყევა. მგზავრებს რასაკვირველია შეეშინდათ, მაგრამ ერთმა მათგანმა ყველა დაამშვიდა: — ხალხო, დაწყნარდით. არაფერი მოგვივა. ჩვენთან ერთად ჩავი მგზავრობს! ასეა, ჩავი ესპანეთში ყისმათიან კაცად არის ცნობილი, ყისმათი კი ისეთი რამაა, ბევრს ჭკუას რომ ურჩევნია. თუმცა, ჩავი… Continue reading ბარსაში ჩავი ჩავიდა

პეპ გვარდიოლა: ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ახლა უკეთესი სპეციალისტია, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას,  სადაც კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა. “ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას. დღეს მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო ვიცი შეტევა და დაცვა, მეტად ვიცი მეტოქის გაშიფვრა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს კატასტროფა იქნებოდა, რადგან ბარსელონაში 37 წლის ასაკში მივედი, დღეს კი… Continue reading პეპ გვარდიოლა: ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ბარსელონაში მუშაობისას

პეპ გვარდიოლა: რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

6 ნოემბერს ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერული დერბი გაიმართება. მომავალი მეტოქის ერთერთ ლიდერზე კრიშტიანუ რონალდუზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. “მანჩესტერი – ატალანტას მატჩი არ მინახავს, თუმცა აუცილებლად ვნახავ და ყველაფერს გავაანალიზებ. იუნაიტედს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს რონალდუს სახით, ის ნამდვილი საგოლე მანქანაა.  რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ბრიუგესთან მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მანჩესტერთან დაპირისპირება. ჩემმა სიტყვებმა… Continue reading პეპ გვარდიოლა: რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

პეპ გვარდიოლა: ხალხს უნდა მე-20 წუთზე 4:0-ს ვიგებდეთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტიმ ბრიუგე 4:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ თამაში პეპ გვარდიოლამ შეაფასა. “ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ვითამაშეთ. საპასუხო გოლი გავუშვით, რამაც საქმე ცოტა გაგვირთულა, თუმცა მეორე ტაიმში ზეწოლა გავზარდეთ და შედეგს მივაღწიეთ. ხალხს უნდა, რომ მე-20 წუთზე უკვე 4:0-ს ვიგებდეთ, ეს არარეალურია, ეს ზღაპარია. 2 კვირის წინ ბრიუგეს 5:1 მოვუგეთ და ეს… Continue reading პეპ გვარდიოლა: ხალხს უნდა მე-20 წუთზე 4:0-ს ვიგებდეთ

ალი და მარია

ორიოდ დღის წინათ, შუა დღისას, ვესტ-ლონდონის რესტორან Novikov-იდან ახლგაზრდა წყვილი გამოვიდა. მათ ერთმანეთს აკოცეს და გზა გააგრძელეს. და ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები?  ტოტენჰემის 25 წლის ვარსკვლავი, დელე ალი და… სიტის მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას 20 წლის ქალიშვილი მარია. გასულ მაისს ალი მტკივნეულად დაშორებია ყოფილ შეყვარებულ რუბი მეის და ახალი მეგობრის ძებნა დაუწყია  და როგორც ჩანს, უპოვია… Continue reading ალი და მარია

სხვა ლეო

29 სექტემბერი  უამრავ საფეხბურთო ცნობარში ჩაიწერება, როგორც გამორჩეული თარიღი. ხუმრობა ხომ არ არის, ლეო მესიმ პირველად გაიტანა ბარსელონას გარეშე. თანაც ჩემპიონთა ლიგაში. პსჟ-სიტი ერთგვარად ჰოლივუდური დაპირისპირება გახლდათ… რაღაც ყველასგან გამორჩეული. ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა მას მოსწრებულად „მენავთობეთა კლასიკო“ უწოდეს. მოგეხსენებათ, პარიზელებს ყატარელი მფლობელი ნასერ ალ-ჰელაიფი ჰყავთ, მანჩესტერელებს კი საემიროელი შეიხ მანსური, რომლის სრული გვარსახელი: მანსურ ბინ… Continue reading სხვა ლეო

პეპ გვარდიოლა: თავს დამნაშავედ ვგრძნობ

პრემიერლიგის მე-5 ტურში მანჩესტერ სიტიმ საუთჰემტპონს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ მედიასთან ქალაქელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა. “როცა ჩემი გუნდი ცუდად თამაშობს, გულშემატკივრების გამო ვღელავ. ისინი მოდიან, რადგან ფეხბურთის ყურება და ამით სიამოვნების მიღება სურთ. ამიტომაც ვაკეთებ ჩემს საქმეს. საუთჰემპტონთან საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.  არასდროს მიწუწუნია იმის გამო, რომ… Continue reading პეპ გვარდიოლა: თავს დამნაშავედ ვგრძნობ