რაზე ისაუბრეს?.. ანჩელოტიმ იუვესკენ გაიხედა

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის შეხვდა და ბოლოდროინდელ შედეგებზე ესაუბრა. ესპანური პრესიც ცნობით, პერესი ბარსელონასთან თასზე წაგებამ გააბრაზა… თავის მხრივ, ანჩელოტიმ მოკლე სკამზე დაიჩივლა, მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი მყავს და საკმარისი არააო. ანჩელოტის ბარსელონას მაგალითი მოუყვანია, ფინანსური კრიზისის მიუხედავად შემადგენლობას მუდამ აძლიერებენო. რეალმა კი… ვერც კილიან მბაპე, ვერც ჯუდ ბელინგემი. რეალის ერთი შესაძლო ტრანსფერი:… Continue reading რაზე ისაუბრეს?.. ანჩელოტიმ იუვესკენ გაიხედა

პერესმა 1 ევრო მოიგო

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ გაზეთ El Confedencial-ს 1 ევრო მოუგო… სასამართლო დავა. პერესმა შარშან საჩივარი შეიტანა გაზეთის ჟურნალისტ ხოსე ანტონიო აბელანის წინააღმდეგ, რომელმაც აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნდა: პერესი იკერ კასილიასს, კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიუს აკრიტიკებდა. გახსოვთ ეს ისტორია. ჟურნალისტს იქ დაუსაბუთებლად ეწერა რაღაც პუნქტები. და 1 ევრო რატომ? პერესმა შარშან თავად მოითხოვა, რომ თუ გამართლდებოდა,… Continue reading პერესმა 1 ევრო მოიგო

არ დაგვენახოს…

Soccer Football - Ligue 1 - Paris St Germain v Metz - Parc des Princes, Paris, France - May 21, 2022 Paris St Germain's Kylian Mbappe poses for a photo with Paris St Germain president Nasser Al-Khelaifi after signing a new contract REUTERS/Christian Hartmann

მადრიდის რეალი აღარასოდეს დაუბრუნდება კილიან მბაპეს საკითხის განხილვას. კლუბის ხელმძღვანელობა მას მოღალატედ მიიჩნევს. სამეფო კლუბში ესმით, რომ ზაფხულში მადრიდელებთან მოლაპარაკება მბაპემ პარი სენ-ჟერმენში ასტრონომიული ხელფასის დასანიშნად გამოიყენა. მადრიდში ყოფნისას პრეზიდენტ პერესთან მას თბილი შეხვედრა ჰქონდა. თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდეგ პსჟ-ში დარჩენის თაობაზე აღარც დაურეკავს. მოკლე შეტყობინება გაუგზავნა პერესს. კლუბში ასევე ფიქრობენ, რომ კარგი იქნება… Continue reading არ დაგვენახოს…

კარლოს კონტრაქტი – რას აპირებს რეალი?

PARIS, FRANCE - MAY 28: Real Madrid Head Coach Carlo Ancelotti celebrating after winning UEFA Champions League Final during the final match between Liverpool FC and Real Madrid at Stade de France on May 28, 2022 in Paris, France. (Photo by Adam Sobral/Eurasia Sport Images/Getty Images)

2021 წელს, ანჩელოტიმ რეალთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ევერტონში დარჩენას დიდ ხანს აპირებდა, მაგრამ როცა წინადადება მადრიდიდან მიიღო… ბლანკოსში მივიდა და გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 63 წლის სპეციალისტს ფეხბურთელები აფასებენ, ფლორენტინო პერესი კი, მეტიც – აღფრთოვანებულია. მათ სურთ, რომ ანჩელოტი დიდ ხანს დარჩეს და გრძელვადიანი პროექტი ჩაიბაროს. კარლო, სავარაუდოდ,… Continue reading კარლოს კონტრაქტი – რას აპირებს რეალი?

პერესი: “რონალდუ გავიფორმოთ? ისევ?..”

  რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფანების კითხვას ღიმილით უპასუხა. ორი ფანი შეხვდა პერესს და სთხოვეს კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება. პერესმა კი უპასუხათ: „რონალდუ გავიფორმოთ? ისევ? ის ხომ 38 წლისაა…“ შეგახსენებთ, რონალდუ კვლავ მანჩესტერ იუნაიტედშია, მაგრამ შესაძლოა, სხვაგან გააგრძელოს კარიერა. ისე, პერესმა თქვა, რომ ჩუამენისა და რიუდიგერის შეძენის მერე გუნდი ჩამოყალიბდა. დაამატა, ახლა ფეხბურთელებს აღარ ვეძებთო.  … Continue reading პერესი: “რონალდუ გავიფორმოთ? ისევ?..”

რეალი-ატლეტიკო: მეგობრობა დამთავრდა, 15 წლის ბიჭი პირველია…

რეალმა და ატლეტიკომ რამდენიმე წლის წინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ერთმანეთს ფეხბურთელს არ წაართმევდნენ. კლუბის პრეზიდენტების პაქტი იყო: ფლორენტინო პერესმა და ენრიკე სერესომ მოილაპარაკეს… მაგრამ დაირღვა: ამ ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაირღვა. რეალმა 15 წლის შემტევი ხავიერ ფორტეა გაიფორმა. ეს კიდევ არაფერი. რეალი ატლეტიკოს 7 ჭაბუკთან აწარმოებს მოლაპარაკებას. 7! რატომ დაიწყო გაუგებრობა? მიზეზი, სავარაუდოდ, ატლეტიკოს უარია,… Continue reading რეალი-ატლეტიკო: მეგობრობა დამთავრდა, 15 წლის ბიჭი პირველია…

უეფას პრეზიდენტი: სამ გაბრაზებულ ადამიანს ვხედავ

უეფას პრეზიდენტმა, ალქსანდრ ჩეფერინიმ ევროპის სუპერ ლიგის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა   „უეფას მონოპოლია არ აქვს. ნებისმიერ კლუბს შეუძლია მონაწილეობა იქ მიიღოს, სადაც სურს, ანდაც – ახალი ჩამოაყალიბოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ჩატარებულ ტურნირებში თამაშის უფლებას არ მივცემთ. ლოგიკურია, არა?!   ვხედავ, რომ სუპერლიგის პროექტი მკვდარია, რადგან იქ გაწევრიანება არავის სურს. ასევე, სამ გაბრაზებულ ადამიანს… Continue reading უეფას პრეზიდენტი: სამ გაბრაზებულ ადამიანს ვხედავ

პერესი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს

რეალის პრეზიდენტს, ფლორენინო პერესს სჯერა, რომ ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს –          ახლა რეალში გალაკტიკო არ არის დიდი მოთამაშეები არ იყიდებიან, ან მათი ფასი ძალიან მაღალია. ჩვენ ფეხბურთელები გვყავს, რომელთა გამოსასყიდი თანხა მილიარდი დოლარია. აქ ვინისიუსი, როდრიგო, ვალვერდე, მილიტაო თამაშობენ… ვინისთან ახალი კონტრაქტი პრობლემა არ არის. ის ყოველთვის ამბობს, რომ რეალიდან წასვლა არ სურს. –          რეალის… Continue reading პერესი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს

მონაკოში გრან-პრი იყო მშვიდი, პერესის წინ გადაფრინდა ჩიტი (+video)

მონაკოს გრან-პრიზე ერთი სახალისო მომენტიც ვნახეთ. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ მექსიკელმა სერხიო (ჩეკო) პერესმა მოიგო რბოლა, მას კარლოს საინსი და მაქს ფერსტაპენი ჩამორჩნენ… რედ ბულის პილოტმა პერესმა წლეულს პირველად მოახერხა გამარჯვება. 7 გრან-პრია გასულია. მონაკოს ტრასა მაინც განსაკუთრებულია, ჯერ ადგილმდებარეობით და თან ტრადიციული. შუა რბოლაში, 33-ე წრეზე ჩეკო პერესს წინ ჩიტმა გაუფრინა და ჩანს, როგორ… Continue reading მონაკოში გრან-პრი იყო მშვიდი, პერესის წინ გადაფრინდა ჩიტი (+video)

ჩეფერინი: ვფიქრობ, ოქროს ბურთს ბენზემა მოიგებს…

უეფას პრეზიდენტი, ალექსანედრ ჩეფერინი ფიქრობს, რომ ოქროს ბურთს ბენზემა მოიგებს „ვფიქრობ, ოქროს ბურთს ბენზემა მოიგებს,“ – ეს სიტყვები, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, მან ფლორენტინო პერესს უთხრა. რეალის მაისურით, კარიმმა 45 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემაც შეასრულა. რაც შეეხება ლიგას, იქ 11 მატჩში 15 გოლი აქვს.