შაკირას მურაბა

ცნობილი გახდა, როგორ შეიტყო  ბარსელონას ყოფილი მცველის, ჟერარ პიკეს ყოფილმა მეუღლემ, მომღერალმა შაკირამ ქმრის ღალატის შესახებ. თურმე, მომღერალმა საკონცერტო ტურიდან შინ დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ვიღაცას მისი საყვარელი მურაბა შეეჭამა… პიკეს არ ჰყვარებია მარწყვის მურაბა. მაშ… პიკე და შაკირა 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ. შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მომღერალმა ყოფილ ქმარს ახალი კომპოზიცია მიუძღვნა. სიმღერა ძირითადად… Continue reading შაკირას მურაბა

ჯადოქარი აივანზე

ბარსელონას ყოფილი მცველის ჟერარდ პიკეს ყოფილმა მეუღლემ, ცნობილმა მომღერალმა შაკირამ, თავისი სახლის აივანზე ჯადოქრის ფიგურა დადო, რომელიც ფეხბურთელის დედის სასახლიდან კარგად ჩანს. შაკირას სახლი ბარსელონაში მისი ყოფილი დედამთილის ბინასთან მდებარეობს და მომღერალმა შანსი ხელიდან არ გაუშვა ფეხბურთელის მიმართ მორიგი თავდასხმისთვის.   “აივანზე მართლაც იყო ნატურალური ზომის შავი ჯადოქარი თეთრი წვერით”, – წერს ჟურნალისტი მარკ ლეირადო… Continue reading ჯადოქარი აივანზე

პიკე დაბრუნდა

12/04/2019 El presidente de Kosmos y jugador del FC Barcelona, Gerard Piqué, y el director general de MoraBanc, Lluís Alsina, durante la rueda de prensa sobre el nuevo acuerdo de patrocinio entre el FC Andorra y el MoraBanc POLITICA ANDORRA DEPORTES

ბარსელონას  ყოფილ მცველი ჟერარ პიკე მოედანზე დაბრუნდა და ესპანური ანდორას მაისურით ითამაშებს. საინტერესოა, რომ ამ კლუბის მფლობელი თავადაა. მან ანდორა 2018 წელს შეიძინა. შეგახსენებთ, რომ პიკემ ფეხბურთელის კარიერა 2022 წლის ბოლოს დაასრულა. ის ესპანური პრიმერას რვაგზის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ოთხჯერ მომგები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ანდორაში 35 წლის პიკეს თამაშს ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ესპანეთის… Continue reading პიკე დაბრუნდა

შაკირა მაიმაიში მიდის

ცნობილი პოპ-ვარსკვლავი შაკირა, გაისად ორ ბავშვთან, მილანთან და საშასთან ერთად მაიამიში აპირებს გადაბარგებას – ასე გადაწყვიტეს მისმა და ყოფილი მეუღლის, ბარსელონას ვარსკვლავის, ჟერარ პიკეს ადვოკატებმა. შეხვედრა ბარსელონას გარეუბან ესპლუგ-დე-ლობრეგატში, წყვილის ყოფილ საცხოვრებელ სახლში შედგა ორშაბათს და დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. ადვოკატებმა ბევრი იმუშავეს. საბოლოოდ, პიკე მოერიდა განქორწინებასთან დაკავშირებულ დავიდარაბას და ყოფილ მეუღლეს დაუთმო. 45 წლის… Continue reading შაკირა მაიმაიში მიდის

რატომ არ დაემშვიდობა მესი პიკეს?

ბარსელონას ლეგენდარულმა მცველმა, ხერარდ პიკემ, ალმერიასთან შეხვედრაში, კარიერა დაასრულა. დამშვიდობება ემოციური გამოდგა, სტადიონი ტაშს უკრავდა, მაყურებლები ფეხზე იდგნენ. მის გადაწყვეტილებას აჟიოტაჟი და გამოხმაურება მთელი მსოფლიოდან მოჰყვა. პიკეს მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელები დაემშვიდობნენ, მაგრამ არა ლეო მესი. რატომ? მიზეზზე El Nacional-ი საუბრობს. არგენტინელი ფეხბურთელი პიკეზე 2022 წლის იანვრიდანაა ნაწყენი, როდესაც ხერარდმა ხელფასი არ დაიკლო, რათა ლეო ბარსელონაში დარჩენილიო. ასევე, გავრცელდა… Continue reading რატომ არ დაემშვიდობა მესი პიკეს?

პიკე იმედგაცრუებულია – წასვლა არ სურდა…

ბარსელონას მცველს, პიკეს კარიერის დასრულება შუა სეზონში არ სურდა. Cadena SER-ის ინფორმაციით, სეზონის სტარტამდე, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ახალი ცენტრალური მცველის ყიდვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სათამაშო დროს დაპირდა. სეზონის დასაწყისში, პიკემ დაინახა, რომ პირობა არ  სრულდებოდა – უფრო მეტიც, მოედანზე  მხოლოდ მაშინ შედიოდა, როდესაც სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო. მას სჯერა, რომ ეს განპირობებული მისი… Continue reading პიკე იმედგაცრუებულია – წასვლა არ სურდა…

პუიოლი: ხერარ, უსამართლობაა…

ბარსელონას ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა, კარლეს პუიოლი პიკეს ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “ხერი, ყველაფრისთვის მადლობა. შოკში ვარ. რაც მოხდა უსამართლო იყო. შენნაირი მცველი ბარსას ცოტა ჰყოლია. ყოველთვის ვიტყვი, რომ შენ გვერდზე თამაში ჩემთვის პრივილეგია იყო. მიყვარხარ, მეგობარო.”  

პიკე ასრულებს – როდის იქნება ბოლო თამაში?

ბარსელონას მცველმა, ხერარდ პიკემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა “ბოლო კვირებსა თუ თვეებში, ჩემზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. აქამდე მათ არ ვპასუხობდი. ახლა ვილაპარაკებ. ბევრი თქვენგანივით, მეც ყოველთვის ბარსას გულშემატკივარი ვიყავი. ფეხბურთის ქომაგების ოჯახში დავიბადე, სადაც ბარსელონას გულშემატკივრობენ. როდესაც პატარა ვიყავი, არა უბრალოდ ფეხბურთელობა, არამედ ბარსას ფეხბურთელობა მინდოდა. ბოლო დროს, ამ პატარა ბიჭზე ბევრს ვფიქრობ. რა იქნებოდა, თუ ვინმე… Continue reading პიკე ასრულებს – როდის იქნება ბოლო თამაში?

პიკე ისევ ნაკრებში?

ბარსელონას 35 წლის ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ესპანეთის ნაკრების 55-კაციან, გაფართოებულ საყატარო სიაში მოხვდა. პიკე ერთერთია იმ 55 ფეხბურთელს შორის, რომლებიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ გამოიძახეს. ამავე სიაშია პარი-სენ ჟერმენის ვეტერანი უკანახაზელი სერხიო რამოსი. არადა, მათ უკვე კარგა ხანია ეროვნულ გუნდში აღარ იძახებდნენ. გამოძახება ამ ორეულს მუნდიალზე თამაშის გარანტიას არ აძლევს. მთავარმა მწვრთნელმა, ლუის… Continue reading პიკე ისევ ნაკრებში?

არც გეტრი, არც წვივსაფარი… (როგორ იქცეოდა პიკე?)

ჟერარ პიკე დამსწრესავით იჯდა ბარსელონას სათადარიგოთა სკამზე, უთამაშებლობის გამო ირონიულად იღიმოდა და შეცვლაზე შესვლამდე მცირე წარმოდგენა მოაწყო. ვალენსია-ბარსელონას 73-ე წუთზე ჟიულ კუნდემ ტრავმა მიიღო, ჩავიმ კი პიკეს დაუძახა – შენ უნდა შეხვიდეო. პრესკონფერენციაზე ჩავიმ პიკეზე თქვა: „არც წვივსაფარი ჰქონდა და არც გეტრები. არ ემზადებოდა. ეს უკვე საგანგებო სიტუაციაა“ (Marca) კადრში ჩანს, რომ სერხიო ბუსკეტსი ეხმარება… Continue reading არც გეტრი, არც წვივსაფარი… (როგორ იქცეოდა პიკე?)