ჰოლანდი პოგბას სახლში

მანჩესტერ სიტის ნორევგიელმა ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერ იუნაიტედის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, პოლ პოგბას სახლს დაადგა თვალი. უკვე დაათვალიერა კიდეც შენობა-შემოგარენი და ერთობ კმაყოფილი დარჩა. სახლი ჩეშირში მდებარეობს და ხუთოთახიანია. აქვს სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, მაგრამ მთავარია, რომ აქვს დახურული საფეხბურთო მოედანი, რომელსაც პოგბამ PP Arena – პოლ პოგბა არენა დაარქვა. მინდორს აქვს მინი – კარები,… Continue reading ჰოლანდი პოგბას სახლში

პოგბას არჩევანი

ტელეგრაფის ინფორმაციით, პოლ პოგბას დასამატებლად სამი გრანდი: იუვე, პსჟ და რეალი იბრძვიან. ნახევარმცველმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მანჩესტერიდან მიდის. ფრანგი რომ ტურინში დაბრუდნეს – ამის ყველაზე დიდი ალბათობაა, თუმცა პსჟ-სა და რეალის გამორიცხვაც არ შეიძლება. პოგბა სამივე კლუბის წინადადების განხილვას გეგმავს. რეალს ცენტრის გაძლიერება სურს, მონაკოდან ჩუამენის ტრანსფერი გადაწყვეტილია, პოგბა კი კიდევ ერთ ალტერნატივას ნიშნავს. რაც… Continue reading პოგბას არჩევანი

ტენ ჰაგის შავი სია

  ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერში მუშაობას მალე შეუდგება. როგორც დეილი მეილი წერს, მწვრთნელი ჯერ აიაქსზეა ფოკუსირებული, თუმცა მანკუნიელთა სპორტულ დირექტორთან – ჯონ მეტროსთან – სისტემატიური კომუნიკაცია აქვს, ისევე, როგორც დარენ ფლეტჩერთან. ექსპერტები ელიან, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დიდ როლს ითამაშებს. კონტრაქტების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ტენ ჰაგს მთავარი როლი დაეკისრება. 52 წლის სპეციალისტს,… Continue reading ტენ ჰაგის შავი სია

პოგბას ამბავი – რა სთხოვა მანჩესტერმა?

  ESPN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა პოლ პოგბას სთხოვა, რომ სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადოს. საქმე იმაშია, რომ ინგლისურ გრანდში რალფ რანგნიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, ახალი მწვრთნელი კი სეზონის დასრულების შემდეგ დაინიშნება. კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალი მწვრთნელი ფრანგს დარჩენაში დაარწმუნებს. მოგეხსენებათ, პოგბას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უფლება აქვს სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.… Continue reading პოგბას ამბავი – რა სთხოვა მანჩესტერმა?

პსჟ-ს მთავარი სამიზნე…

  L’Équipe-ის ინფორმაციით, ზაფხულში, პსჟ-ის მთავარი სამიზნე, პოლ პოგბა იქნება. პარიზელების სპორტული დირექტორი, ლეონარდო მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, იტალიელი აგენტი ფრანგი ფეხბურთელის აგენტია. აქამდეც დავწერეთ, რომ მანჩესტერისა და პოგბას მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ მიმდინარეობს. ისე ჩანს, პოლს პსჟ-ში წასვლა ნამდვილად უნდა. ამჟამად, ფრანგი ტრავმირებულია და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

რაიოლა პოგბაზე: “ოცნებას ვერავის დავუშლი”

  მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე, მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ ისაუბრა. საუბარი, ფრანგის იუვეში შესაძლო დაბრუნებაზე იყო “ოცნებას ვერავის ავუკრძალავ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. შობისა და არდადეგების გათვალისწინებით, დეკემბერი ოცნებების თვეა, თუმცა ახლა საუბარი ადრეა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პოგბაზე საუბრისას ინგლისში მიცვალებულებიც იღვიძებენ. მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელები პოგბას ან მე თუ არ განმიხილავენ, გამოდის არავისზე… Continue reading რაიოლა პოგბაზე: “ოცნებას ვერავის დავუშლი”

“ამის მერე პოგბამ მანჩესტერში კიდევ უნდა ითამაშოს?!”

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა… სქოულზი ამბობს, რომ პოგბამ წესით აღარც უნდა ითამაშოს მანიუში. ადრეც არ იყო მასზე დიდი აზრის, მაგრამ ლივერპულთან 0:5-ის და თან ფრანგის გაძევების მერე ძალიან გაბრაზდა. ისე, ერთად თამაშობდნენ, მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა – 19 წელი. „წარმოიდგინეთ, პოგბა შემოდის მოედანზე, რათა გუნდს დაეხმაროს, ცოტა სოლიდარობა დაუბრუნოს, ნახევარდაცვაში… Continue reading “ამის მერე პოგბამ მანჩესტერში კიდევ უნდა ითამაშოს?!”

ასე სადაა?.. ფიფა აგენტებს ურტყამს

ფიფას ახალი წესი შემოაქვს: აგენტები ორივე მხარეს (კლუბსა და ფეხბურთელს) ვერ წარმოადგენენ, ანუ ან ერთი მხარე, ან მეორე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი წელიწადში 200 000 ამერიკულ დოლარზე მეტს იღებს… ასეთი შემთხვევები კი, როცა აგენტი ორივე მხარისგან სარგებლობს, გახშირდა და მითუმეტეს ინგლისში. ცნობილი აგენტი მინო რაიოლა კი კიდევ უფრო შორს წავიდა: სამივე მხარეს წარმოადგენდა – პოლ… Continue reading ასე სადაა?.. ფიფა აგენტებს ურტყამს

3 დიდი ტრანსფერი – პსჟ მბაპეს ნაცვლად მათ შეძენას გეგმავს

L’Équipe-ის ინფორმაციით, მბაპეს რეალში გადასვლა (170+10 მილიონი ევრო) თითქმის გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ ახალ ტრანსფერებზე გადაერთო.   პარიზელებს დორტმუნდიდან ერლინგ ჰოლანდის, მანჩესტერიდან პოლ პოგბას, რენიდან კი ედუარდო კამავინგას დამატებას გეგმავენ.   პოგბასა და კამავინგას კლუბებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებთ და მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.