გოლი, რომელიც დიდი შანსია, 2022 წლის საუკეთესოდ დაასახელონ…The Best-ის დაჯილდოვებაზე, 27 თებერვალს. ამას აღწერა სჭირდება? ნახეთ, რა მაკრატელას ასრულებს ამპუტანტი ფეხბურთელი მარცინ ოლექსი. ის პოლონელია, პოზნანის ვარტაში თამაშობს. როგორ გამოუვიდა ასეთი გოლი? „პარტნიორი ბურთთან რომ მივიდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ პასს ჩემზე გააკეთებდა. რომ დავარტყი, თან ვუყურებდი და არ დამავიწყდება წამის მეასედი, როცა კუთხეში შეფრინდა… Continue reading ასფალტი, ამპუტაცია, ყავარჯნები… წლის საუკეთესო გოლი? (+video)
Tag: პოლონეთი
მიხნევიჩი წავიდა
ჩესლავ მიხნევიჩმა პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. „პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობის სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩესლავ მიხნევიჩს 11 თვიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ცნობილია, რომ მან გუნდი არცთუ კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა. მიუხედავდ ამისა, შეძლო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა ფლეი-ოფის მატჩების შემდეგ. ასევე ერთა ლიგის ელიტურ დივიზიონში შეუნარჩუნა ადგილი. 36 წლის მანძილზე მუნდიალებზე პირველად დაძლია… Continue reading მიხნევიჩი წავიდა
ბრწყინვალე მბაპე, რეკორდსმენი ჟირუ და 1/4 ფინალისტი საფრანგეთი
მსოფლიო ჩემპიონატს მორიგი 1/4 ფინალისტი ჰყავს. საფრანგეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. მამლების მსგავსად პოლონელებმაც კარგად დაიწყეს. ლევანდოვსკი და კამპანია აშკარად იმაზე კარგად გამოიყურებოდნენ, ვიდრე წინა მატჩებში, თუმცა 1/4 ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა. საფრანგეთის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც ტურნირის მთავარ ფავორიტს შეშვენის. განსაკუთრებით კარგები იყვნენ ჟირუ და მბაპე. სწორედ ამ… Continue reading ბრწყინვალე მბაპე, რეკორდსმენი ჟირუ და 1/4 ფინალისტი საფრანგეთი
ფრანგებს პრობლემებს შევუქმნით
პოლონეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 4 დეკემბერს მერვედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ფავორიტები, ცხადია ფრანგები არიან, მაგრამ პოლონელთა მთავრი მწვრთნელი, ჩესლავ მიხნევიჩი, ცოტა სხვა აზრისაა. „ჩვენი მომავალი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. ძლიან ძლიერები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მათთვის პრობლემების შექმნაა. ყველა ოცნებობს ფინალზე საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის,… Continue reading ფრანგებს პრობლემებს შევუქმნით
რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ 1/8 ფინალში ერთმანეთს პოლონეთის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა. “საფრანგეთი ფავორიტია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რათა მათ პრობლემები შევუქმნათ. ფრანგებს დიდი გუნდი ჰყავთ, თუმცა ტუნისთან თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. საფრანგეთთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, გვესმის თუ რამდენად კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ. შანსები ბოლომდე… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია
მესისთან ნიძლავი 100 ევროზე…
ვოიცეხ შჩესნის ჰკითხეს, თუ რაზე ესაუბრებოდა ლეო მესის არგენტინა-პოლონეთის მატჩის პირველ ტაიმში. ეს პენალტის მომენტში, როცა მსაჯი VAR-ზე ამოწმებდა ეპიზოდს. „100 ევროზე დავნიძლავდეთ, რომ პენალტს არ დანიშნავენ. მოკლედ, მესისთან წავაგე. გადახდას არ ვაპირებ, მესის ისედაც საკმარისი ფული აქვს“ (Ole) შჩესნი ისტორიაში მესამე მეკარეა, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორი პენალტი მოიგერია: პირველი იყო ასევე პოლონელი იან ტომაშევსკი… Continue reading მესისთან ნიძლავი 100 ევროზე…
უპრობლემოდ – არგენტინა 1/8 ფინალშია!
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, არგენტინა პოლონეთს შეხვდა. არგენტინებელი საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუ მოიგებდნენ – გავიდოდნენ; ფრეს შემთხვევაში – სათუო იყო; თუ წააგებდნენ – ვერა. ალბისელესტეს კითხვები არ დაუტოვებია – ისე ითამაშეს, პირველი ტურიდან რომ მოველოდით. პოლონელები, პრაქტიკულად მთელი მატჩი, ყრუ დაცვაში იყვნენ და 2 გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს, გასაკვირია. თავად რას… Continue reading უპრობლემოდ – არგენტინა 1/8 ფინალშია!
“ლევანდოვსკი თუ მესი? ეს ჩოგბურთი არაა,” – პოლონეთის მწვრთნელი
ჩესლავ მიხნევიჩმა ლეო მესის და რობერტ ლევანდოვსკის დაპირისპირებაზე ისაუბრა. 30 ნოემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პოლონეთი არგენტინას შეხვდება “ეს ჩოგბურთი არაა. ისინი ერთი ერთზე არ თამაშობენ, ჩაწოდება არ აქვთ. რობერტს, როგორც ლეოს, თანაგუნდელები სჭირდება. ასეთ დიდებულ თავდასხმელებზე დაყრდნობა შეიძლება, მაგრამ მარტო ისინიც ვერ მოიგებენ. წლებია, მესის შეჩერების გზებზე მთელი მსოფლიო ფიქრობს. არ მგონია პასუხი ვიპოვოთ.… Continue reading “ლევანდოვსკი თუ მესი? ეს ჩოგბურთი არაა,” – პოლონეთის მწვრთნელი
დაბრუნება მიწაზე – ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთი დაჩაგრა!
არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთი დედამიწაზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააბრუნა. პირველი ტაიმის ბოლოს, პოლონელი ფორვარდის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, 6 მეტრიდან, ზიელინსკის უპრობლემოდ დარტყმის საშუალება მიეცა და ანგარიშის გახსნა მასაც არ გასჭირვებია. მატჩის 82-ე წუთზე, რობერტმა ბურთი ალ მალკის მოპარა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი მიითვალა! საბოლოო ანგარიში – 2:0. რა შეიძლება შეხვედრის მიმდინარეობაზე ითქვას? საუდის არაბეთმა… Continue reading დაბრუნება მიწაზე – ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთი დაჩაგრა!
ზლატანი: პენალტი რომ არ დანიშნულიყო…
შვედეთის ნაკრების ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ნაკრებიდან არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლისაა და შემდეგი დიდი ტურნირი 2024 წლამდე არ მოუწევს. მოგეხსენებათ, შვედეთი პოლონეთთან დამარცხდა (0:2) და 2022 წლის მსოფლიოზე ვერ ითამაშებს „სარგებლობის მოტანა მარცხსაც შეუძლია. ეს ახალი გუნდია, რომელმაც განვითარება უნდა გააგრძელოს. მახარებს, რომ პროექტის ნაწილი ვარ. ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი… Continue reading ზლატანი: პენალტი რომ არ დანიშნულიყო…