პოლ პოგბა მანჩესტერისგან ერთგულების ბონუსს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ, ივნისის ბოლოს, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. დაილი მეილის ინფორმაციით, ეს თანხა 3.78 მილიონ გირვანქას (4,5 მილიონ ევროს) შეადგენს. მოგეხსენებათ, 2012/13 წლებში, მანჩესტერმა პოგბა იუვენტუსში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, 2016 წელს 105 მილიონ ევროდ ისევ იყიდა, ახლა კი კვლავ უფასოდ უშვებს, ისევ იუვენტუსში.