პოლ პოგბამ მანჩესტერში მის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. მან პორტუგალიელის დისციპლინას გაუსვა ხაზი. “რონალდუს დისციპლინა წარმოუდგენელია, მსგავსი არაფერი მინახავს. კრიშტიანუს დისციპლინა სულ სხვა დონეზეა. სხვა ფეხბურთელებიც ძალიან პროფესიონალები არიან, ვარჯიშზე ადრე მოდიან და ვარჯიშის მერე რჩებიან, მაგრამ ის რასაც კრიშტიანუ აკეთებს, წარმოუდგენელია. რონალდუ ფაქტობრივად არ გაჩერებულა. მისი ასეთი რეჟიმი რონალდუს ყოველ დღიურობაა.” – ციტირებს… Continue reading პოგბა რონალდუზე: მსგავსი არაფერი მინახავს
Tag: პოლ პოგბა
პოგბა მოურინიოს: შენი აზრით ვინ ვარ?
პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი გაიხსენა. ფრანგმა მოყვა თუ როგორ დაიწყო მას და პორტუგალიელ მწვრთნელს შორის უთანხმობება. “ჩვენ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა როცა ტრავმა მივიღე და რეაბილიტაციას მაიამიში გავდიოდი. იქ მეუღლესთან ერთად ვიყავი, ჟურნალისტებმა ფოტოები გადაგვიღეს, ჟოზეს ეს არ მოეწონა და სურათები მინო რაიოლას გაუგზავნა. რაიოლას უთხრა, რომ მთელი გუნდი ვარჯიშობს, მე კი მაიამიში ვერთობი.… Continue reading პოგბა მოურინიოს: შენი აზრით ვინ ვარ?
კიმპემბეც…
პარი სენ-ჟერმენის მცველი პრენსელ კიმპემბე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს – ამას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. მას მონაკოს უკანახაზელი, აქსელ დისასი შეცვლის. ნოემბრის დასაწისიდან კიმპემბეს აქილევსის მყესის პრობლემა აწუხებდა, გუშინ კი საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ყატარის მუნდიალს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით ფრანგებს პოლ პოგბა და ნგოლო კანტე ვერ დაეხმარებიან. 24 წლის დისასიმ მიმდინარე სეზონში მონაკოს… Continue reading კიმპემბეც…
პოგბა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
პოლ პოგბა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. როგორც BBC იუწყება, მას მუხლის ოპერაციის შემდეგ, აღსადგენად დიდი დრო დასჭირდება და მუნდიალზე თამაში სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდება. პოგბამ ტრავმა ივლისში მიიღო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ოპერაცია და რეაბილიტაცია მუნდიალამდე მოესწრებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მამლები კატარში პოგბას გარეშე გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. 4… Continue reading პოგბა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
პოგბათა ამბავი
29 წლის პოლ პოგბამ პოლიციაში უჩივლა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფულს სთხოვს და ეუბნება, რომ ეს მისი 13-წლიანი დაცვის გასამრჯელოა. პარიზის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება დაადასტურეს. პოგბას გამომძიებლებისთვის უთქვამს, რომ მოძალადეებმა მას უსაყვედურეს, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდი ჩვენთვის ფული აღარ მოგიციაო და 13 მილიონი ევრო მოთხოვეს. ფეხბურთელს გამომძიებლებისთვის მოუყოლია, რომ ის ბავშვობის მეგობრებს მატერიალურად ყოველთვის ეხმარებოდა. ერთადერთი… Continue reading პოგბათა ამბავი
პოგბას ძმა: ჩემს ძმას სურს მოვკვდე…
პოლ პოგბას ძმის განცხადებით, მას, იუვენტუსის ვარსკვლავისგან, სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. “ვხედავ, რომ ბევრმა ადამიანმა, ასევე მედიამ, უაპელაციოდ, პოლის სიტყვები როგორც ჭეშმარიტება ისე მიიღო. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვარსკვლავია. ვისაც მსგავსი კარიერა არ ჰქონია, უნდა გაჩუმდეს. ამ სიბრმავეს ვერაფერს ვუხერხებ. ამ წერილით მათ მივმართავ, ვისაც სიტუაციის რეალურად გაგება სურთ. შეგახსენებთ: ვთქვი, რომ ფაქტებს გავასაჯაროებდი,… Continue reading პოგბას ძმა: ჩემს ძმას სურს მოვკვდე…
პოგბას თვეები გაუცდება
პოლ პოგბას ირგვლივ არასასიამოვნო ამბებია. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ტრავმირებულია და მალე ოპერაციას გაუკეთებენ. ამავე წყაროს ცნობით, ფრანგს 2თვე გაუცდება. როგორც გაირკვა, პოგბამ ვარჯიშისას მუხლში ტკივილი იგრძნო და გამოკვლევა ჩაუტარეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ფეხბურთელს მენისკს ამოკვეთენ და როგორც უკვე გითხარით 2 თვე იუქმებს. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა იუვენტუსში დაახლოებით 1 კვირის წინ… Continue reading პოგბას თვეები გაუცდება
ლამაზობა მაიამიში
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი პოლ პოგბა, რომელიც კარიერას სავარაუდოდ იუვენტუსში გააგრძელებს, რამდენიმე დღით მაიამიში იმყოფებოდა მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაზე. შემდეგ კი „ლამაზ მატჩში“ მიიღო მონაწილეობა. ასე დაარქვეს ვარსკვლავთა შეხვედრას, რომელიც დევიდ ბექემის ინტერ მაიამის სტადიონზე გაიმართა. პოგბასთან ერთად მინდორზე იყვენენ რონალდინიო, რობერტო კარლოსი, პატრიკ კლუივერტი, კაფუ, არტურო ვიდალი, რივალდო, ვინისიუსი, პაულო დიბალა და სხვანი.… Continue reading ლამაზობა მაიამიში
ფაბრიციო რომანო: პოგბამ და იუვენტუსმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს
პოლ პოგბას მომავალი გარკვეულია. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგმა იუვენტუსთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ყველაფერი ივლისის დასაწყისში გაოფიციალურდება და პოგბა იუვენტუსში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ პოგბა ბოლოს მანჩესტერში თამაშობდა. ფეხბურთელს ბრიტანულ გრანდში საქმეები არცისე კარგად მისდიოდა, კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. წინა სეზონში პოგბამ მანჩესტერში 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე… Continue reading ფაბრიციო რომანო: პოგბამ და იუვენტუსმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს
პოგბა: მთავარია გავერთო…
პოლ პოგბა თავისუფალი აგენტია და ჯერ არ იცის კარიერას სად გააგრძელებს. ფრანგს წინადადებები მრავლად აქვს, განსაკუთრებით კი სამი კლუბი აქტიურობს: იუვე, რეალი და პსჟ. ფეხბურთელმა კრიტერიუმად ეს დაასახელა: „ჩემი თავისთვის საუკეთესო მინდა. მინდა ყველაფერი მქონდეს. ახლა შესვენება ავიღე და ყველაზე კარგ ვარიანტს ვეძებ. მინდა ფეხბურთი ვითამაშო, ის ვიყო რაც ვარ და ამით სიამოვნება მივიღო. თუ… Continue reading პოგბა: მთავარია გავერთო…