რიკარდო რეგუფე – ამ კაცმა 30 მილიონი ევრო მიიღო კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში გადასვლისთვის. ეს საკომისიო თანხაა. რიკარდო რეგუფე რონალდუს მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია. ზოგი მენეჯერსაც ეძახის, მაგრამ თავად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამბობს, უბრალოდ უახლოესი მეგობარიაო… სწორედ რეგუფე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ალ-ნასრთან და არა აგენტი ჟორჟე მენდეში. რიკარდო რეგუფე აჩრდილივით თან დაჰყვება რონალდუს, პორტუგალიის ნაკრებშიც გასულ მუნდიალზე… Continue reading ვინაა რონალდუს მეგობარი, რომელმაც 30 მილიონი ევრო მიიღო?..
Tag: პორტუგალია
რონალდუ და რეალი… (ცალკე ღალატი, ცალკე უთანხმოება)
კრიშტიანუ რონალდუმ მუნდიალის მატჩების მერე მხოლოდ ორი დღე დაისვენა და ახლა მადრიდის რეალის ბაზაზე ვარჯიშობს. კიდევ ერთი სიახლე: რონალდუსა და აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მათ საერთო აზრი ვერა და ვერ გამონახეს მომავალ კლუბთან დაკავშირებით. მენდეში გაბრაზებულია იმის გამო, რომ კლუბები პირდაპირ რონალდუზე გადიან სალაპარაკოდ და მას აიგნორებენ… გაირკვა, რომ რონალდუს ყატარის კლუბები სთავაზობენ… Continue reading რონალდუ და რეალი… (ცალკე ღალატი, ცალკე უთანხმოება)
პორტუგალიელი ძიუბა
პორტუგალიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გონსალუ რამუშმა, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეროვნული გმირი გახდა. ამ დღეებში რამუში ისევ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ოღონდ სხვა მხრივ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რამუში შიშველია და მასტურბირებს. რამდენმე საათში ეს ვიდეო ყველაზე ნახვადი გახდა ტვიტერსის პორტუგალიურ სივრცეში. როგორ გასაჯორვდა ინტიმური ვიდეო, არავინ იცის. პორტუგალიური… Continue reading პორტუგალიელი ძიუბა
ჟოზე პორტუგალიის ნაკრებში? – საინტერესოა…
ჟოზე მოურინიუ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას (FPF) წარმომადგენლები მოურინიუს უკვე დაუკავშირდნენ. FPF-ს წინადადება ასეთია – ჟოზე რომაში იმუშავებს, პარალელურად კი ნაკრებსაც გაუძღვება. პორტუგალიელი ამ შეთავაზებას სერიოზულად განიხილავს. თუ მოურინიუს ვარიანტი არ გამოვა, მთავარ გუნდში U21-ის მთავარი მწვრთნელი, რუი ჟორჟე გადაინაცვლებს.
პეპე: ახლა შეუძლიათ, არგენტინას ტიტული გადასცენ!..
პორტუგალიელი პეპეს კომენტარი მაროკოსთან მეოთხედფინალში წაგების (0:1) მერე: 39 წლის პეპემ თქვა, რომ ამ შეხვედრაში არგენტინელი მსაჯი არ უნდა დაენიშნათ… „ფიფას არ უნდა დაეშვა მსგავსი რამ. გუშინ ლეო მესიმ მსაჯებზე დაიწუწუნა, დღეს კი რაც ვნახე, უკვე შეუძლიათ არგენტინას ტიტული გადასცენ“. პეპემ ასევე განაცხადა, რომ პორტუგალია ერთადერთი ნაკრები იყო მუნდიალზე, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურდა. „მეორე ტაიმში… Continue reading პეპე: ახლა შეუძლიათ, არგენტინას ტიტული გადასცენ!..
პორტუგალია ნამდვილად მაროკოსთვის ემზადება?..
აერია… დაიბნა… პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო სანტუსმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაროკოს ნაკრები კარგად ჰყავს შესწავლილი და მეოთხედფინალს მომზადებული ხვდება. არადა რაღაცეები აერია!.. „მახსოვს წინა მსოფლიო ჩემპიონატში შევხვდით. მაროკოელთა ბევრი ფეხბურთელი ვიცი თუნდაც იმიტომ, რომ საბერძნეთის კლუბებში თამაშობენ, მე კი იქაურ ნაკრებს ვწვრთნიდი და მაქვს ინფორმაცია. მაროკო საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს“. სინამდვილეში კი… Continue reading პორტუგალია ნამდვილად მაროკოსთვის ემზადება?..
“ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე
კარლო ანჩელოტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა… (AS). დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარება სთხოვეს: „რა შეკითხვაა, ჩვენ ხომ ერთი თაობის ვართ? მარადონას წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამიტომაც სიყვარულის გამო მას ვირჩევ“. ესპანეთის ჩავარდნაზე: „პირადად მე დაცვიდან თამაში და კონტრშეტევის დალოდება არ მრცხვენია. ვინისიუსი ან მბაპე რომ გყავს და ბურთს ჩაჭრი, ამ დროს ვერტიკალურად არ ითამაშო, დანაშაულია. ჟოზე მოურინიუ… Continue reading “ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე
რონალდუ: ეს ნაცია მამაცია იმისთვის, რომ ვინმემ შეაშინოს
კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ტვიტერზე, პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრებს მიმართა “ეს გუნდი იმდენად მჭიდროდაა შეკრული, რომ გარე ძალები ვერ დაშლიან! ეს ნაცია საკმარისად მამაცია იმისთვის, რომ არავისი ეშინოდეს. ნამდვილი გუნდი ოცნებებისთვის ბოლომდე იბრძვის! ჩვენი გჯეროდეთ! წინ პორტუგალია!,” – დაწერა კაპიტანმა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, პორტუგალია მაროკოს შეხვდება.
დახატეს! – პორტუგალია 1/4 ფინალშია!
შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ, პორტუგალიამ მთავარი ფავორიტების სიაში ადგილი გაიმყარა. ჩემპიონატის დაწყების წინ, Goal.com-მა ის ფავორიტთა ათეულში არ შეიყვანა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კრიტიკოსებს პასუხი გასცა. დავიწყოთ შემადგენლობებით: სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მას გონსალუ რამოსი არჩია – რამაც აბსოლუტურად გაამართლა. მატჩი პორტუგალიელთა სასარგებლოდ რომ არ წარმართულიყო, ამას ბევრი კრიტიკა მოჰყვებოდა, თუმცა პრობლემა კი… Continue reading დახატეს! – პორტუგალია 1/4 ფინალშია!
სასწაული – სამხრეთ კორეამ პორტუგალიას მოუგო და გავიდა!
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სენსაციებითაა სავსე – ჯგუფში ჩარჩნენ: დანია, გერმანია და ურუგვაი… სამხრეთ კორეამ სასწაული მოახდინა – ჯგუფიდან გასულ, თუმც კი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მოთამაშე პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ში დამსახურებულად ითამაშებს! მივყვეთ თავიდან. პორტუგალიამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გარანტირებული ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მწვრთნელმა სასტარტოში: ბერნარდუ სილვა, ლეაუ, ბრუნო ფერნანდეში და ჟოაო ფელიქსი… Continue reading სასწაული – სამხრეთ კორეამ პორტუგალიას მოუგო და გავიდა!