პოჩეტინოს ვერ აგდებენ – რამდენს ითხოვს არგენტინელი?

მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-დან გაშვება ჭიანურდება, რადგან მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან. L’Equipe-ს ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს 18 დღის წინ უთხრეს, რომ გათავისუფლებულია. ახლა, კლუბი და ადვოკატი კონტრაქტის გაწყვეტის დეტალებზე საუბრობენ. პსჟ მზად არის, პოჩესა და მის 4 ასისტენტს 1 წლის ხელფასი გადაუხადოს, თუმცა ერთგულების ბონუსი, რომელიც 2 მილიონ ევროს შეადგენს – არა. მაურისიო და მისი შტაბი ამ… Continue reading პოჩეტინოს ვერ აგდებენ – რამდენს ითხოვს არგენტინელი?

პოჩეტინო პსჟ-დან გაუშვეს

მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ის მწვრთნელი აღარ იქნება. როგორც RMC Sport წერს, პარიზელებმა არგენტინელ სპეციალისტს ამის შესახებ უკვე აცნობეს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულ გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს. პოჩეტინო გუნდში 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა, კონტრაქტი კი ზაფხულში 2023 წლამდე გაახანგრძლივა. კლუბთან ერთად, მან ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ, 1/8 ფინალში, რეალთან… Continue reading პოჩეტინო პსჟ-დან გაუშვეს

“სულ მაგდებენ, მაგრამ მშვიდად ვარ…”

პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თქვა, თუ რატომ არ განიხილა თავის დროზე ბარსელონას წინადადება. არგენტინელმა მწვრთნელმა აღნიშნა, 2020 წლის იანვარში შემეძლო, ბარსაში მივსულიყავიო… „არც ჩემი მეუღლე და არც შვილები არ დაუშვებდნენ ამას. ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ესპანიოლთან, ასე რომ, ბარსაში ჩემი გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა. ბარსელონას საკმაოდ დიდი არჩევანი და შესაძლებლობა აქვს, რათა მოიყვანოს კლუბის იდეების გამზიარებელი მწვრთნელი.… Continue reading “სულ მაგდებენ, მაგრამ მშვიდად ვარ…”

პოჩეტინო: მე და მბაპე ვრჩებით…

  ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ პოჩეტინოს სიტყვების ციტირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც, არგენტინელი სპეციალისტი და მბაპე პსჟ-ში რჩებიან „დღეის მდგომარეობით, 100%-ით ვრჩები – ასევე, კილიან მბაპეც…“ მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ ფრანგის რეალში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა კილიანმა პირობები შეცვალა, ფულის მომატება მოითხოვა და მადრიდიდან უარი მიიღო.  

“რეალთან თამაშს რამდენჯერმე ვუყურეთ”- პოჩეტინო

  პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ რეალთან წაგებულ (1:3) შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა “თავს როგორ ვგრძნობ? კარგად ვერა. ეს თამაში გავაანალიზეთ. საკუთარ კედლებში და მადრიდში, მე-60 წუთამდე, უკეთესები ვიყავით. ცუდად ვარ, გაბრაზებული ვარ, დისკომფორტს ვგრძნობ. ღამით დაძინება მიჭირს, თუმცა ჩემპიონატის თამაშებზე უნდა ვიფიქროთ. თამაშს რამდენჯერმე ვუყურეთ. არ მესმის, დონარუმას ეპიზოდზე საქმეში VAR რატომ არ ჩაერთო.… Continue reading “რეალთან თამაშს რამდენჯერმე ვუყურეთ”- პოჩეტინო

პოჩეტინო: ფეხბურთი? ეს მესია

  პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა ჟურნალისტი: იმის რისკი არსებობს, რომ მესი თავდაჯერებულობას დაკარგავს? [იგულისხმება რეალთან განმეორებითი მატჩი] – არა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მესი – ეს ფეხბურთია. თუ ფეხბურთის მნიშვნელობა ვინმეს გინდათ აუხსნათ, უთხარით რომ ის ლეო მესია. არ მგონია, რომ გაფუჭებულმა პენალტმა მის თავდაჯერებაზე… Continue reading პოჩეტინო: ფეხბურთი? ეს მესია

ლეონარდო: პოჩეტინო გუშინ არ დაბადებულა…

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ მაურიციო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა   “ის პლანეტაზე ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია.   ძალიან კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ მაურიციოსთან შეკითხვები არ გვაქვს. ის გუშინ არ დაბადებულა და ყველაფერს შესანიშნავად აანალიზებს.   ბოლოს და ბოლოს, ლიგა 1-ში მეორე ადგილს 10 ქულით ვუსწრებთ და განვითარების პროცესში ვართ,” – თქვა ლეონარდომ

პოჩეტინომ მბაპეს მომავალზე ისაუბრა

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი მომავალ სეზონში გახდება “მბაპესთან ყველაფერი რიგზეა. ის მშვიდი, ძლიერი ხასიათის და კომუნიკაბელური ბიჭია. იცის რა უნდა, ფეხბურთი უყვარს და, 22 წლის ასაკის მიუხედავად, ძალიან ჩამოყალიბებულია. კილიანი გადაწყვეტილებას მიიღებს და კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს ეცდება. ის ხომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია. უბრალოდ,… Continue reading პოჩეტინომ მბაპეს მომავალზე ისაუბრა

“პოჩეტინო ფეხბურთელებს ეკითხება თუ როგორ ითამაშონ,” – კასანო

  ანტონიო კასანო საჯაროდ აზრის დაფიქსირებას არასდროს ერიდება. ახლა, კრისტიან ვიერის BoboTV-ში, მან პოჩეტინოზე ისაუბრა “პოჩეტინოს პსჟ-ში მოღვაწეობა ხანმოკლე იქნება. ხალხი მასზე ცუდ ამბებს მიყვება. ის დიდებული ბიჭია, თუმცა როგორც მწვრთნელი… ტაქტიკურ სამუშაოებს 1 წუთსაც არ უთმობს და მოთამაშეებმა ამის შესახებ არაერთხელ ჰკითხეს. ის ფეხბურთელებს იმასაც კი ეკითხება, თუ როგორი ტაქტიკური წყობით უნდა ითამაშონ… გავოგნდი… Continue reading “პოჩეტინო ფეხბურთელებს ეკითხება თუ როგორ ითამაშონ,” – კასანო

მესიმ პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა

ფრანგული ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში, პარი სენ-ჟერმენმა ლიონს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს მაგრად გაუჭირდათ. თავიდან აგებდნენ კიდეც, მაგრამ ნეიმარმა გაათანაბრა პენალტით. გამარჯვებისა კი იკარდიმ 94-ე წუთზე გაიტანა.   ეს ლიონელ მესის საშინაო დებიუტი გახლდათ. არგენტინელი ჯერჯერობით „უცხო სხეულად“ მოჩანს გუნდში. თავი არაფრით გამოუჩენია და ერთხელ ნეიმარის შესანიშნავი პასიც გააცუდა. ასეთს ლეო სხვა შემთხვევაში… Continue reading მესიმ პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა